22 წლის ქართველი ჩოგბურთელი კსენია პერვაკთან დამარცხდა
მონრეალში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 2 168 400 დოლარი) 8 აგვისტოს ძირითადი ბადის პირველი წრის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. 22 წლის ანა ტატიშვილს, რომელმაც იოლად გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და ელიტის წარმომადგენლებში მოხვდა, წილისყრამ სტარტზე ყაზახეთის სახელით მოასპარეზე კსენია პერვაკი არგუნა მეტოქედ.

უკვე გაუწყეთ, რომ ეს ჩოგბურთელი ჩვენებურს შარშან მემფისში ჰყავდა დამარცხებული. ერთსა და იმავე მდინარეში ტატიშვილი მეორედ ვერ შევიდა - დაძაბულ პაექრობაში შუააზიელმა რევანშის აღება შეძლო - 7:6, 7:6.

ქართველმა ჩოგბურთელმა 31 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. კანადელმა ალექსანდრა ვოზნიაკმა სლოვაკი დანიელა ჰანტუხოვა დაამარცხა - 7:5, 7:6, რობერტა ვინჩიმ (იტალია) იანინა ვიკმაიერს (ბელგია) აჯობა - 6:2, 3:6, 7:5.

ეკატერინა მაკაროვამ (რუსეთი) საკვალიფიკაციო ეტაპზე ანა ტატიშვილის მიერ ძლეულ და ძირითად ბადეში იღბლიანი დამარცხებულის სტატუსით მოხვედრილ ურსულა რადვანსკას (პოლონეთი) დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:4, 6:2.

ამ უკანასკნელის და - აგნეშკა რადვანსკა, რომელიც მე-2 ნომრადაა განთესილი, მე-2 წრიდან ჩაებმება ბრძოლაში, ისევე, როგორც ვიქტორია აზარენკა (ბელარუსი), მარიო ბარტოლი (საფრანგეთი), მარია შარაპოვა (რუსეთი), ელენა ინკოვიჩი, ანა ივანოვიჩი (ორივე - სერბეთი), კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) და სხვა ფავორიტები...

გერმანული ჰეჩინგენის 25 000-იან ქალთა საერთაშორისო ტურნირზე ძირითადი ბადის პირველი წრის შეხვედრები გაიმართა.

ეკატერინე გორგოძე იტალიელ იულია მაირს შეხვდა. პირველი ხელი ქართველმა იოლად დათმო - 1:6. სამაგიეროდ, მეორე და მესამე სეტებში იყოჩაღა და მეტოქეს ერთნაირი ანგარიშით - 6:4, 6:4 აჯობა.

მეორე წრეში ის ტურნირზე მე-7 ნომრად განთესილ მერვანა იუგიჩ-სალკიჩს (ბოსნია-ჰერცეგოვინა) დაუპირისპირდება.

ამ უკანასკნელმა 8 აგვისტოს გერმანელ კორინა პერკოვიჩს მოუგო - 6:4, 6:0. სამწუხაროდ, თანამემამულეს მხარი ვერ აუბა სოფიო ქვაცაბაიამ - პირველ წრეში ჩეხ რენატა ვორაჩოვასთან დამარცხდა - 1:6, 2:6.

წყვილთა პაექრობაში, როგორც გაუწყეთ, გორგოძე-ქვაცაბაიას დუეტი მეოთხედფინალში მერვანა სალკიჩსა და სანდრა კლემენშიტსს (ავსტრია) გაუწევს წინააღმდეგობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა