გთავაზობთ უკრაინის ნაკრების ამერიკელი მთავარი მწვრთნელის ინტერვიუს
თბილისის საერთაშორისო ტურნირზე უკრაინის ნაკრები მსოფლიოს მასშტაბის ამერიკელმა მწვრთნელმა მაიკ ფრატელომ ჩამოიყვანა.

შეგახსენებთ, რომ იგი თბილისს 80-იან წლებშიც სტუმრობდა, როცა "ატლანტა ჰოქსს" წვრთნიდა. გუშინწინ, პრესკონფერენციისას, ვეტერანმა ქართველმა კალათბურთელმა ნოდარ ქორქიამ მაიკ ფრატელოს თბილისური შეხვედრის ამსახველი ფოტოები გადასცა, რითაც ამერიკელი მწვრთნელი ძალიან გაახარა. ბატონმა ნოდარმა ფრატელოს ორი კითხვა დაუსვა, რაც ქვემორე ინტერვიუშიც შევიტანეთ.

ქართველ გულშემატკივარს კი დღემდე ემახსოვრება 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე მაიკ ფრატელოს მოქმედება: მისმა უკრაინამ ბელგია დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე საქართველო გავიდა.

ჯგუფში ჩარჩენილმა უკრაინელმა კალათბურთელებმა უხალისოდ დატოვეს მოედანი, ფრატელო კი იმ ლოჟასთან მივიდა, სადაც საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ისხდნენ და ტოპ-12-ში გასვლა მიულოცა.

ეს ამბავი ბატონ მაიკს სპორტის სასახლეში გავახსენეთ...

- შარშანაც ძლიერი გუნდი გყავდათ. მომდევნო ეტაპზეც სამართლიანად გახვედით, თუმცა ყველაფერი ჩვენი და ბელგიის შეხვედრაზე იყო დამოკიდებული. ისევე, როგორც ყველა მატჩში, მაშინაც ბოლომდე ვიბრძოლეთ (თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ გვქონდა) და შედეგსაც მივაღწიეთ. მანამდე ქართველებთან წაგებული გვქონდა და ბრძოლა ვეღარ განვაგრძეთ.

- შარშანდელი ჩვენი ნაკრები კარგად გეყოლებოდათ შესწავლილი. წლევანდელთან შედარებით რა სხვაობას ხედავთ?

- ევრობასკეტზე თანაბრად დაბალანსებული გუნდი გყავდათ, კარგად გაწვრთნილი და მებრძოლი. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები ლიტვაში შორს წავიდოდა, ორ წამყვან კალათბურთელს ტრავმა რომ არ მიეღო. ზაზა ფაჩულიას გარეშე სულ სხვა გუნდი ვიხილეთ.

- უკრაინის ნაკრებს წლეულს ძალიან აკლია გამოცდილი სერგეი ლიშჩუკი...

- მას ტრავმები აქვს და ვერ გვეხმარება. ოფიციალურ შეხვედრებშიც მის გარეშე ვითამაშებთ. ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირზე იმ შემადგენლობით გავალთ, რომლითაც საქართველოში ვთამაშობთ.

- რა მნიშვნელობას ანიჭებთ თბილისურ შეჯიბრებას?

- მას ვიყენებთ კომბინაციების დასახვეწად, გუნდის შესათამაშებლად, კალათბურთელთა გამოსაცდელად. ამასთან, ყოველი მატჩის მოგებაზეც ვზრუნავდით, მაგრამ მოვლენები ყოველთვის ისე არ ვითარდება, როგორც გვსურს. 15 აგვისტოს პირველი ოფიციალური შეხვედრა გველის. ამიტომ თბილისური ტურნირი შესარჩევი ტურნირის წინ გენერალური რეპეტიციაა.

- ხორვატია, ავსტრია, უნგრეთი, კვიპროსი... ამ კომპანიაში მომდევნო ეტაპზე გასვლა რამდენად რეალურია?

- რთული კითხვაა. წინასწარ ფავორიტების დასახელებაც შეუძლებელია. უკრაინის ნაკრები საკუთარ თამაშზე იქნება დამოკიდებული. წარმატებას იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ იმაზე უკეთესად გავირჯებით, ვიდრე ბელარუსთან მატჩში. თამაში ერთიორად უნდა გავაუმჯობესოთ.

- ზოგად კითხვასაც დაგისვამთ: დღევანდელ ევროპულ კალათბურთზე რა აზრისა ბრძანდებით?

- ევროპაში მწვრთნელები და კალათბურთელები სრულყოფისთვის ბევრს მუშაობენ, რაც დიდ პატივისცემას იმსახურებს. სწორედ შრომის შედეგია პროგრესი, რასაც ევროპული კალათბურთი განიცდის. თავად განსაჯეთ: NBA-ს კლუბებში არაერთი ევროპელი თამაშობს წამყვან როლს. მაგალითად - დირკ ნოვიცკი. ესპანეთის ნაკრები კი ამერიკას ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს.

- ამერიკულ და ევროპულ კალათბურთს შორის წესებში დღესაც მნიშვნელოვანი განსხვავებებია. როგორ ფიქრობთ, არ არის დრო საერთო წესების მისაღებად?

- სადღეისოდ ამის მიღწევა რთული იქნება, რადგან ევროპაში სხვა სისტემით თამაშობენ. მაგალითად, შარშან ევრობასკეტზე შეუსვენებლივ ხუთი თამაშის ჩატარება მოგვიწია. თითო შეხვედრა 40-ის ნაცვლად 48 წუთს რომ გაგრძელებულიყო, კალათბურთელები ბოლომდე ვერ მიაღწევდნენ. არის კიდევ არაერთი ნიუანსი, რაც საერთო წესების მიღებას უშლის ხელს.

- კარიერაში ყველაზე მეტად რომელი გუნდი და კალათბურთელი დაგამახსოვრდათ?

- "ატლანტაში" 7 წელი ვიმუშავე, კლივლენდში - 6, "მემფისში" - 3. კლივლენდელებთანაც საინტერესო იყო, მაგრამ მაინც ატლანტურ კარიერას გამოვარჩევდი, რადგან ჯორჯიული გუნდის შენება პირველი საფეხურიდან დავიწყეთ და გარკვეულ სიმაღლემდე ავედით. ამ საქმეში ძალიან დამეხმარა დომინიკ უილკინსი, რომელიც NBA-ს დიდების დარბაზში შეიყვანეს. არ მახსოვს, მისთვის ვინმეს ავტოგრაფი ეთხოვოს და უარი მიეღოს.

დომინიკი ახლა "ატლანტას" ხელმძღვანელთა შტაბშია, სამუშაოს სწორად წარმართავს და გუნდიც შედეგიანად თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისის ტურნირი მოიგო

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე