ლუგანსკის "ზარიას" ქართველმა ნახევარმცველმა "გოვერლასთან" გამარჯვებაზე ისაუბრა და მომავალ მეტოქე "კრივბასზეც" გამოთქვა აზრი
ლუგანსკის "ზარიას" ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ ინტერნეტსაიტ Hotsport.ua-სთან ინტერვიუში უჟგოროდის "გოვერლასთან" გამარჯვებაზე ისაუბრა.

შეხვედრა "ზარიამ" ჯაბას მიერ გატანილი პენალტით მოიგო.

ჯაბამ მომავალ მეტოქეზე, "კრივბასზეც" გამოთქვა აზრი.

- ჯაბა, რა კომენტარს გააკეთებდით უჟგოროდის "გოვერლასთან" მატჩის შესახებ?

- რთული თამაში იყო. "გოვერლას" ჩვენთან შეხვედრამდე ზედიზედ სამი თამაში ჰქონდა წაგებული. ამასთან, საკუთარ სტადიონს დაუბრუნდნენ და საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თამაშობდნენ.

ეს ყველაფერი მათ ფსიქოლოგიურად ეხმარებოდა, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობდით, უპირატესობას ვფლობდით და გამარჯვებას მივაღწიეთ.

- თქვენ შეცვლაზე გამოხვედით და გადამწყვეტი გოლი გაიტანეთ. ყოფილა თქვენს კარიერაში მსგავსი მომენტი, რომ მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაგეწყვიტათ?

- ჩემს კარიერაში ეს პირველად არ მომხდარა. საქართველოს ჩემპიონატში მსგავსი შემთხვევები არაერთხელ ყოფილა.

უკრაინაში კი აქამდე არ მომხდარა, რომ გადამწყვეტი გოლი გამეტანა.

- პენალტის დარტყმა თავად გადაწყვიტეთ, თუ ეს მწვრთნელის პრეროგატივა იყო?

- პენალტი ან მე უნდა დამერტყა, ან ლიუბენოვიჩს. მწვრთნელმა თქვა, რომ მე უნდა დამერტყა. გამოდის, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო.

- გასულ სეზონში თქვენ 27 შეხვედრაში სულ 4 გოლი გაიტანეთ. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ახერხებთ მეტის გატანას?

- მე თავდამსხმელი არ ვარ, თუმცა შეტევითი ხაზის მოთამაშე ვარ, მაგრამ ეს ოთხივე გოლი ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილში გავიტანე, როდესაც გუნდი უკვე სხვაგვარად თამაშობდა და უფრო ძლიერი იყო.

ვფიქრობ, ამ სეზონში უფრო მეტის გატანა რეალური ჩანს.

- თქვენი შემდეგი მეტოქე "კრივბასია". როგორ ფიქრობთ, ისინი "შახტართან" და კიევის "დინამოსთან" ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ გაშმაგებულები იქნებიან?

- ისეთი კალენდარი გვაქვს, რომ ვხვდებით გუნდებს, რომლებიც ჩვენთან შეხვედრის წინ "შახტარს" და კიევის "დინამოს" შეხვდნენ.

"კრივბასი" ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გამწარებულია. ისინი არც თავს დაზოგავენ და არც მეტოქეს. ძალიან რთული მატჩი იქნება, რადგან "კრივბასი" კარგად დაბალანსებული გუნდია და მათთან ძალიან გაგვიჭირდება.

ასევე იხილეთ:

ლეგიონის უქმეები: ქართულ გოლებს ევროპაში თვლა არ აქვს [+VIDEO]

გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ