ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის წილისყრამ ორი განსაკუთრებით საინტერესო წყვილი შეადგინა
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის წილისყრამ ორი განსაკუთრებით საინტერესო წყვილი შეადგინა.

გერმანიის მესამეადგილოსანი მიონხენგლადბახის "ბორუსია" ელიტარული საკლუბო ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად უკრაინულ გრანდ კიევის "დინამოს" შეებრძოლება.

დაძაბული უნდა გამოვიდეს მოსკოვის "სპარტაკისა" თურქეთის ვიცე-ჩემპიონ "ფენერბაჰჩეს" დუელებიც.

წილისყრით ყველაზე გულდაწყვეტილები გერმანელები დარჩნენ - მეტოქის გარკვევის შემდეგ, "გლადბახის" შვეიცარიელი თავკაცი ლუსიენ ფავრი და სხვა ხელმძღვანელები ამბობდნენ, კიევის "დინამო" ყველა შესაძლო მეტოქეზე ძლიერიაო.

მიონხენგლადბახელები მართლები არიან, რადგან უკრაინის 26 გზის ჩემპიონმა წინა სეზონი უკრაინის ჩემპიონატში მეორე ადგილზე დაასრულა, ახალი სეზონი ოთხი მოგებით დაიწყო, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას როტერდამის "ფეიენოორდი" გამოთიშა (2:1, 1:0). პირველი მატჩი 21 აგვისტოს მიონხენგლადბახში გაიმართება, საპასუხო კი - 29 აგვისტოს კიევში.

"გლადბახი" და კიევის "დინამო" ევროტურნირებზე აქამდე ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ: ეს 1976/77 წლების სეზონში მოხდა, როცა ორივე გუნდს საუკეთესო დროება ედგა - "გლადბახი" გერმანიის გრანდი გახლდათ, "დინამოში" კი ოლეგ ბლოხინი და კომპანია თამაშობდნენ. მაშინ ორრაუნდიან ბრძოლაში გერმანელებმა იმარჯვეს (0:1, 2:0).

საინტერესო დეტალი: კიევში ახლა ბრაზილიელი ფლეიმეიკერი რაფაელი თამაშობს, რომელსაც "გლადბახის" თავკაცი ფავრი ჯერ "ციურიხში" წვრთნიდა, მერე ბერლინის "ჰერტაშიც" გადაიყვანა და ბოლოს მიონხენგლადბახშიც სურდა მისი წაყვანა. 27 წლის რაფაელი "ჰერტადან" "დინამოში" რამდენიმე კვირის წინ გადავიდა - კიეველებმა ბერლინელებს 8 მილიონი ევრო გადაუხადეს.

"არ გაგვიმართლა: ყველაზე ძლიერი მეტოქე შეგვხვდა. ყველაზე მეტად "კოპენჰაგენთან" გვსურდა დაჯახება... ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კიევის "დინამოს" ბარიერი გადავლახოთ," - განაცხადა წილისყრის შემდეგ "გლადბახის" პრეზიდენტმა როლფ კიონიგსმა.

რაც შეეხება სხვა წყვილებს: ფაქტია, რომ მოსკოვის "სპარტაკი" და "ფენერბაჰჩე" ერთმანეთს უმძიმეს ბრძოლას გაუმართავენ - დღესდღეობით ორივე გუნდი კარგ ფორმაშია.

ფინანსურ კრიზისში ჩაძირული ესპანური "მალაგა" "პანათინაიკოსს" დაუპირისპირდება, იტალიის მესამეადგილოსან "უდინეზეს" პორტუგალიურ "ბრაგასთან" ექნება საქმე, ხოლო ფრანგული "ლილი" "კოპენჰაგენის" ბარიერის გადალახვას შეეცდება.

შვეიცარიული "ბაზელი", რომელმაც შარშან ყველასათვის მოულოდნელად ჯგუფში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩატოვა, მერვედფინალში კი მომავალ ფინალისტ მიუნხენის "ბაიერნთან" დამარცხდა, რუმინულ "კლუჟს" შეხვდება. შოტლანდიის ჩემპიონ "სელტიკს" მეტოქედ "ჰელსინგბორგი" ერგო და წესით, გლაზგოელებმა ჯგუფურ ეტაპზე უნდა გააღწიონ.

თარიღი დრო მატჩი

21 აგვისტო 20:00 სპარტაკი-ფენერბაჰჩე

29 აგვისტო 22:45 ფენერბაჰჩე-სპარტაკი

21 აგვისტო 22:45 ბაზელი-კლუჟი

29 აგვისტო 22:45 კლუჟი-ბაზელი

21 აგვისტო 22:45 ჰელსინგბორგი-სელტიკი

29 აგვისტო 22:45 სელტიკი-ჰელსინგბორგი

21 აგვისტო 22:45 ბორუსია (მ)-დინამო (კ)

29 აგვისტო 22:45 დინამო (კ)-ბორუსია (მ)

21 აგვისტო 22:45 ლილი-კოპენჰაგენი

29 აგვისტო 22:45 კოპენჰაგენი-ლილი

22 აგვისტო 22:45 ბატე-შმონა

28 აგვისტო 22:45 შმონა-ბატე

22 აგვისტო 22:45 ლიმასოლი-ანდერლეხტი

28 აგვისტო 22:45 ანდერლეხტი-ლიმასოლი

22 აგვისტო 22:45 დინამო (ზ)-მარიბორი

28 აგვისტო 22:45 მარიბორი-დინამო (ზ)

22 აგვისტო 22:45 ბრაგა-უდინეზე

28 აგვისტო 22:45 უდინეზე-ბრაგა

22 აგვისტო 22:45 მალაგა-პანათინაიკოსი

28 აგვისტო 22:45 პანათინაიკოსი-მალაგა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა