ავსტრია გადახედავს ქვეყანაში სპორტის დაფინანსებას, რათა აღარ ჩაიყვანოს ოლიმპიადაზე "ტურისტები"
ავსტრია გადახედავს ქვეყანაში სპორტის დაფინანსებას, რათა აღარ ჩაიყვანოს ოლიმპიადაზე "ტურისტები".

ამის შესახებ, ადგილობრივ გაზეთ Kurier-თან ინტერვიუში განაცხადა ქვეყნის თავდაცვისა და სპორტის მინისტრმა ნორბერტ დარაბოსმა.

ასეთი რეაქცია ჰქონდა ჩინოვნიკს იმაზე, რომ ავსტრია, სავარაუდოდ, მედლის გარეშე დარჩება ლონდონის ოლიმპიადაზე. ასეთი რამ 1964 წლის შემდეგ არ მომხდარა.

სულ ავსტრიამ ბრიტანეთის დედაქალაქში 70 სპორტსმენი ჩაიყვანა. ისინი სპორტის 21 სახეობაში იღებდნენ მონაწილეობას. ვერც ერთმა მათგანმა მედლის მოპოვება ვერ შეძლო. შედარებისთვის, პეკინში ავსტრიის ოლიმპიურ გუნდს ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ჰქონდა.

ნორბერტ დარაბოსის თქმით, ამიერიდან სპორტის დაფინანსება არ უნდა გადანაწილდეს ყველა სახეობაზე თანაბრად. სახელმწიფო იმ დისციპლინებზე გააკეთებს აქცენტს, რომლებშიც ათლეტები კარგ შედეგებს აჩვენებენ.

ავსტრიაში, ტრადიციულად, უფრო მეტად განვითარებულია ზამთრის სახეობები. 2010 წელს, ვანკუვერის ოლიმპიადაზე ამ ქვეყნის სპორტსმენებმა 16 მედალი აიღეს, მათ შორის, ოთხი ოქროსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა