შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, დამატებითში კი "ბებერმა ქალბატონმა" იძალა და ქვეყნის სუპერთასს მეხუთედ დაეუფლა
პეკინში იტალიის სუპერთასის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს იტალიის ჩემპიონი "იუვენტუსი" და იტალიის თასის მფლობელი "ნაპოლი" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. ამასთან, "ნაპოლი" ორჯერ იგებდა ედინსონ კავანისა და გორან პანდევის გოლებით.

"იუვენტუსმა" გათანაბრება კვადვო ასამოას და არტურო ვიდალის გოლებით მოახერხა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დასასრულს "ნაპოლი" რიცხვობრივ უმცირესობაში დარჩა - მოედნიდან გორან პანდევი და ხუან სუნიგა გააძევეს.

დამატებით დროში "იუვენტუსის" ფეხბურთელებმა რიცხვობრივი უპირატესობით ისარგებლეს - ჯერ ნეაპოლელმა კრისტიან მაჯომ ბურთი საკუთარ კარში გადაგზავნა, შემდეგ კი თავი ტურინელთა ფორვარდმა მირკო ვუჩინიჩმა გამოიჩინა.

ტურინელები იტალიის სუპერთასს მეხუთედ დაეუფლნენ. გუნდი ეს ტიტული აქამდე ოთხჯერ - 1995, 1997, 2002, 2003 წელს მოიგო.

იტალიის სუპერთასი

"იუვენტუსი" (ტურინი)-"ნაპოლი"(ნეაპოლი) 4:2 (დ.დ.)

გოლები: კავანი, 27 (0:1); ასამოა, 37 (1:1); პანდევი, 41 (1:2); ვიდალი, 73 (2:2, პენ.); მაჯო 97 (3:2, ავტოგოლი); ვუჩინიჩი, 101 (4:2)

გაფრთხილება: ლისტაინერი, 78; ჯოვინკო, 90+2; ბონუჩი, 112 - ბრიტოსი, 32; კანავარო, 52; ბეხრამი, 54; კავანი, 64; სუნიგა, 78.

გაძევება: არა - პანდევი, 86; სუნიგა, 90+2.

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა