10 აგვისტოს გუნდი ამერიკული ფეხბურთის ლიგის (ნფლ) წინასასეზონო მატჩს დაესწრო "ფილადელფია იგლსს" და "პიტსბურგ სტილერსს" შორის

მადრიდის "რეალი" კალიფორნიიდან ფილადელფიაში გადავიდა. 10 აგვისტოს გუნდი ამერიკული ფეხბურთის ლიგის (ნფლ) წინასასეზონო მატჩს დაესწრო "ფილადელფია იგლსს" და "პიტსბურგ სტილერსს" შორის.

მეტიც, შესვენებისას "ლინკოლნ ფილდზე" არბელოას, იგუაინს, გრანეროს და სხვებს ოვალური ბურთით კარშიც დაარტყმევინეს. შაბათს ამავე არენაზე ჟოზე მოურინიოს გუნდი ამერიკული ტურნეს უკანასკნელ ამხანაგურ მატჩს გამართავს, მეტოქე გლაზგოს "სელტიკია".

უკეთ, ვიდრე გასულ სეზონში

ამერიკაში "რეალმა" სამიდან სამივე შეხვედრა მოიგო, განსაკუთრებით შთამბეჭდავი "მილანის" 5:1 განადგურება გამოდგა, რომლის შემდეგაც, ამბობენ, ადრიანო გალიანისა და მასიმო ალეგრის შორის ურთიერთობა დაიძაბაო.

გუნდის კაპიტანი იკერ კასილიასი სეზონის წინ დიდ გულზეა: "გუნდი საუკეთესო კონდიციებში შედის. ლა ლიგა ერთ კვირაში იწყება, ასე რომ, დრო ბევრი არ გვრჩება. ძალიან გვსურს სეზონი კარგად დავიწყოთ.

ჩემპიონთა ლიგას ბოლო ორ სეზონში ნახევარფინალამდე მივუახლოვდით, რა თქმა უნდა, ამ ტურნირის მოგება ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება. "იანკის" სტადიონზე თამაში შესანიშნავი გამოცდილება იყო ჩვენთვის. "მილანი" დიდი გუნდია, უბრალოდ, მეორე ტაიმში ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ".

იკერი არ გამორიცხავს, რომ გუნდში ახალი ფეხბურთელები მოვლენ: "მე, როგორც კაპიტანი უნდა ვიყო ნებისმიერ ფეხბურთელთან, გავუგო მას. თუკი ახალი წევრები გვეყოლებიან, ჩვენ მათ ძალიან კარგად მივიღებთ".

ყველაფერი წინ მაქვს

ამერიკული ტურნე არა მარტო მოედნებზე მიმდინარეობს წარმატებულად "რეალისთვის", კლუბმა კიდევ ერთ ფეხბურთელს გაუფორმა ახალი, უფრო ხანგრძლივი ხელშეკრულება. თანაც, ამჯერად ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავ ანხელ დი მარიაზეა საუბარი.

დღეიდან 24 წლის არგენტინელის კონტრაქტი "სამეფო კლუბთან" 2018 წლის ზაფხულამდე გრძელდება. შეგახსენებთ, რომ დი მარია 2010 წელს გადავიდა "ბენფიკადან" მადრიდულ კლუბში, მის სანაცვლოდ "რეალმა" 25 მილიონი ევრო გადაიხადა და ბონუსებით, კიდევ დაახლოებით 11 მილიონ ევროს მიიღებს პორტუგალიური კლუბი. გთავაზობთ დი მარიასთან მცირე ინტერვიუს, რომელიც კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

- ძალიან გახარებული ვარ, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივე. ახლა უკვე 2018-წლამდე რეალელი ვარ, ეს კლუბის ინიციატივა იყო, რის გამოც ორმაგად ბედნიერი ვარ.

- ალბათ, კლუბიც კმაყოფილია თქვენი გაწეული სამსახურით...

- დიახ, დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემი გარჯით კლუბში კმაყოფილები არიან. კლუბში თავს დაცულად ვგრძნობ, ყველა ხელს მიწყობს კარიერაში.

- თქვენთვის მესამე სეზონი იწყება "რეალში"...

- ფანების კეთილგანწყობა ნელ-ნელა მოვიპოვე. როცა მოვედი, მითხრეს, რომ ყველაზე ძნელი "ბერნაბეუს" ტრიბუნების კეთილგანწყობის მოპოვება იქნებოდა. მადლობა ღმერთს, მე ეს შევძელი.

- თქვენ და ჟოზე მოურინიო ერთდროულად მოხვედით "რეალში", რა როლი მიუძღვის მას თქვენს კარიერაში?

- მისი დამსახურება ჩემს წარმატებაში დიდია. ეს ჟოზემ მოითხოვა კლუბში ჩემი დამატება. ყოველდღიური შრომით ვცდილობ მადლობა გადავუხადო მას.

- რა განსხვავებებია "ბენფიკას" და "რეალის" დი მარიას შორის?

- ბევრი რამით შევიცვალე და ეს მოურინიოს დამსახურებაა, ფსიქოლოგიურადაც ჩამოვყალიბდ პროფესიონალად. "რეალში" თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს, ბავშვობის ოცნება ავიხდინე.

- რას ელით ახალი სეზონიდან?

- პირადად გავაგრძელებ ბოლომდე დახარჯვას გუნდის ინტერესებისთვის. იმედია, ყოველდღიურად მოვუმატებ. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ყველაფერი წინ მაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია