ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელი გუნდში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს
მოგეხსენებათ, ქუთაისის "ტორპედო" 2012-13 წლების საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე 25 წლის თავდამსხმელი გიორგი ბერიაშვილით გაძლიერდა.

ახალწვეული გუნდს ორიოდე კვირის წინ შეუერთდა და ამხანაგურ თამაშებში გამოჩნდა, რომ იგი "ტორპედოს" საკმაოდ კარგად შეეწყო - გუნდის ახალმა მე-9 ნომერმა ოთხ საკონტროლო მატჩში 3 გოლი გაიტანა.

- გიორგი, როგორ გაიხსენებ შენს განვლილ კარიერას და რამ გადაგაწყვეტინა "ტორპედოში" გადმოსვლა?

- ქვეყნის ფარგლებს გარეთ მხოლოდ წელიწადნახევარი ვთამაშობდი. უმეტესი ნაწილი "ვიტ ჯორჯიაში" გავატარე, იქიდან "ოლიმპში" გადავედი. ორივე ქართულ გუნდში ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, მეგობრული გუნდები იყვნენ და მართალია, დიდი ხანი არ ვარ, თუმცა აქაც არანაკლებია.

მქონდა სხვა ქართული გუნდებიდან შემოთავაზება, თუმცა მათზე უარი ვთქვი. რადგანაც აქ მოვედი, იმაზე მეტყველებს, რომ დადებითად ვარ განწყობილი ამ გუნდის მიმართ.

სხვათა შორის, რომ გავიგე, შემოთავაზება "ტორპედოდან" მქონდა, ძალიან გამიხარდა. პირველ რიგში, მწვრთნელის ფაქტორმა იმოქმედა, ვინაიდან ბევრი კარგი ვიცი მასზე; შემდეგ კი საქართველოში მინდოდა დაბრუნება და ყველამ ვიცით ქუთაისში ფეხბურთისადმი დამოკიდებულების შესახებ, "ტორპედოში" თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის სასურველია.

- დღევანდელი "ტორპედო" როგორი გუნდია?

- ცოტა ხანია, რაც აქ ვარ და მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ მომავლის გუნდი კეთდება, ახალგაზრდებზეა აქცენტი. ამრიგად, დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს აშკარად აქვს იმის პოტენციალი, რომ კიდევ მეტად და მეტად გაიზარდოს. ყველაფერი გეგმაზომიერად კეთდება. ასევე, აღვნიშნავდი ჩვენს ძალიან კარგ სტადიონს.

- ამხანაგურ მატჩებში, თუმცა მაინც საყურადღებოა, რომ 4 მატჩში 3 გოლი გაიტანე. დასაწყისისთვის კარგი შედეგია...

- თითქმის ნახევარ გუნდს აქ გადმოსვლამდეც ვიცნობდი. ეს ამხანაგურები ძალიან წაგვადგა, თუმცა შეთამაშება კიდევ გვჭირდება. გასულ სეზონშიც გამოიჩინა ამ გუნდმა თავი და იმედი მაქვს, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში ამჯერადაც გავიმარჯვებთ.

- სეზონნახევარი აზერბაიჯანში თამაშობდი. საინტერესო იქნება, როგორ შეადარებ მეზობელი ქვეყნისა და საქართველოს ფეხბურთის დონეს?

- ნიჭით ძალზე წინ ვდგავართ მათზე, მაგრამ საერთოდ, ეროვნულ ჩემპიონატებს თუ შევადარებთ, მცირედით გვჯობნიან, რადგან იქ ფინანსური მხარე მკვეთრად მაღალია და შესაბამისად, სხვა ეროვნების ფეხბურთელებით არიან გაძლიერებულები.

ორი უკიდურესობაა - ნიჭი გვაქვს, მაგრამ ისეთი ხელშეწყობა, როგორიც მათ აქვთ - არა.

- ჩემპიონატის დასაწყისში სასურველი კალენდარი არ გვაქვს, დაწყება კი მოგეხსენება, რაოდენ მნიშვნელოვანია... სეზონს 11 აგვისტოს, "ზუგდიდთან" საშინაო მატჩით ვხსნით. ეს გუნდი საკმაოდ გაძლიერებულია...

- არც ჩვენ ვართ სუსტები, გუნდში ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რომ ჩემპიონატი მოგებით დავიწყოთ. მე ასე მჯერა, რომ წარმატებით დავამთავრებთ პირველ თამაშს.

fctorpedo.ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს