ლონდონის ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონმა სერენა უილიამსმა განაცხადა, რომ მომავალ ოლიმპიურ თამაშებზეც აპირებს გამოსვლას
ლეგენდარულმა რუსმა მძლეოსანმა ელენა ისინბაევამ ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, რომ ლონდონის შემდეგ კარიერის დასრულებას აპირებდა. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ რუსი ჭოკით ხტომაში ზედიზედ მესამე ოლიმპიადას მოიგებდა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონში ელენას მხოლოდ ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილება მოუწია. ამიტომაც რუსს მცირე პაუზა აქვს დაგეგმილი კარიერაში და 2013 წელს ისევ დაბრუნდება ტურნირებზე. მისი თქმით, ის აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელიც გაისად მოსკოვში გაიმართება.

"მოსკოვის ჩემპიონატამდე დავრჩები. სიმართლე გითხრათ, ცოტა ხნის წინ საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ აღარ მინდოდა ტურნირებში მონაწილეობა, დავიღალე; მაგრამ ახლა ვფიქრობ: ვინ, თუ არა მე? უფრო მეტიც, მოსკოვში ოქროს მედლის აღებას ვაპირებ", - ამბობს ისინბაევა.

ამასთან, ელენამ არ გამორიცხა სპორტში რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადამდე დარჩენა. "დღეს კარიერის 2016 წლამდე გაგრძელებასაც ვფიქრობ. თუმცა მანამდე მინდა, ბავშვი გავაჩინო და ოჯახურ ცხოვრებას მივხედო. ასე შორსმიმავალი გეგმების დაწყობა რთულია", - აღნიშნა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

მანვე ისიც დაამატა, რომ ლონდონში მეტოქეებს, უბრალოდ, გაუმართლათ და რადგან მისი ოლიმპიური და მსოფლიოს რეკორდები არ დაემხო, ე. ი. ის კვლავ საუკეთესოა ჭოკით ხტომაში.

ლონდონის ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონმა სერენა უილიამსმა განაცხადა, რომ მომავალ ოლიმპიურ თამაშებზეც აპირებს გამოსვლას, რომელიც 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება. ამის შესახებ 30 წლის ჩოგბურთელმა ტელეარხი Eurosport-ის ეთერში გამოაცხადა.

"რიო-დე-ჟანეირო შედის ჩემს გეგმებში. თუ ღმერთის ნება იქნება, იქ აუცილებლად წავალ. მზად ვიყავი წარმატებისთვის. ოქრო - ჩემი საყვარელი ფერია და სხვაზე არც მიფიქრია. დაჯილდოების ცერემონიის დროს ვფიქრობდი ჩემს მედლებზე, რომლებიც კარგი თამაშის წყალობით დავიმსახურე", - თქვა სერენამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად