მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ბოლო სამი ტურია. ქართველი დიდოსტატები წარმატებას დღეგამოშვებით აღწევენ მაგალითად, მე-8 ტურში ქალები დამარცხდნენ სერბებთან, ვაჟებმა კი ბელარუსებს მოუგეს...
მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ბოლო სამი ტურია. ქართველი დიდოსტატები წარმატებას დღეგამოშვებით აღწევენ მაგალითად, მე-8 ტურში ქალები დამარცხდნენ სერბებთან, ვაჟებმა კი ბელარუსებს მოუგეს, გუშინ კი როლები გაიცვალა _ მოწოდების სიმაღლეზე მანდილოსნები აღმოჩნდნენ, მამაკაცებს კი ფრანგებმა აჯობეს.

ახლა კი უფრო დაწვრილებით: ჩვენი მოჭადრაკე ქალები რუსეთის მეორე ნაკრებს ხვდებოდნენ. ნანა ძაგნიძემ (2534) პირველ დაფაზე ნატალია პოგონინას (2491) სძლია. ჩრდილოელმა მეზობლებმა მატჩის დამთავრებამდე წონასწორობა აღადგინეს _ ალინა კაშლინსკაიამ (2358) ბელა ხოტენაშვილს (2464) აჯობა. მას შემდეგ, რაც მეორე დაფაზე ოლგა გირია (2414) და ლელა ჯავახიშვილი (2451) დაზავდნენ, პაექრობის ბედი სალომე მელიას (2439) და ანასტასია სავინას (2404) დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა. საქართველოს წლევანდელმა ჩემპიონმა დაძაბული, 54-სვლიანი ორთაბრძოლის შემდეგ წარმატებას მიაღწია და საკუთარ გუნდს გამარჯვების მაუწყებელი ქულა მოუტანა. გუშინაც იყოჩაღა ტურნირის ერთპიროვნულმა ლიდერმა რუსეთის პირველი ნაკრებმა _ მერვე ტურში ქართველთა მძლეველი სერბები დაამარცხა: ორგზის ევროპის ჩემპიონი ტატიანა კოსინცევა ნატაშა ბიოკოვიჩს შეუთანხმდა ყაიმზე, ნადეჟდა კოსინცევამ ირინა ჩელუშკინას მოუგო, მსოფლიოს ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი ანჟელიკა სტოიანოვიჩს დანებდა. ფავორიტებს, უკვე მერამდენედ, შეუპოვარმა ახალგაზრდა დიდოსტატმა ვალენტინა გუნინამ გაამარჯვებინა: მეოთხე დაფაზე მან იოვანა ერიჩი დაჯაბნა.

მეწინავეთა დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: უნგრეთი-ჩინეთი 1:3, უკრაინა-ხორვატია 3,5:0,5, კუბა-ინდოეთი 1,5:2,5, ბულგარეთი-რუმინეთი 3:1, სლოვაკეთი-სომხეთი 1,5:2,5, პოლონეთი-უზბეკეთი 3:1, აშშ-საბერძნეთი 2:2, ლატვია-ყაზახეთი 2:2, ბელარუსი-გერმანია 2:2, საფრანგეთი-რუსეთი (3) 1,5:2,5.

შეჯიბრების დამთავრებამდე ორი ტურით ადრე უწინდებურად რუსეთის პირველი ნაკრები მეწინავეობს ერთპიროვნულად, რომელსაც 18 ქულა აქვს. ლიდერს 4-4 ქულით ჩამორჩებიან ჩინეთი, უკრაინა, საქართველო, ინდოეთი და ბულგარეთი. 4 ნაკრებს 13, ხოლო 11-ს 12 ქულა აქვს.

დღეს ბოლოსწინა ტურში ლიდერთაგან ერთმანეთს ხვდებიან: რუსეთი-1 (18/27,5)-ბულგარეთი (14,21,5), ინდოეთი (14/23,5)-ჩინეთი (14/25,5), საქართველო (14/25)-უკრაინა (14/25,5, რეიტინგით _ მესამე, კატერინა ლახნო-2539, ნატალია ჟუკოვა-2499, ანა უშენინა-2466, ინა გაპონენკო-2469, მარია მუზიჩუკი-2464), სერბეთი (13/24,5)-რუსეთი-2 (13/22), სომხეთი (13/23,5)-პოლონეთი (13/24,5).

ვაჟებში გამოკვეთილად 16 ქულით უკრაინის ნაკრები დაწინაურდა. გუშინ მან აზერბაიჯანის გუნდს 2,5:1,5 სძლია. მეორე ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ ქართველი დიდოსტატები, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს. სარეიტინგო მაჩვენებლებიდანაც ნათლად ჩანს, რომ სამფეროვნებს ჯვაროსნებზე ძლიერი გუნდი ჰყავთ. ჩვენ კი დაგვწყდა გული, მაგრამ გუშინდელი მარცხი მოულოდნელობათა კატეგორიას სულაც არ განეკუთვნება. პირველ სამ დაფაზე დაზავდნენ: ბაადურ ჯობავა (2710)-მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (2721), ლორან ფრესინე (2718)-მიხეილ მჭედლიშვილი (2628), ლევან ფანცულაია (2599)-ვლადისლავ ტკაჩევი (2632), ხოლო სებასტიან ფლეერმა (2649) თამაზ გელაშვილს (2611) მოუგო. ვინც ამ მატჩს ინტერნეტით ადევნებდა თვალს, ალბათ შენიშნავდა, რომ ფრანგებს კიდევ ორ დაფაზე ჰქონდათ უპირატესობა, მაგრამ რადგანაც შეხვედრას იგებდნენ, ბოლომდე თამაშს, ეტყობა, დაზავება არჩიეს.

მეცხრე ტურში ოლიმპიადების ორგზის გამარჯვებული სომხეთის ნაკრები რუსეთის პირველ გუნდთან დამარცხდა 1,5:2,5.

მეწინავეთა დანარჩენი მატჩების შედეგები: ისრაელი-უნგრეთი 2,5:1,5, კუბა-ჩინეთი 1,5:2,5, ბულგარეთი-აშშ 1,5:2,5, ინდოეთი-პოლონეთი 1:3, ჩეხეთი-კანადა 3:1, ხორვატია-ესპანეთი 1,5:2,5, ბელარუსი-სლოვკეთი 2,5:1,5.

როგორც აღვნიშნეთ, 16 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეშია უკრაინა, რომელსაც თითო ქულით რუსეთის პირველი გუნდი და ფრანგები ჩამორჩებიან. 14-14 ქულა აქვთ ისრაელს, ჩინეთსა და ამერიკას. 10-მა გუნდმა, მათ შორის _ საქართველომ, 13-13 ქულას მოუყარა თავი.

დღეს დაწინაურებულთაგან ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: უკრაინა (16/25,5)-საფრანგეთი (15/22,5), ჩინეთი (14/24,5)-რუსეთი-1 (15/23,5), აშშ (14/23,5)-ისრაელი (14/24), ესპანეთი (13/23,5), საშუალო რეიტინგით _ მე-16, ალექსეი შიროვი-2749, ფრანცისკო ვალიეხო-2697, ივან სალგადო ლოპესი-2595, ხორდი მაგემი-2589, დანიელ ალსინა-2523), სერბეთი (13/23,5)-პოლონეთი (13/24,5), ჩეხეთი (13/24,5)-სომხეთი (13/22,5), უნგრეთი (13/21)-ბელარუსი (13/24), იტალია (13/22,5)-აზერბაიჯანი (13/24).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს