ჩემპიონთა ლიგაში "აიაქსთან" გამართულ პაექრობაში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და ჰოლანდიელებს შესანიშნავი გოლი გაუტანა.

ჩემპიონთა ლიგაში "აიაქსთან" გამართულ პაექრობაში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და ჰოლანდიელებს შესანიშნავი გოლი გაუტანა. ეს გახლდათ უკვე მეოთხე გოლი, რომელიც შვედმა ფორვარდმა "მილანის" მაისურით გაიტანა. თუმცა, როგორც იტალიელი ჟურნალისტები იუწყებიან, მცირე ტრავმა მიიღო და დიდია შანსი, სერია A-ს მომდევნო ტურის პაექრობის გამოტოვება მოუწიოს. აქვე ვთქვათ, რომ მომდევნო ტურში "როსონერის" "პარმასთან" მოუწევს დაპირისპირება.

სამაგიეროდ, "პარმასთან" პაექრობაში შეიძლება ალეშანდრე პატომ მიიღოს მონაწილეობა, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა და ვარჯიშსაც შეუდგა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფორვარდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ ლაზარეთშია. პატოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კომენტარი თვით ადრიანო გალიანიმ გააკეთა:

"როგორც ექიმებმა მითხრეს, პატო გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. თუმცა, ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ არის და "პარმასთან" პაექრობაში მეორე ტაიმში თუ ჩაერთვება თამაშში. ეს მასიმილიანო ალეგრის გადასაწყვეტია, მაგრამ ექიმთა რეკომენდაცია სწორედ ასეთია"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა