ჩვენებური საერთაშორისო ტურნირის ძირითად ბადეშიც გავიდა და სარეიტინგო 30 ქულაც მიითვალა
მონრეალში (კანადა) ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (Rogers Cup, საპრიზო ფონდი 2 168 400 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე, როგორც გაუწყეთ, 22 წლის ანა ტატიშვილმა ზედიზედ სძლია მასპინძელ შარონ ფიჩმანსა (7:5, 6:1) და ამერიკელ ეშლი ვეინოლდს (6:0, 6:2), ფინალში კი მსოფლიო კლასიფიკაციით 46-ე ადგილზე მყოფ ურსულა რადვანსკას (პოლონეთი) მოუგო 6:4, 6:0, რითაც ძირითად ბადეშიც გავიდა და სარეიტინგო 30 ქულაც მიითვალა (იღბლიანი წაგებულის სტატუსით ძირითად ბადეში ურსულა რადვანსკაც მოხვდა).

ელიტაში გასვლისთვის ანას ერთი ქულაც მიემატება. პირველ წრეში ყაზახეთის სახელით მოასპარეზე კსენია პერვაკის წინააღმდეგობასაც თუ დაძლევს, მონაგარს 70 ქულით გაიმდიდრებს.

არადა, ეს ჩოგბურთელი ჩვენებურს შარშან მემფისის ტურნირზე ჰყავს დამარცხებული - 6:3, 6:4.

გერმანიის ქალაქ ჰეჩინგენის ქალთა 25 000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღეს სტარტი ეკატერინე გორგოძემ და სოფიო ქვაცაბაიამ.

პირველ წრეში გორგოძემ რუსი ამინატ კუსკოვა დაამარცხა ორ სეტში - 6:4, 6:2, ქვაცაბაიამ კი უკრაინელ მარიანა ზაკარლიუკს აჯობა - 6:2, 6:2. ძირითად ბადეში გასასვლელად ქვაცაბაიამ გერმანელ ვერენა შმიდს მოუგო - 6:3, 6:3; გორგოძე ასევე ალემან ანა ცაიას უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ მეტოქე არ გამოუცხადდა.

ძირითად ბადეში ეკატერინე გორგოძე იტალიელ იულა მაირს შეხვდება, ხოლო სოფიო ქვაცაბაია ჩეხ რენატა ვორაჩოვასთან გაარკვევს ურთიერთობას.

გუშინვე გაიმართა წყვილთა პაექრობები. გორგოძემ და ქვაცაბაიამ იოლად სძლიეს იულია ჩუბაროვას (რუსეთი) და ჟილ ნორა ენგელმანის (გერმანია) დუეტს 6:1, 6:0. მეოთხედფინალში პირველ ნომრად განთესილ მერვანა სალკიჩსა (ბოსნია-ჰერცეგოვინა) და სანდრა კლემენშიტსს (ავსტრია) წყვილს შეხვდებიან.

ინტერნაციონალურმა დუეტმა სტარტზე პოლონელებს - კატარზინა კავას და ბარბარა სობასკევიჩს აჯობა - 6:3, 6:1.

თურქეთში ბურსას 10 000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზევე დამარცხდა ბაბილინა მაჩაიძე ინდოელ სმრიტი ჯოონთან - 6:3, 2:6, 3:6, თამარ ჭალაგანიძემ კი მასპინძელ იაგმურ აკდემირს აჯობა - 6:3, 6:2 და ძირითად ბადეში გავიდა, სადაც იაპონელ იიუკი ტანაკას დანებდა - 1:6, 2:6.

წყვილებში ბაბილინა მაჩაიძემ და ესპანელმა ნურია პარისას-დიასმა იაპონელი იოშიმი კავასაკი და ავსტრალიელი ნანა მიიაკავა დაამარცხეს - 2:6, 6:3, 10:6.

თამარ ჭალაგანიძემ და სმრიტი ჯოონმა სოვიანია ბავისეტისა (ინდოეთი) და ეკატერინა პუშკარიოვას (რუსეთი) დუეტთან წააგეს - 5:7, 1:6.

გულშემატკივრებს უკვე ვაუწყეთ, რომ 22 წლის ანა ტატიშვილმა 833 ქულით კვალიფიკაციაში 5 საფეხურით წინ წაიწია და ახლა 79-ეა. დანარჩენ ქართველ ჩოგბურთელთა ახალი მაჩვენებლები ასეთია: 240 (238). მაკა ჩახნაშვილი (240 ქულა), 273 (270). სოფიო შაფათავა (203), 385 (385). სოფიო ქვაცაბაია (101), 537 (538). ეკატერინე გორგოძე (52), 625 (622). თათია მიქაძე (39), 637 (681). ნათია გეგია (37), 667 (666). ოქსანა კალაშნიკოვა (32), 963 (970). ანი გოგვაძე (11).

წყვილთა რეიტინგში ტატიშვილი 1467 ქულით 63-ე ადგილზეა. 141. კალაშნიკოვა (539), 225. შაფათავა (288), 238. გორგოძე (272).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე