ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა 12 აგვისტოს "მანჩესტერ სიტისთან" ინგლისის სუპერთასის მატჩის მოგების სურვილი გამოთქვა
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა "მანჩესტერ სიტისთან" ინგლისის სუპერთასის მატჩის წინ განაცხადა, რომ "ლურჯებთან" ერთად რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგება სურს.

გასულ სეზონში "ჩელსიმ" ინგლისის თასი მოიგო და ქვეყნის სუპერთასზე "მანჩესტერ სიტისთან " ბრძოლის უფლება მოიპოვა. შეხვედრა 12 აგვისტოს ბირმინგემში, სტადიონ "ვილა პარკზე" გაიმართება.

"სუპერთასი ჯერ არასდროს მომიგია და მინდა ბოლოსდაბოლოს ეს გავაკეთო. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, იმას, რომ ბევრი ამ ტიტულს არცთუ მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მთავარია, რომ მე ასე არ ვფიქრობ. კარიერის დასასრულს ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მსურს. მართალია, ის ტიტულები, რომელთა მოპოვებაც ძალიან რთულია, უკვე მოვიგე, მაგრამ ჯერ კიდევ არ მომიგია ის ტიტული, რომლის მოპოვებაც ყოველ სეზონში შეიძლება", - განაცხადა ტორესმა.

ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების წყალობით "ჩელსი" უეფას სუპერთასის მატჩში და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატშიც მიიღებს მონაწილეობას - ეს ის ტიტულებია, რომლებიც "ჩელსის" არასდროს მოუგია.

"ვერ ვიტყვი, როდის მოგვეცემა კიდევ ამ ტიტულების მოგების შანსი, ამიტომ ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ესპანელმა.

ტორესი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ორგზის ჩემპიონია. თავისი კარიერის მანძილზე მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ლივერპულში" ესპანელს ქვეყნის ჩემპიონატი არასდროს მოუგია.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"