ამ ტრანსფერს "რეალი" მომავალ კვირაში დაადასტურებს, როცა ამერიკული ტურნედან ევროპაში დაბრუნდება
პორტუგალიური "ა ბოლას" ახალი ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "რეალის" ახალი ფეხბურთელი შესაძლოა 23 წლის ბელგიელი ნახევარმცველი აქსელ ვიტსელი გახდეს, რომელიც ლისაბონის "ბენფიკაში" ასპარეზობს.

მეტიც, გამოცემა ამტკიცებს, რომ ამ ტრანსფერს "რეალი" მომავალ კვირაში დაადასტურებს, როცა ამერიკული ტურნედან ევროპაში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ აქსელ ვიტსელი პორტუგალიურმა გრანდმა ლიეჟის "სტანდარდისგან" 9 მილიონ ევროდ შეიძინა და გამოსასყიდ თანხად 40 მილიონი დაუწესა მის მოსურნე კლუბებს.

ვიტსელით, "რეალის" გარდა, რუსული "ანჟი" და ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.

ვიტსელი "ბენფიკას" შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა. მან გასულ სეზონში (ყველა ოფიციალურ მატჩში) 49-დან 42 თამაში სასტარტოში დაიწყო.

"ა ბოლას" ცნობით, ვიტსელი "რეალში" გადავა, ხოლო ფაბიო კოენტრაო - "ბენფიკაში", პლუს "სამეფო კლუბი" გარკვეულ თანხას დაამატებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა