სამაგიეროდ, დასჯას გადაურჩნენ "იუვეს" ბრალდებული ფეხბურთელები ლეონარდო ბონუჩი და სიმონე პეპე
ტურინის "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს 10-თვიანი (!) დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ეს ინფორმაცია 10 აგვისტოს იტალიის საფეხბურთო კავშირმა გაავრცელა.

იტალიის ჩემპიონის 43 წლის თავკაცმა ეს გადაწყვეტილება, როგორც მოსალოდნელი იყო, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა, მაგრამ ჩვენი იტალიელი კოლეგები ფაქტობრივად გამორიცხავენ იმას, რომ პროტესტმა შედეგი გამოიღოს. სამაგიეროდ, დასჯას გადაურჩნენ "იუვეს" ბრალდებული ფეხბურთელები ლეონარდო ბონუჩი და სიმონე პეპე.

აღსანიშნავია, რომ შეფ-პროკურორი სტეფანო პალაცი კონტესთვის სულაც 15-თვიან დისკვალიფიკაციას ითხოვდა.

შეგახსენებთ "იუვენტუსის" თავკაცის ბრალდებას: როგორც გაირკვა, "სიენაში" მუშაობისას მან იცოდა ერთ-ერთი მატჩის გარიგების შესახებ და ეს პოლიციას არ შეატყობინა. თავად კონტეს გარიგებაში მონაწილეობა არ მიუღია.

წინა კვირაში იტალიის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულმა კომისიამ კონტესთან მორიგებით შეთანხმებულ სასჯელზე (3-თვიანი დისკვალიფიკაცია, 200 000 ევრო ჯარიმის სახით) მოულოდნელად უარი თქვა.

"ბებერი ქალბატონის" დამრიგებელმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ახალი პროცესი რომში 20 აგვისტოს დაიწყება, თუმცა იტალიაში ყველა სკეპტიკურადაა განწყობილი - ანტონიოს პროტესტი შედეგს ალბათ არ გამოიღებს.

კონტეს ასისტენტი ანჯელო ალესიო 8-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ხოლო "იუვეს" ფეხბურთელები ბონუჩი და პეპე, რომლებიც ასევე მატჩების გარიგებებში იყვნენ ბრალდებულები, სასჯელს გადაურჩნენ, რადგან ბერგამოს "ატალანტას" ფეხბურთელ ანდრეა მასიელოს ჩვენება არაზუსტად შეფასდა.

მაროტა: არანაირი ახალი მწვრთნელი

გუშინვე, "იუვენტუსმა" მომხდარის შესახებ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ კლუბი კმაყოფილია პეპესა და ბონუჩის გათავისუფლებით.

რაც შეეხება კონტეს: ტურინული გრანდი მწვრთნელს ბოლომდე მხარში დაუდგება. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ "იუვენტუსი" ახალი მწვრთნელის ძებნას არ დაიწყებს. თუმცა ეს გუშინ "იუვეს" ბოსმა ჯუზეპე მაროტამაც დაადასტურა - ახალ მწვრთნელზე ერთი წუთითაც არ მიფიქრიაო.

გაცილებით მძიმე სასჯელი ერგოთ ასევე მანიპულაციებში ბრალდებულ კლუბებს, "ლეჩეს" და "გროსეტოს" - ეს კლუბები სერია B-დან სერია C-ში დააქვეითეს და ახალ სეზონს 6 და 3-ქულიანი მინუსებით დაიწყებენ.

ნაპოლისთან იუვეს კარერა უთავკაცებს

დღეს, იტალიის სუპერთასის მატჩში, რომელშიც ტურინელები "ნაპოლის" ხვდებიან (შეხვედრა ჩინეთში გაიმართება) მასიმო კარერა უხელმძღვანელებს, რომელიც "იუვეს" ახალგაზრდული განყოფილების ტექნიკური დირექტორია.

"ანტონიოსთან ერთად მთელი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ვმუშაობდი და მისი ყველა იდეა ზეპირად ვიცი.

შესაბამისად, მისი შეცვლა ჩემთვის პრობლემა არ არის. ჩემი ამოცანა მატჩის დროს ფეხბურთელებისთვის რჩევების მიცემა იქნება და ამას არა ჩემი ინიციატივით, არამედ კონტესთან შეთანხმებით გავაკეთებ," - უთხრა კარერამ ჩვენს იტალიელ კოლეგებს.

ორიოდე დღის წინ "ნაპოლის" თავკაცმა ვალტერ მაცარიმ განაცხადა, "იუვენტუსს" სამი მცველით თამაში მე ვასწავლეო, რაზეც კარერას ასეთი პასუხი აქვს: "თუ ასეა, არ მესმის, რატომ გამოზავნა მაცარიმ ჩვენს ვარჯიშზე ორი სკაუტი. "ნაპოლი" დიდი გუნდია, მაგრამ ჩვენ მათგან არაფერი გვაქვს სასწავლი!"

11 აგვისტო

იტალიის სუპერთასი

იუვენტუსი-ნაპოლი 16:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა