დავით იმედაშვილმა უკეთესის ლოდინს რეალური ამჯობინა და ზაფხულში აზერბაიჯანის უმდიდრეს კლუბ ლენქორანის "ხაზართან" გააფორმა კონტრაქტი...

დავით იმედაშვილმა უკეთესის ლოდინს რეალური ამჯობინა და ზაფხულში აზერბაიჯანის უმდიდრეს კლუბ ლენქორანის "ხაზართან" გააფორმა კონტრაქტი. "ხაზარი" რამდენიმე წელია ამბიციურ კლუბად გადაიქცა - "თანამეგობრობის თასის" მფლობელი "ისე რა" ფეხბურთელებს აღარ იწვევენ.

რუსთავის "ოლიმპის" ექსკაპიტანი ახალ კლუბს ევროთასებსა და პირველ ტურებში დაეხმარა, შემდეგ კი მოედანზე აღარ გამოჩენილა - მძიმე ტრავმის გამო ოპერაცია დასჭირდა...

- ჩემპიონატს განსაკუთრებით ველოდი, ოღონდ მოედანზე გავსულიყავი და ნებისმიერ მეტოქეს შევჭამ-მეთქი, ვამბობდი... სამწუხაროდ, ლენქორანში მხოლოდ ორი შეხვედრა ჩავატარე. ჩემპიონატის პირველ ტურში შინ "გაბალასთან" 1:0 რომ მოვუგეთ, მე-80 წუთზე ცუდად დავეცი და მუხლი შემიტრიალდა. მენისკის ოპერაცია დამჭირდა, რომელიც სტამბოლში "ბეშიქთაშის" ექიმმა ერთი კვირის წინ გამიკეთა. ახლა მხოლოდ სიარულის უფლება მაქვს, ვარჯიში გამორიცხულია.

- "ხაზარმა" როგორი შთაბეჭდილება დატოვა?

- საკმაოდ კარგი. მშვენიერი შეკრება გავიარეთ, ფინანსურად გამართული გუნდია. კიევისა და თბილისის შემდეგ ლენქორანში წასვლა ძალიან გამიჭირდა. კიევში ჩემს ნებაზე ვიყავი, ლენქორანი კი ბაქოდან ოთხი საათითაა დაშორებული და ძირითადად ბაზაზე ვიყავი და ალბათ, ესეც რაღაცით კარგია. მაგრამ ისეთი ბაზა აქვს, კიევის "დინამოს" კონჩა-ზასპეს ბაზა გამახსენა - ოთხსართულიანი შენობა, რამდენიმე კარგი მოედანი და დასვენებისთვის ყველა საჭირო პირობაა, ფეხბურთელმა გარეთ რომ არ გაიხედო. აზერბაიჯანისა და ჩვენი გუნდების ფინანსურ შესაძლებლობებში მართლა დიდი განსხვავებაა. ექვსი გუნდი სერიოზულ თანხებს იხდის. მთავარია ფეხბურთელი მოეწონოთ და პრობლემა არაა, სპონსორისგან ფულს იშოვიან და აუცილებლად აიყვანენ. ჩვენი მეპატრონე სტამბოლის "ბეშიქთაშის" მეწილეა და დიდი ფულის პატრონია. თუ ხედავენ, რომ გულით ვარჯიშობ, ბოლომდე იხარჯები და მხოლოდ ფულის ასაღებად არ ჩასულხარ, გადაგყვებიან.

ჩენი დატოვება "ოლიმპს" სურდა, მაგრამ საქართველოსა და აზერბაიჯანის შემოთავაზებებს შორის უდიდესი განსხვავებაა. თორემ მე ჩემი ქალაქის გუნდში დარჩენა უფრო გამახარებდა. სამჯერ და ოთხჯერ მეტი კი არა, ათჯერ მეტი ხელფასი შემომთავაზეს და უარი როგორ მეთქვა? სხვათა შორის, აზერბაიჯანში არიან ფეხბურთელები, რომელთა წლიური გასამრჯელო მილიონი დოლარია. ბევრ ქართულ კლუბს ამხელა ბიუჯეტიც არ ექნება.

- აზერბაიჯანში ისეთი საფეხბურთო გარემოა, როგორც უკრაინასა და უნგრეთში?

- უკრაინაშიც ძალიან კარგი გულშემატკივრობა იციან, უნგრეთშიც და ლენქორანშიც, საფეხბურთო გარემოც კარგი. პატარა სტადიონი 15 ათას მაყურებელს იტევს და სულ ივსება. მცირე ხნის მიუხედავად, მაყურებლისგან დიდი სიყვარული ვიგრძენი. "ხაზარი" ისეთი მეგობრული გარემო არაა, როგორც ჩვენთან, მაგრამ გუნდი მომეწონა, კარგი ბიჭები არიან.

- ეს გასაგებია, მაგრამ საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ფეხბურთელის აზერბაიჯანში წასვლამ ბევრს გული დასწყვიტა...

- საქართველოში ვთამაშობდი და ნახეს, რაც შემეძლო. "ოლიმპი" პირველ ადგილზე იყო და სიმბოლურ ნაკრებშიც ხშირად მასახელებდნენ. სეზონი ცუდად არ ჩამიტარებია, მაგრამ ნაკრებში მაინც არ გამომიძახეს... რას ვიზამთ, ასე გადაწყვიტეს. "ოლიმპიდან" წასვლასა და იმ შემადგენლობის დაშლაზე მეც გული მწყდება, რადგან იმ გუნდით "აქტობეს" აუცილებლად მოვუგებდით... თუმცა ფეხბურთში ასეა, მუდმივი კლუბი არ არსებობს, უკეთესი ვარიანტი ხელიდან არ უნდა გაუშვა.

- გულახდილად გვითხარი, აზერბაიჯანში ევროპული დონის ფეხბურთელი გინახავთ? მე არ ვგულისხმობ მპენზას და სხვა ვეტერანებს, რომლებიც წლების წინ თამაშობდნენ და ახლა ფულს ძველი სახელით შოულობენ...

- მაგალითად, გიორგი ადამიას დავასახელებ, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. კიდევ ბევრი საინტერესო ფეხბურთელი ვნახე, მაგრამ ყველას გვარი არ მახსენდება. სხვათა შორის, "ხაზარის" ყოფილ მწვრთნელი აგასალიმ მირჯავადოვი აბრამიძეზე გიჟდება. აზერებს ქართველები უყვართ და პირადად ჩემს მიმართაც ვგრძნობ კეთილგანწყობას.

- რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმე?

- მხოლოდ ერთწლიანი, უფრო ხანგრძლივი ხელს არ მაძლევდა.

- ჩვენთან ხშირად იმეორებენ - უცხოეთში წასული ქართველები იქაური ხელფასის ნახევარზეც დაბრუნდებიანო - თქვენ ასეთ პირობებზე დაბრუნდებოდით?

- ალბათ, არა. მთელსა და ნახევარს შორის დიდი განსხვავებაა. აზერბაიჯანში დიდი ფული ტრიალებს, საკმაოდ ძლიერი პირველობა აქვთ და მეტი პერსპექტივაცაა. მაგრამ მხოლოდ მეტი არ მიზიდავს, ეს ჩვენთან უკვირთ, აზერბაიჯანში რატომ მიდიანო. აბა, სად უნდა წავსულიყავი? წავედი იქ, საიდანაც რეალური და კარგი წინადადებით მქონდა, რუსთავში კი ვერ დავრჩებოდი. აქ გარკვეულ ასაკამდე თამაში შეიძლება, მერე გაჩერება ძნელია, რადგან აქაურ პირობეში გაზრდა რთულია. აზერბაიჯანელები წლები ფეხბურთში ფულს აბანდებენ და ჯერ ვერაფერს აღწევენ. ჩვენ კი ფულსაც არ ვდებთ და წარმატებას ველით? ასეთი რამ წარმოუდგენელია. ახლა სანაკრებო პაუზაა და "ხაზარი" ანტალიაში შეკრებას აწყობს, ჩვენთან კი წელიწადში ერთი უცხოური შეკრებაც პრობლემაა. შეკრება კი არა, ჩემპიონი გუნდიდან 15 ფეხბურთელი წავედით. ფული რომ ჰქონოდა, "ოლიმპი" ბირთვსაც შეინარჩუნებდა და "აქტობეს" აუცილებლად გაივლიდა - გამიხარდა ჭანტურია რომ დააბრუნეს. მისი დამსახურებაა, ჩემპიონები რომ გავხდით. სტატისტიკას გადახედეთ, ყველაზე საიმედო დაცვა გვყავდა, ეს გიას გამოცდილებისა და თამაშის შედეგი იყო. რა მოხდა რომ 36 წლისაა, საქართველოში ვინმე სჯობია? თუ ვერ ივარგებს, მერე გაუშვან, ახლა კი საჭიროა და კარგია, კლუბში რომ დააფასეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
“მახსოვს ეს ისტორია…” - უკრაინელმა ჟურნალისტმა ახსნა, რატომ არჩია წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ