11 აგვისტოს ლონდონის ხალიჩაძე დავით მარსაგიშვილი, დავით მოძმანაშვილი და მალხაზ ზარქუა გამოვლენ
წარმატებული დებიუტი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (55) მიერ მოპოვებული ვერცხლის მედალი ჩვენს ოლიმპიურ გუნდზე უთუოდ დადებითად იმოქმედებდა, ხოლო 10 აგვისტოს გამართული იღბლიანი წილისყრა განწყობას კიდევ უფრო აუმაღლებდათ.

11 აგვისტოს ლონდონის "ექსელის" საგამოფენო ცენტრში სამ წონაში გაიმართება შეხვედრები - 60, 84 და 120 კილოგრამებში.

დავით მარსაგიშვილი უკეთეს წილისყრას ვერ ინატრებდა

ჩვენებურთაგან ყველაზე მეტად ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსან დავით მარსაგიშვილს (84) გაუმართლა, რომელსაც ფინალამდე უკლებლივ ყველა მთავარი კონკურენტი ასცდა.

მარსაგიშვილი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი მონღოლ უიტუმენ ორგოდოლს ხვდება (თბილისის დროით, 16:36). ფეხბურთისა და ბილიარდის მოყვარული მონღოლი 23 წლისაა და ჯერჯერობით მისი ყველაზე დიდი მიღწევა "მონღოლეთის თასზე" მოპოვებული ბრინჯაოა.

მან ოლიმპიადის საგზური ბოლო სალიცენზიო ტურნირზე - ჰელსინკში გაინაღდა, სადაც ფინალი რევაზ მინდორაშვილის მიერ პეკინის ოლიმპიადის გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხებულ ტაჯიკ იუსუპ აბდუსალამოვთან დათმო.

ამ წყვილში გამარჯვებულს ნიგერიელ ანდრეი ადიბო დიცკსა და პუერტორიკოელ ხაიმე იუსეპტ ესპინალს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ამ ორი წრის მომგები ნახევარფინალში გავა, სადაც მისი მეტოქე ალჟირელი მოჰამედ რიად ლუაფის, ბელარუსი სოსლან გაციევის, ვენესუელელი ხოსე დანიელ რობერტ დიასსა და ლატვიელი არმანდას ზვირბულისის პაექრობაში გაირკვევა.

ამათგან მარსაგიშვილს ზვირბულისთან უჭიდავია, ვისაც შარშან მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოსთვის შეხვედრა მოუგო.

ბელარუსი გაციევი შედარებით უცნობია - ამ წონაში მინსკიდან სულ სხვადასხვა ფალავნებს ვხედავდით და ჩვენებურმა ერთ-ერთ მათგანს მსოფლიოს ასევე შარშანდელ პირველობაზე აჯობა, თუმცა მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს და საგზური გაციევმა მოიპოვა. მის ლიცენზიას ჩინეთში, რიგით მეორე სალიცენზიო ტურნირზე დაეუფლა, სადაც ფინალში ზემოხსენებულ ვენესუელელ რობერტ დიასთან დამარცხდა. 26 წლის გაციევი გვარის მიხედვით დაღესტნელი უნდა იყოს, თუმცა უზბეკეთშია დაბადებული და ბელარუსის სახელით გამოდის.

დაგვეთანხმებით, ამათგან არც ერთი არაა ისეთი, ვისი დამარცხებაც მარსაგიშვილს უნდა გაუჭირდეს. ის ამაზე უკეთეს წილისყრას ვერ ინატრებდა, თუ არ გჯერათ და ცხრილის ქვედა ნახევარს გადახედეთ, სადაც წონის სხვა ლიდერები მოგროვდნენ: ამერიკელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი იაკობ ჰერბერტი, აზერბაიჯანელი მსოფლიოს ჩემპიონი შარიფ შარიფოვი, რუსი ევროპის ორგზის ჩემპიონი ანზორ ურიშევი, უკრაინელი და უზბეკი მსოფლიოს ჩემპიონები - იბრაგიმ ალდატოვი და ზაურბეკ სოხიევი (სინამდვილეში ორივე ჩრდილო კავკასიელია და პირველ წრეში ერთმანეთს ხვდებიან), ზემოხსენებული აბდუსალამოვი, ყაზახი იერმეკ ბაიდაშოვი, სომეხთა ნატურალიზებული დაღესტნელი გაჯიმურად ნურმაგომედოვი, თურქი იბრაჰიმ ბოლუკბასი (ამან სერდარ ბოკე ამოაგდო ნაკრებიდან), ირანელი ელსან ლაშგარი და კუბელი ჰუმბერტო დანიელ მარტინეს არენსიბია...

ერთი სიტყვით, აქ ტიტულოვანიც და უტიტულოც ყველა ანგარიშგასაწევია და ამ ბადიდან ფინალში გასულს ძალაც აღარ შერჩება. ასეთი ხელსაყრელი წილისყრა აწ უკვე ოლიმპიურ პრიზიორ მანუჩარ ცხადაიასაც (66) არ ჰქონია ბერძნულ-რომაულში - მის ბადეში ერთი მაინც მოხვდა ტიტულოვანი უნგრელ ევროპის ჩემპიონ ტომაშ ლორინცის სახით.

წილისყრამ დავით მოძმანაშვილსაც გაუმართლა

წილისყრამ მძიმეწონოსან მსოფლიოს პრიზიორ დავით მოძმანაშვილსაც გაუმართლა, რადგან პირველ ორ წრეში ძლიერი მეტოქე არ ეყოლება.

ჩვენებური პირველ წრეში ისვენებს, ტურნირს კი 27 წლის მექსიკელ ხოსე პრუდენსე ფლორეს რუისთან შეხვედრით დაიწყებს (თბილისის დროით 16:54 სთ), რომელსაც პანამერიკული ტურნირებიც კი არ მოუგია, არათუ უფრო მაღალი რანგისა, საგზური კი რეგიონულ შეჯიბრებაში მოიპოვა.

მასთან წარმატების შემთხვევაში ჩვენებური რუმინელ ევროპის ორგზის ბრინჯაოს მედალოსან რარეს დანიელ ჩინტოანუს და ყაზახ დაულეტ შაბანბაის შორის მოგებულს შეხვდება.

ნახევარფინალში მოძმანაშვილს სხვათა გარდა რუსი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ბილიალ მახოვიც ელოდება, თუმცა მას იქ გასასვლელად დიდი ბრძოლა მოუწევს - პირველ წრეში აზერბაიჯანელთა დაღესტნელ-ავარელ მსოფლიოს პრიზიორ ჯამალედდინ მაგომედოვს ხვდება.

მოგების შემთხვევაში ის თურქ ევროპის წლევანდელ ჩემპიონ ტაჰა აკგულსა და უკრაინელ ალექსანდრ ხოციანოვსკის შორის გამარჯვებულს დაეჭიდება.

მალხაზ ზარქუას პირველივე წრეში მეტოქედ ტიტულოვანი უკრაინელი ჰყავს

26 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონ მალხაზ ზარქუას (60) პირველივე წრეში ტიტულოვანი მეტოქე ერგო - უკრაინელი ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ვასილ ფედორიშინი (თბილისის დროით 16:36 სთ).

მეტოქე უდაოდ ანგარიშგასაწევია, მაგრამ ზარქუამ მას 2010 წელს ბაქოში ევროპის ჩემპიონატზე მოუგო და მერე ფინალშიც გავიდა. ვინძლო, ისტორია ახლაც განმეორდეს, რადგან 31 წლის უკრაინელის გავლის შემთხვევაში მეოთხედფინალში სუსტი მეტოქე ელოდება - გამოუცდელი ამერიკელი ლუის კოლემან სკოტი ან სამხრეთკორეელი სეუნ ჩულ ლეე.

ნახევარფინალში მეორე მხრიდან გასვლის ყველაზე რეალური კანდიდატი აზერბაიჯანელი ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ტოგრულ ასკაროვია.

გემახსოვრებათ - ეს ბიჭი ადრე 55-ში ჭიდაობდა და 2010-ში მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობის ფინალში ხინჩეგაშვილმა მოუგო. სამაგიეროდ, რამდენიმე კვირაში მსოფლიოზე უკვე დიდებში იასპარეზა მოსკოვში და მეორეზე გავიდა.

ერთი სიტყვით, ზარქუას თითქოს ცუდი ბადე ერგო, მაგრამ სინამდვილეში, საკმაოდ გაუმართლა, ოღონდ პირველი ბარიერი უნდა გაიაროს. ფედორიშინი მესამე ოლიმპიადაზე გამოდის და კარიერის დასასრულებლად ემზადება.

ამრიგად, 11 აგვისტოს სამივე წონაში მედლის მოპოვების რეალური შანსია. ღმერთმა ნუ ჰქნას და ჩვენები ადრევე რომც დამარცხდნენ, სანუგეშოში სუსტი მეტოქეები ეყოლებათ, ვიდრე დამამშვიდებლის ფინალამდე არ მივლენ.

12 აგვისტოს კი ოლიმპიადა სრულდება და ჩვენი ორი ფალავანი იჭიდავებს, გუნდში ყველაზე გამოცდილები - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ევროპისა და ოლიმპიადის მესამე პრიზიორი ოთარ თუშიშვილი (66) და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი გიორგი გოგშელიძე (96), თუმცა მათ მეტოქეთა ვინაობას მხოლოდ 11 საღამოს შევიტყობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kartveli
წარმატებას ვუსურვებ ჩვენს სპორტსმენებს , მათ უნდა გადალახონ არაობიექტური მსაჯობა, თავიანთი მწვრთნელების სიდებილე(გუშინ აშკარად არჩათვლილი ხინჩეგაშვილის ილეთი,მის მწვრთნელებს არ გაუპროტესტებიათ,გააპროტესტეს ხინჩეგაშვილის მოთხოვნით ) და ჩვენი ჟურნალისტების გონებადაქვეითებულება( ჟურნალისტმა ირაკლი თავაძემ პირველ არხზე თქვა,მემგონი ოტარსულტანოვს ჩვენი ფალავანი ფეხში ეჭირაო,და ილეთი ძირითად დროში არ დაუსრულებიაო :))) ვაი ,მაივიდეოზე შეხედეთ არავითარი ფეხი არ ეჭირა ოტარსულტანოვ და ილეთი ძირითად დროში დაასრულა )
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?