11 აგვისტოს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს კიდევ ერთი მძლეოსანი მოსინჯავს ძალებს
სპორტული სიარული, ისიც 50 კილომეტრზე, მძლეოსნობის ერთ-ერთი ურთულესი სახეობაა. ერთ დროს მას საქართველოშიც ჰყავდა მიმდევრები, რომლებიც წარმატებებსაც აღწევდნენ.

მაგალითად, ფოთელი ალექსანდრე შჩერბინა და რუსთაველი იგორ დელა-როსა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნებიც არიან. შჩერბინამ 1965 წელს საბჭოთა კავშირის რეკორდიც კი დაამყარა, მანამდე ხუთი წლით ადრე კი რომის ოლიმპიურ თამაშებში IV ადგილი დაიკავა, ხოლო დელა-როსა მეხიკოს ოლიმპიადაში მონაწილეობდა.

11 აგვისტოს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს კიდევ ერთი მძლეოსანი მოსინჯავს ძალებს - 50 კილომეტრზე სპორტულ სიარულში მაჩეი როშიევიჩი იასპარეზებს.

34 წლის სპორტსმენი წარმოშობით პოლონელია. თავისი ქვეყნის ჩემპიონატებზე სპორტის ამ სახეობაში შვიდჯერ ვერცხლისა და სამჯერ ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. მსოფლიო რეიტინგით 32-ეა.

მაჩეი 12 წელიწადია, სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობს. ორი წლის წინათ პოლონეთის მძლეოსნობის ფედერაციასთან პრობლემები შეექმნა. დიდი სპორტისთვის თავის დანებებას აპირებდა, მაგრამ მეგობრების რჩევით გადაიფიქრა და ფედერაციის შეცვლა გადაწყვიტა.

- ბევრი არ მიფიქრია და იცით რატომ? - გვითხრა თბილისში ჩამოსულმა როშიევიჩმა. - 2008 წელს რუსებმა ზუსტად პეკინის ოლიმპიადის გახსნის დღეს საქართველო დაბომბეს, რაც ოლიმპიური იდეალების საწინააღმდეგო ქმედება იყო.

ძველ საბერძნეთში, სადაც ოლიმპიური თამაშები ჩაისახა, ოლიმპიელების მსვლელობისას ყველა ელინურ სახელმწიფოს ეკრძალებოდა ომის გაჩაღება.

ამ პრინციპს დღემდე ინარჩუნებს ოლიმპიური ქარტია, თუმცა რუსებმა ის დაარღვიეს, მაგრამ დაუსჯელი დარჩნენ. იმ ომის შემდეგ ჩემი ყურადღება თქვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ მიიპყრო, როცა თბილისს პოლონელების საყვარელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ეწვია. აქ მას დიდი პატივისცემით შეხვდნენ.

ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც მინდა აღვნიშნო: როცა ლეხ კაჩინსკი ავიაკატასტროფაში დაიღუპა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ,ვულკანის ამოფრქვევასთან დაკავშირებული საშიშროების მიუხედავად, დიდი რისკის ფასად ვარშავაში ჩამოფრინდა და ისე მიუსამძიმრა პოლონელ ხალხს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ, საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე შემეძლო მეფიქრა?! რა თქმა უნდა არა. ლონდონში ჩვენი ქვეყნის სპორტული ღირსების დასაცავად არაფერს დავიშურებ...

როგორც ვთქვით, მაჩეი როშიევიჩი 50-კილომეტრიან დისტანციაზე დღეს გავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა