გერმანიაში მოთამაშე ლეგიონერთაგან პირველ და მეორე ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი, 415 მატჩი ქართველმა ითამაშა

ალექსანდრე იაშვილის დებიუტი "ბოხუმში" წარმატებული გამოდგა - რურელებმა მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში დრეზდენის "დინამოს" 2:1 მოუგეს. ორივე საგოლე გადაცემა იაშვილმა შეასრულა და "კიკერმა" ჩვენებური ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.

გარდა ამისა, მან რეკორდიც დაამყარა...

7 აგვისტოს იაშვილს ბოხუმში დავუკავშირდით და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- ასეთი დებიუტით, ალბათ, ძალიან კმაყოფილი დარჩი. "ბოხუმი" ჯერ აგებდა და თამაშის შემობრუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანე. ორიოდე სიტყვით რას გვეტყოდი მატჩის პერიპეტიებზე?

- ჩვეულ პოზიციაზე, გამოკვეთილი ფორვარდის, ზლატკო დედიჩის უკან ვითამაშე.

ყველანი ძალიან დაძაბულები ვიყავით, მოსამზადებელი ეტაპის საკონტროლო შეხვედრებში რამდენიმე სუსტ მეტოქეს ვერ მოვუგეთ. ვარჯიშებზე ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ თამაშებში ეს რატომღაც ვერ გადაგვქონდა.

"დრეზდენთან" შედეგიცა და თამაშის ხარისხიც კარგი გამოდგა. ერთი საგოლე გადაცემა ჯარიმიდან შევასრულე, მეორე კი კუთხურიდან.

ასპროცენტიანი საგოლე მომენტი არ მქონია. სამაგიეროდ, კიდევ ორი ისეთი პასი გავაკეთე, ასპროცენტიანი საგოლე შესაძლებლობა რომ შევუქმენი თანაგუნდელებს.

საერთო ჯამში, "ბოხუმში" საკუთარი დებიუტით კმაყოფილი ვარ.

- მწვრთნელმა ანდრეას ბერგმანმა რა გითხრა თამაშის შემდეგ?

- კმაყოფილი იყო ჩემი თამაშით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვისაც გუნდის შედეგი გახლდათ.

მოგებული მატჩი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ უფრო ადვილად აკეთებ ანალიზს, უფრო იოლად იღებ შენიშვნას შეცდომაზე.

- მეორე ბუნდესლიგაში არის ისეთი ელიტური გუნდი, რომელიც ყველა დანარჩენზე ერთი თავით მაღლა დგას თავისი ფინანსური შესაძლებლობებით?

- ასეთი რამ ბერლინის "ჰერტაზე" ითქმის. ის უდავოდ ფავორიტია, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ამ სეზონშივე აუცილებლად დაბრუნდება ბუნდესლიგაში.

"ჰერტას" საკმაოდ გრძელი სკამი აქვს, ეს მისი დიდი პლუსია. ამ ტურში "პადერბორნთან", ლევან კობიაშვილის ჩათვლით, რვა წამყვანი ფეხბურთელი აკლდა სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ გუნდს სახე არ დაუკარგავს.

- ნიკა გელაშვილი "ბოხუმის" სათადარიგოებში იყო...

- გუნდში ოთხი თავდამსხმელი ვართ. ჩემს გარდა, სამივე გამოკვეთილი ფორვარდია. მწვრთნელი ამ ეტაპზე დედიჩს ენდობა და ვერც გაამტყუნებ.

- წინა სეზონში სლოვენიელმა მეორე ბუნდესლიგაში 13 გოლი გაიტანა და ეს მისი ბონუსია. გელაშვილი მონდომებულად ვარჯიშობს და მისი "ბოხუმის" ძირითადში გამოჩენა დროის ამბავია.

- "ბოხუმის" გულშემატკივარმა როგორ მიგიღო?

- ყველას აინტერესებდა, ყველა იმის მოლოდინში იყო, თუ როგორ ვითამაშებდი. ვფიქრობ, გულშემატკივარიც კმაყოფილი დარჩა ჩემი თამაშით.

ძალიან სასიამოვნო იყო ისიც, მატჩის შემდეგ სტადიონის დიქტორმა რომ გამოაცხადა - იაშვილმა რეკორდი დაამყარა, ლეგიონერთაგან პირველ და მეორე ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი, 415 მატჩი ითამაშაო.

- ამასობაში შენი ყოფილი თანაგუნდელი "კარლსრუედან" "ზესტაფონში" აღმოჩნდა - რას გვეტყოდი პატრიკ მილხრაუმზე?

- ძალიან სწრაფი ფეხბურთელია. არა მგონია, რომ საქართველოს ჩემპიონატში ბევრი იყოს ასეთი ჩქაროსნული მოთამაშე.

უკვე საკმაოდ გამოცდილია, მარცხენა მცველის ან მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა მეორე ბუნდესლიგაში. აქვს ძალიან ძლიერი დარტყმა.

იაშვილის რეკორდი 415 (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალექსანდრე იაშვილი "კიკერმა" ტურის სიმბოლურში შეიყვანა

ლეგიონის უქმეები: ქართულ გოლებს ევროპაში თვლა არ აქვს [+VIDEO]

gizog
ალექსანდრე უფალმა დაგლოცოს, საამაყო ქართველი ხარ. კარგი მამის კარგი, ღირსეული შვილი. გაგახაროს ღმერთმა გაგიმრავლოს ოჯახი და შთამომავლობა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად