ჩვენი "თავისუფლებისგან" ყველა წარმატების მოლოდინშია
9 აგვისტო უქმე დღე იყო საქართველოს ოლიმპიელებისთვის, ჟურნალისტებსაც გამოგვითავისუფლდა დრო შეძლებისდაგვარად ლონდონი ახლოს გაგვეცნო.

აქაური ქართული სათვისტომო ლონდონის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარში დღის ბოლოს სამასპინძლოდ გველოდა ოლიმპიადაზე საქართველოდან ყველა ჩასულს. ბუნებრივია, ეს იყო ემოციებით დატვირთული შეხვედრა, როცა ყველა გულს იოხებდა ერთმანეთის მოფერებით.

10 აგვისტოს ჩვენც და აქაური ქართველებიც საერთო საფიქრალით და ნატვრით შევიკრიბეთ ლონდონ ექსელის სპორტულ კომპლექსში, რომლის ერთიდიდი არენა ძიუდოისტთა და ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა შემდეგ "თავისუფლებს" დაეთმოთ. უნდა გითხრათ, რომ ყველა წარმატების მოლოდინშია.

მედლების მოპოვების ბოლო შანსი გვრჩება და ეს გასაგებიცაა. პროგნოზებისგან კი ყველა თავს იკავებს. როგორც ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელებმა გვითხრეს, გუნდში ამაღლებული განწყობაა.

გაანალიზდა ჩვენი, როგორც ძიუდოისტთა, ისე "ბერძენ-რომაელთა" გამოსვლებით მიღებული გაკვეთილები და ყველაფერი გაკეთდა, რომ მოულოდნელობები, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად გამოირიცხოს. მთავარი აქცენტი მაინც გადატანილია ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე,

სასჯელი ალკოჰოლის მუსუსებს

იქნებ გაიგეთ, მაგრამ თუ არ იცით, გეტყვით, იმ ამბავს, რაც ლონდონის ოლიმპიადაზე მეხივით გავარდა. ოლიმპიურ თამაშებზე ალკოჰოლურ სასმელებს ყველა ერიდება და ერთი ნასვამიც არ შეგვინიშნავს სადმე ქუჩაში. რაც შეეხება ოლიმპიურ სოფელს, იქ საერთოდ იკრძალება ალკოჰოლის შეტანა და მიღება და ამის შესახებ ყველამ კარგად იცის.

ამბობენ, რუსეთის ოლიმპიური დელეგაცია ჯერ კიდევ მოსკოვში კატეგორიულად გაუფრთხილებიათ, რომ ოლიმპიადის დღეებში ყველას უარი ეთქვა ალკოჰოლის შემცველი სასმელის მიღებაზე. კი გააფრთხილეს, მაგრამ რუსეთის დელაგაციის რამდენიმე წევრმა "ფიცი" გატეხა - ოლიმპიური სოფლის სასადილოში თურმე კოკა-კოლას ბოთლით შეაპარეს კონიაკი.

ვინ რას გაიგებდა, მაგრამ ბახუსმა თავისი გაიტანა - თითქოს უჩუმრად მოქეიფე კაცები ალკოჰოლმა ჯერ თურმე ხმამაღლა აალაპარაკა, შემდეგ კი, უჩვეულოდაც გაათამამა გარშემო მყოფთათვის.

შედეგი? სასადილოც დაატოვებინეს და საერთოდ, ოლიმპიური სოფელიცო - გვითხრეს.

"არ ჩანს" ამერიკა ოლიმპიურ სოფელში

ოლიმპიური სოფლში საცხოვრებელ კორპუსებზე გადმოფენილი დროშები შორიდანვე მიანიშნებს რომელი ქვეყნის სპორტული დელეგაცია სად არის განთავსებული.

ერთადერთი ქვეყანა კი, რომლის სახელმნწიფო ალამი არა თუ შორიდან, თვით ოლიმპიურ სოფელშიც არ ჩანს და ვერავინ ხედავს, ამერიკაა. მიხვდით ალბათ, უსაფრთხოების მიზნით. როგორც ჩვენში იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

სოფლელებმა, ცხადია, იციან ამერიკელები რომელ კორპუსში ცხოვრობენ, მაგრამ ცნობისმოყვარე თვალს კითხვა-კითხვით თუ შეავლებს მხოლოდ.

სტუმარზე არ ვაბობთ, ვიზიტიორი, ვერც ამერიკელებთან და, საერთოდ, ვერც ვერავისთან მოხვდება თვით მასპინძელი დელეგაციის ნებართვისა და პასუხისმგებელი წარმომადსგენლის თანმხლების გარეშე. განსაზღვრულია სტუმრობის ვადაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად