კაცებს შორის სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში ჩინეთის ნაკრები ოქროს მედლის გარეშე დარჩა
სენსაცია მოხდა წყალში მხტომელთა ტურნირზე. კაცებს შორის სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში ჩინეთის ნაკრები ოქროს მედლის გარეშე დარჩა.

პეკინის ოლიმპიადაზე რვიდან რვა ოქროს მოგების შემდეგ ჩინეთს ლონდონში ხუთი შესაძლებლიდან ხუთი პირველი ადგილი ჰქონდა მოპოვებული და გუშინ მეექვსე ოქროს უმიზნებდა.

ნახევარფინალის შემდეგ ლიდერი იყო ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონი, ჩინელი ჩონ ჰე, მაგრამ ფინალში ოქროზე პრეტენზია არ განუცხადებია, რადგან საწყისი ნახტომები ცუდად შეასრულა.

გამარჯვების დიდი შანსი არც მეორე ადგილზე გასულ მეორე ჩინელს კაი კინს ჰქონია, რადგან შესანიშნავად გამოვიდა რუსი ილია ზახაროვი. მან ჯამში 555.9 ქულა დააგროვა და მთელი 14 ქულით გაუსწრო კინს. გადამწყვეტი აღმოჩნდა ზახაროვის ბოლო ნახტომი, რომლისთვისაც მან 104,5 ქულა დაიმსახურა.

ეს ამ რუსის მეორე მედალია ლონდონში - მანამდე მან სამი მეტრიდან სინქრონულ ხტომებში ევგენი კუზნეცოვთან ერთად აიღო ვერცხლი.

კაცები

3 მ. ტრამპლინი

1. ილია ზახაროვი (რუს) 555.90

2. კაი კინი (ჩინ) 541.75

3. ჩონ ჰე (ჩინ) 524.15

4. პატრიკ ჰაუსდინგი (გერ) 505.55

5. ტონი დუმაისი (აშშ) 498.35

6. იაიელ კასტილიო (მექ) 492.70

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად