"ნიუ იორკ იანკის" სტადიონზე 50 ათასმა გულშემატკივარმა იხილა, თუ როგორ უსაშველოდ ანადგურებდა მადრიდის "რეალი" "მილანს"
ლა ლიგა. ამხანაგური მატჩები

რეალი-მილანი 5:1

გოლები: 1:0 დი მარია (23), 1:1 რობინიო (32), 2:1 რონალდო (48), 3:1 რონალდო (65), 4:1 სერხიო რამოსი (80), 5:1 კალეხონი (88)

რეალი: კასილიასი (84. ხესუსი) - ნაჩო (46. არბელოა), პეპე (69. ალბიოლი), ვარანი (46. სერხიო რამოსი), ფ. კოენტრაო (74. შაჰინი) - დიარა (69. გრანერო), ხედირა (46. ჩაბი ალონსო) - დი მარია (60. კალეხონი), იოზილი (60. კაკა), რონალდო (79. მორატა) - ბენზემა (46. იგუაინი).

მილანი: აბიატი (46. ამელია) - აბატე (46. დე სილიო), ანტონინი (46. მესბა), ბონერა, აჩერბი (46. კონსტანტი) - ამბროზინი (68. ტრაორე), ფლამინი (46. ემანუელსონი), ნოჩერინო (78. იოტი) - ბოატენგი, რობინიო, კასანო (46. ელ შაარავი).

"ნიუ იორკ იანკის" სტადიონზე 50 ათასმა გულშემატკივარმა იხილა, თუ როგორ უსაშველოდ ანადგურებდა ერთი ევროპული გრანდი მეორეს - მადრიდის "რეალმა" "მილანს" 5:1 მოუგო.

ამერიკული ტურნეს უკანასკნელ მატჩში "სამეფო კლუბმა" მხოლოდ ერთი ტაიმი ისპარინგა იტალიურთან თანაბრად, შემდეგ კი კრიშტიანო რონალდოს დუბლით დაიწყო "მილანის" რბევა.

"რეალი" უკვე შესაშურ ფორმაშია, მაგრამ "დიდ ვაშლში" არავინ ელოდა იტალიელთა ასე წახდენას. როგორც ჩანს, "მილანის" ფანებს მართლაც აქვთ შეშფოთების საფუძველი.

პირველ ტაიმში სამი ხედირა და ლასანა დიარა ალაგებდნენ მადრიდელთა შეტევებს, დანარჩენს კი კრიშტიანო რონალდო და, განსაკუთრებით, ანხელ დი მარია აკეთებდნენ. არგენტინელმა ახლახან მოირჩინა მცირე ტრავმა, მაგრამ ამის მიუხედავად, პირველ ნახევარში მოედანზე საუკეთესო იყო.

პირველ გოლში ვეტერანი აბიატის ბრალეულობა დიდია, მან კუთხური ვერ გაანეიტრალა, იქვე დავარდნილ ბურთს კი პირველ დი მარია მიწვდა. 32-ე წუთზე "მილანმა" გაათანაბრა - კასანო-ნოჩერინო-რობინიოს კომბინაცია ბრაზილიელმა გოლით დაასრულა.

მიუხედავად ამისა, "მილანი" ვერ იყო "რეალის" ტოლ-სწორი, გუნდს ძალზე დასტყობია ტიაგო სილვას და ზლატან იბრაჰიმოვიჩის გაყიდვა პარიზულ პსჟ-ში.

მეორე ტაიმში "რეალმა" 4 უპასუხო გოლი გაიტანა ამელიას კარში, აქედან ორი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ანგარიშზეა. რონალდომ შესვენების შემდეგ მალევე გაიტანა, ლასანა დიარას პასით გამოიჩინა თავი, მერე დი მარიას ძელმა შეუშალა ხელი, შემდეგ კაკას ჯერი დადგა, რომელიც ახალი გამოსული იყო, ბრაზილიელმა მილიმეტრების სიზუსტით გაუკეთა პასი რონალდოს, რომელმაც დუბლი შეასრულა.

"მილანის" რბევა გრძელდებოდა, აპენინელებს უბრალოდ არაფერი ჰქონდათ არსენალში, რომ ესპანელებისთვის დაეპირისპირებინათ, გონსალო იგუაინი იყო ახლოს გოლთან, მაგრამ "პიპიტამ" ბურთი ხარიხას გაარტყა.

ბოლოსკენ "მილანი" სულ წახდა - კაკამ კუთხური მოაწოდა და სერხიო რამოსმა თავით გაიტანა, იტალიელთა რბევა კი ხოსე კალეხონმა დაასრულა. გოლის გატანა მორატასაც სურდა, მაგრამ ამელიამ იყოჩაღა.

ბარსელონა-მანჩესტერ იუნაიტედი 0:0 (2:0 პენალტებში)

პენალტების სერია: 0:0 ნანი, 1:0 ჩავი, 1:0 იანგი, 2:0 პიკე

ბარსელონა: ვალდესი (46. პინტო) - დანი ალვეში (67. მონტოია), მასკერანო (66. ბარტრა), პუიოლი (46. პიკე), ადრიანო (46. ალბა) - ბუსკეტსი (76. ილიე), სერხი რობერტო (46. ჩავი), ინიესტა (46. ფაბრეგასი) - სანჩესი (67. რაფინია), მესი (46. აფელაი), ტელიო (46. პედრო).

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა - ვალენსია, ფერდინანდი (83. ვუტონი), ვიდიჩი (46. კერიკი), ევრა - ანდერსონი (78. პაუელი), სქოულზი, ნანი, უელბეკი - იანგი (67. ბერბატოვი), რუნი (46. კაგავა).

გეტებორგში, "ულევის" სტადიონზე 48 ათასი შვედი შეიკრიბა ევროპის ორი ტიტანის ბრძოლის სანახავად. თამაშმა დიდად ვერ გაამართლა, "ბარსა" აკონტროლებდა ბურთს, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედი" კონტრშეტევებზე ცდილობდა წარმატების მიღწევას.

90 წუთის შემდეგ 0:0 იყო, უცნაურ პენალტების სერიაში კი "ბარსამ" 2:0 იმარჯვა.

თავიდანვე ინიესტას დარტყმით ინიციატივა "ბარსელონამ" იგდო ხელთ. მერედამერე, "მანჩესტერმაც" გამოიჩინა ფხა - ვალდესმა ვალენსიას შორეული დარტყმა მოიგერია, რუნის თავურიც სახიფათო იქნებოდა, ინგლისის ნაკრების ფორვარდს ცოტა ძლიერად რომ დაერტყა.

45-ე წუთზე მატჩის საკვანძო მომენტი დადგა, ტელიომ ნანი წააქცია, მაგრამ რუნიმ შანსი ორჯერ გაანიავა, პენალტი ვერ გაიტანა და ვერც გამოვარდნილს დაამატა ხეირიანად.

მეორე ტაიმში გუნდებმა მასობრივ ცვლილებებს მიმართეს. "ბარსას" შეტევების ლიდერობა ჩავიმ იკისრა, ინგლისელთაგან კი საგოლე შანსი კაგავას შეექმნა. მოკლედ, ორივე გუნდს კარგი ტესტი გამოუვიდა, მათ არც ურიგოდ უთამაშიათ და გამოჩნდა, რომ ჩემპიონატებისთვის მზადყოფნაში არიან, თუმცა მაყურებელი აშკარად უფრო ლაღ, სანახაობრივ თამაშს ელოდა...

ოსტრინგენი-ბეტისი 0:6

გოლები: 0:1 მოლინა (13), 0:2 პოსუელო (17), 0:3 მოლინა (22), 0:4 მოლინა (24), 0:5 ვადილიო (70), 0:6 ხ. პერეირა (79)

სპორტინგი-სელტა 1:0

გოლი: 1:0 სანგოი (3)

ლუგო-სელტა 0:0

ოსასუნა-სარაგოსა 1:0

გოლი: ხ. ლორენტე (31)

პარმა-რეალ სოსიედადი 2:0

გოლები: 1:0 ლუკარელი (34), 2:0 მორონე (91)

საბადელი-ესპანიოლი 0:1

გოლი: 0:1 ვ. ალვარესი (65)

პესკარა-ლევანტე 0:0

სევილია-დეპორტივო 2:0

გოლები: 1:0 ნეგრედო (30), 2:0 ტროხოვსკი (44)

"რამონ სანჩეს პისხუანზე" ანტონიო პუერტას სახელობის თასის მატჩის სანახავად 25 ათასი ადამიანი მივიდა.

შეგახსენებთ, რომ 2007 წელს "სევილიას" 22 წლის მცველი ანტონიო პუერტა "ხეტაფესთან" მატჩში დაეცა და შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თასი "სევილიას" დარჩა, რომელმაც ალვარო ნეგრედოსა და პიოტრ ტროხოვსკის გოლების წყალობით დაამარცხა "დეპორტივო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...