უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა ქუთაისის "ტორპედომ" მიმდინარე სეზონში პირველი მოგება მერვე ტურში, თბილისში, ცხინვალის "სპარტაკთან" მაჩში მოიპოვა...

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა ქუთაისის "ტორპედომ" მიმდინარე სეზონში პირველი მოგება მერვე ტურში, თბილისში, ცხინვალის "სპარტაკთან" მაჩში მოიპოვა. ქუთაისელებმა 19 წლის ნაკრების თავდამსხმელ ლაშა ქემუხტაშვილის დუბლის წყალობით, 2:1 მოიგეს. ქემუხტაშვილს კიდევ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ... თუმცა ლაშა ამ მატჩის გმირად იქცა გოლებითა და კარგი თამაშით. თბილისური მატჩის შემდეგ ლაშას უმაღლესში პირველი დუბლის ავტორს ვესაუბრეთ.

- უზომოდ ბედნიერი ვარ. ამ მოგებას დიდი ხანი ველოდით, ჩვენ, ფეხბურთელები, კლუბის ხელმძღვანელობა, ჩვენი გულშემატკივარი და მთელი ქუთაისი. ქუთაისში განსაკუთრებულად უყვართ ფეხბურთი და ყველა მოუთმენლად ელოდა ჩვენი გუნდის პირველ მოგებას.

- სეზონის პირველი გამარჯვება, ცოტა არ იყოს, დაგიგვიანდათ...

- კი, მაგრამ... მართალი გითხრათ, წინა მატჩებშიც ვიმსახურებდით მოგებას, მაგრამ იღბალმა გვიმტყუნა, თორემ "სპარტაკთან" მატჩამდე 3 ქულაზე მეტი უნდა გვქონოდა.

- "სპარტაკის" კარში თითქმის მსგავსი გოლები გაიტანე. თითქოსდა მეკარე ორივე დარტყმას მიწვდა, მაგრამ ვერ მოიგერია. არა და ძლიერად დარტყმულიც არ იყო...

- ტექნიკურად დავარტყი, მოჭრილად. თავს არ ვიქებ, მაგრამ ასეთი დარტყმულის მოგერიება იმით არის ძნელია, რომ ბურთი ატყუებს მეკარეს. მას ჰგონია რომ ბურთი მოგერიებული აქვს, მაგრამ, ასე არ არის. მოჭრილად დარტყმისას ბურთი ტრაექტორიას იცვლის და ბევრს უჭირს ასეთი დარტყმების მოგერიება. ორივე შემთვევაში ასე ოსტატურად, მოჭრილად დავარტყი, თორემ ძლიერად არ დამირტყამს.

- ეს შენი პირველი გოლებია უმაღლეს ლიგაში, ამავე დროს პირველი დუბლი...

- მართლაც, ძალიან გამეხარდა. უმაღლესში გოლები დუბლებით დავიწყე. მთავარია ჩვენმა გუნდმა მოიგოს და დუბლებს არ ვჩივი.

- მიმდინარე სეზონში, "ტორპედო" პირველად მერვე მატჩში გაიტანა ერთ თამაშში ორი გოლი. ეს რით ავხსნათ?

- გაუმართლებლობით, თორემ მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც წინა შეხვედრებში არაერთი კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ ბურთი ვერ გაგვქონდა. პირველი მოგებით ნავსი გავტეხეთ და მჯერა მომდევნო თამაშებში წარმატებით ვითამაშებთ.

- "სპართაკთან" მოგებით ბოლო ადგილს კი ასცდით, მაგრამ ზედიზედ სამი რთული მატჩი გელით. შეძლებთ ამ რთულ მატჩებში სასურველი ქულების მოპოვებას?

- დიახ, რთული მატჩები გვაქვს. ჯერ "დინამოს" ვეთამაშებით, მერე "ზესტაფონს" და "ოლიმპს". ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ეს მოგება ჩვენთვის დიდი სტიმული იყო და ყველა მეტად ვირწმუნებთ ჩვენს შესაძლებლობებს. ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ მოედანზე და თავს არ დავზოგავთ მოგებისთის.

- შაბათს ქართული "ელკლასიკოა", "ტორპედო" "დინამოს" უმასპინძლებს. ამ დერბის კარგა ხანია ელის ქართველი ქომაგი...

- ქუთაისში ჯერ კიდევ სეზონის წინ ლაპარაკობდნენ ამ მატჩზე. იმერეთშიც დიდი ინტერესით ელიან ამ შეხვედრას. "დინამო" ახლაც ძლიერი გუნდია, ჩვენც კარგი შემადგენობა გვყავს და ვნახოთ ვის უფრო გაუმართლებს. ერთი კი ვიცი, გულშემატკივარი, ვინც ამ თამაშს ნახავს, ნამდვილად არ ინანებს.

- ანუ ვისაც მეტად გაუმართლებს ამ მატჩს ის მოიგებს?

- ვინც მეტად მოინდომებს, ვისაც უფრო გაუმართლებს, მას მეტი შანსი ექნება. ჩვენ მასპინძლები ვართ და მჯერა "დინამოს" ძლევაც შეგვიძლია.

- ამ ზაფხულს 19-წლამდელთა ნაკრებში მოხვდით. უკვე შეძელით გუნდში ფეხის მოკიდება?

- ვლადიმერ გუცაევმა ზაფხულის მოსამზადებელ შეკრებაზე პირველად მიმიწვია. "ზოოვეტთან" ამხანაგურ მატჩში მქონდა დებიუტი, 2:0 მოვიგეთ და ერთი გოლი მე გავიტანე. 19-წლამდელებში ბელარუსშიც ვიყავი. ორი მატჩი გვქონდა, მეორე შეხვედრაში ბოლო 15 წუთი ვითამაშე და იქაც ერთი გოლი გავიტანე. ჭაბუკთა ნაკრებში სულ ორი მატჩი მაქვს ჩატარებული. ჯერჯერობით ვერ ვიტყოდი, რომ გუნდში ფეხი მოვიკიდე. თუმცა ჩემ თამაშითა და გატანილი გოლებით ალბათ მწვრთნელებიც დავაინტერესე. თუ კიდევ მომიწევს თამაში თავს არ შევირცხვენ.

- 19-წლამდელები ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ. ამ მატჩებისთვის გამოძახებული ხარ?

- ჯეჯერობით ვერაფერს გეტყვით. სანაკრებო შემადგენლობა არ გამოქვეყნებულა. ძალიან მინდა ჩვენს ნაკრებში პორტუგალიაში, საკვალიფიკაციო ეტაპზე ვითამაშო. თუ სიაში მოვხვდები, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჯგუფიდან გავიდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე