ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა უსაინ ბოლტმა 200 მეტრზე გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მან უკვე ჩაწერა თავისი სახელი ისტორიაში
ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა უსაინ ბოლტმა 200 მეტრზე გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მან უკვე ჩაწერა თავისი სახელი ისტორიაში.

"გავაკეთე ის, რაც მინდოდა, - თქვა ბოლტმა. - ეს ძალიან რთული სეზონი იყო, მაგრამ მე გავართვი მძიმე ამოცანას თავი. ლონდონში მხოლოდ ოქროს მედლებისთვის მივდიოდი და ახლა, ლეგენდა გავხდი, ყველაზე დიადი მოქმედ ათლეტებს შორის. მეგავარსკვლავების კატეგორიაში შევედი. მაგალითად, როგორიცაა მაიკლ ჯონსონი. მე მისი რეკორდების ცქერაში გავიზარდე.

ამასთან, 200 მეტრზე ფინალი იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. ვგრძნობდი ზეწოლას და ამიტომაც, მაქსიმალურად მობილიზებული ვიყავი.

კარგია, რომ მეორე ადგილზე ბლეიკი გავიდა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ იამაიკა ყველაზე სწრაფი ერია. ახლა რჩება 4x100 მეტრზე ესტაფეტა, რომლისგანაც მაქსიმალური სიამოვნება უნდა მივიღოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ".

ბოლტის სიტყვებს გამოუხმაურა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჟაკ როგე. ბელგიელი არ დაეთანხმა ბოლტის მტკიცებას, რომ ის 200 მეტრის ფინალის შემდეგ ლეგენდა გახდა.

"ბოლტის კარიერა მაშინ უნდა შეფასდეს, როცა ის სპორტში გამოსვლას დაასრულებს. უსაინი - ძალიან ძლიერია, მაგრამ მან თავისი სიდიადე ორზე მეტ ოლიმპიადაზე უნდა დაამტკიცოს. კარლ ლუისს ოთხ ოლიმპიადაზე აქვს მოგებული მედლები", - ამბობს როგე სააგენტო AP-სთან კომენტარში.

თავად ბოლტი კრიტიკულად არის განწყობილი ლუისის მიმართ, რადგან ლეგენდარულმა ამერიკელმა გამოთქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ იამაიკელებმა უდიდეს სიმაღლეებს არასპორტული მეთოდებით მიაღწიეს.

"მის მიმართ არანაირი პატივისცემის გრძნობა არ მაქვს. რასაც ის მძლეოსნობაზე ამბობს - სულმდაბლობაა. ვფიქრობ, მას უბრალოდ ყურადღების მიპყრობა უნდა, რადგან დღეს მასზე აღარავინ ლაპარაკობს. ამიტომაც დავკარგე მის მიმართ პატივისცემა", - განაცხადა ბოლტმა.

უსაინმა ისიც აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, გაისად მსოფლიოს ჩემპიონატში არ მიიღებს მონაწილეობას. პლანეტის პირველობას 2013 წელს მოსკოვი უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა