ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე გუშინ ბათუმის ნავთობტერმინალის ღია პირველობის მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა...
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე გუშინ ბათუმის ნავთობტერმინალის ღია პირველობის მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა. უკვე გაუწყეთ, რომ ასპარეზობის პირველ დღეს ალიაქსანდრა სასნოვიჩმა, რომელიც რეიტინგში 882-ეა, თელავის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, თბილისში მესამე ნომრად განთესილი ავსტრიელი მელანი კლაფნერი (248) დაამარცხა. ბელარუსმა სპორტსმენმა მე-2 წრეში დიანა დავითაიას სძლია - 6:0, 6:3.

გუშინ კიდევ ორი ქართველი სპორტსმენი გამოეთიშა შეჯიბრებას: სოფიო ქვაცაბაიამ (398) ტურნირის მეორე ნომერ მაკა ჩახნაშვილთან (228) წააგო - 5:7, 2:6. ახალგაზრდა ბარბარე ერისთავს სოფიო შაფათავამ (279) აჯობა - 6:1, 6:2. ტურნირის რეიტინგ-ფავორიტმა ოქსანა კალაშნიკოვამ (189) იოლად დაჯაბნა პოლონელი პაულა კანია (440) 6:2, 6:0. თათია მიქაძეს (289) სლოვაკი ზუზანა ზლოჩოვას (405) წინააღმდეგობის დასაძლევად სამი სეტი დასჭირდა - 4:6, 6:0, 6:2.

ერთეულთა თანრიგის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: რეკა-ლუკა იანი (უნგრეთი, 319)-ალიონა სოტნიკოვა (უკრაინა, 480) 6:0, 6:2, ვერონიკა კაპშაი (უკრაინა, 328)-ჟუსტინა ჟეგიოლკა (პოლონეთი, 380) 6:3, 3:6, 6:3, იულია გლუშკო (ისრაელი,350)-ანი ამირაჯიანი (სომხეთი) 6:3, 7:5.

გუშინ ყველაზე გვიან მიქაძემ და შაფათავამ დატოვეს კორტი. წყვილთა პაექრობისას მათ ორ სეტში გლუშკო-გორგოძის დუეტი დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ქვაცაბაიას და ჩახნაშვილს დაუპირისპირდებიან. ასპარეზობის დამთავრების შემდეგ გამარჯვებულებს გავესაუბრე:

სოფიო შაფათავა: - დღევანდელი ჩემი მეტოქე - 17 წლის ბარბარე ერისთავი პერსპექტიული ჩოგბურთელია. კარგადაც გაისარჯა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, გამოცდილებით ვაჯობე. რაც შეეხება წყვილთა პაექრობას, მე და თათია ხშირად ვმონაწილეობთ ტურნირებში ერთად და შეთამაშებულები ვართ. წლეულს ივნისში უზბეკეთის 25-ათასიანი ასპარეზობა მოვიგეთ წყვილებში, ერთ შეჯიბრებაზე კი ფინალში გავაღწიეთ. ეკა გორგოძე ჩემი მეგობარია და თავიდან მის წინააღმდეგ საბრძოლველად ვერ განვეწყვე. მერე მე და თათია გრძნობებს მოვერიეთ და გავიმარჯვეთ. ნახევარფინალში ქვაცაბაია-ჩახნაშვილის დუეტს შევხვდებით. ერთეულთა თანრიგში კაპშაი მეყოლება მეტოქედ. შარშან ნავთობტერმინალის პირველობის სტარტზე დავამარცხე. სულ ოთხჯერ მაქვს მისთვის მოგებული. ვეცდები, მეხუთედაც გავუცრუო იმედები.

თათია მიქაძე: - ზლოჩოვასთან ორთაბრძოლა თითქმის სამ საათს გაგრძელდა. მართალია, გავიმარჯვე, მაგრამ პაექრობამ ძალიან დამღალა. წყვილთა დუელისას ძლივს ვიდექი ფეხზე. არადა, მეოთხედფინალში ოქსანა კალაშნიკოვას უნდა შევხვდე. შარშან მას აქ ვძლიე და, ცხადია, სარევანშოდ იქნება განწყობილი.

- ამ ტურნირის შემდეგ გეზი საით გიჭირავთ?

ს. შ. - ერთი კვირა თბილისში ვივარჯიშებ, მერე უკრაინაში 25-ათასიან ტურნირზე გამოვალ, იქიდან კი მოსკოვში კრემლის თასზე გავემგზავრები.

თ. მ. - წლევანდელი სეზონი ჩემთვის იღბლიანი გამოდგა: ხარკოვში 25-ათასიანი ტურნირი მოვიგე, ყაზახეთში ფინალამდე მივაღწიე. სხვა შეჯიბრებებშიც მქონდა წარმატებები, რეიტინგშიც საკმაოდ დავწინაურდი. მინდა, ეს ტემპი შევინარჩუნო. თბილისის ტურნირს, ალბათ, მშვიდობიანად ჩავამთავრებ და შემდეგ საფრანგეთს მივაშურებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა