უკრაინული საიტის ცნობით, 21 წლის ქართველი უკვე კიევშია და დიდი შანსია, ახალი გუნდის მაისურით უახლოეს ტურში გამოჩნდეს
როგორც უკრაინული საიტი footballnews.com.ua იუწყება, საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ფეხბურთელი ლევან ყენია კარიერას ერთ-ერთ უკრაინულ კლუბში გააგრძელებს.

საიტის ცნობით, 9 აგვისტოს 21 წლის ფეხბურთელი "ბორისპოლის" აეროპორტში შენიშნეს. არსებული ინფორმაციით, ყენია კიევში ჩავიდა, რათა უკრაინის ერთ-ერთ წამყვან კლუბთან კონტრაქტი გააფორმოს და დიდი შანსია, ახალი გუნდის მაისურით მოედანზე ქვეყნის ჩემპიონატის უახლოეს ტურშიც გამოჩნდეს.

თუ რომელი გუნდის ღირსებას დაიცავს ყენია, უკრაინული საიტი არ აკონკრეტებს.

შეგახსენებთ, რომ გელზენკირხენის "შალკედან" წამოსული ლევან ყენიას გადასვლა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" ბოლო მომენტში ჩაიშალა და ფეხბურთელი დროებით სამშობლოში დაბრუნდა.

ასევე იხილეთ:

გვარიანად რთული ხელობა: ლევან ყენიას საქმეს გიორგი ქინქლაძე უკეთებდა...

/ლევან ყენია: "ზენიტში" ჩემი ტრანსფერი ლუჩანო სპალეტის არ უნდოდა

ლუჩანო სპალეტი: ლევან ყენიას თამაშის ორი წლის წინანდელი ჩანაწერები ვნახე

chala
ხო რა ზენიტიდა რუსთი მაგარი ბანძია, ჩვენთან შეხედეთ რა ხდება... რა გეშველებათ. კალაძე რო წავიდა კიევში - ვერ მოიგო 2 ჯერ ლიგა და ვერ ითამაშა მილანში
gizog
ბატონო AKAKI, ღმერთმა გისმინოს, და ეს ტალანტი არ დაკარგვოდეს საქართველოს. ისე კი ტალანტები მარტო საქართველოში არ იბადებიან იკარგებიან. ამ შემთხვევაში ღმერთმა დაგვიფაროს. მადლობა იტალიელს, რომ რუსეთში არ დატოვა. მაპატიოს ლევანმა, ამას მხოლოდ კეთილი სურვილებით ვწერ.
ნოდარი
საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ფეხბურთელი - არ არის სწორი. ასეთ შეცდომას ბევრი უშვებს. უნდა იყოს ასე - ნაკრები გუნდები. ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ.
Jigaro
თუ ვინმეს გონია ტაციობა ქონდათ ჰოლანდიისა და ბუნდესლიგის გუნდებს მართლა ცაში დაფრინავთ. დიდი ტალანტი რომ არის ცხადია, მაგრამ თავშიც მაგრადაა აქვს ავარდნილი და ჯერ არაფერი არ დაუმტკიცებია რას წარმოადგენს...მსგავსი ტალანტი უამრავი დაკარგულა საქართველოს ყველა პლეადაში და ამაში გასაკვირი არაფერია...იგივე ხდება თითქმის ყველგან, ეგაა რომ ჩვენ ცოტანი ვართ და თითოეული გამობრწყინება დღესასწაულია ჩვენთვის.
akaki
ჯერ კიდევ პატარაა 21 წლისაა კარიერა წინააქვს იმედია გამოიყენებს თავის ნიჭს და შესაძლებლობებს ეს ბიჭი....
beka
კაი რა გამაგიჟებთ :D ხედავთ რო უკრაინულ რუსულ გრანდებს მიყავთ ეს ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელები და არ ათამაშებენ,.მერე ანათხოვრებენ დაბალი დონის კლუბებში და იქ ასრულებენ ჯარიერას.დღეს წავიკითხე ჰოლანდიურ და ბუნდესლიგის რამოდენიმე გუნდს უნდაო და რა დაგრცენია ამ უკრაინაში და რუსეთში.წარმატებები მარა ასე არ შეიზლება.
gizog
ლევან, დიდ წარმატებებს გისურვებ ქართული ფეხბურთის სადიდებლად. შენი დიდი იმედი გვაქვს.
gulSshematkivari
ბოდიში და რა გაახ...ეთ. აცალეთ რა, ჯერ რეალური სიტუაცია შეიქმნას და მერე დაწერეთ. ფუუუუუუუ. თქველი არაფერი დაიჯერება უკვე.
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს