ლონდონში მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა უზბეკი მეტოქის ძლევით ქვეყანას მეშვიდე ოლიმპიური მედალი მოუტანა
12 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძე (96) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში უზბეკ კურბან კურბანოვს დაუპირისპირდა და სამ პერიოდში გამარჯვება იზეიმა.

ეს გიორგისთვის მეორე ოლიმპიური ბრინჯაოს მედალია. ქართველი ფალავანი მესამე პრიზიორი 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზეც გახდა.

რაც შეეხება ბოლო ლონდონურ შეხვედრას, პირველი პერიოდის დიდი ნაწილი მეტოქეებმა ერთმანეთის დაზვერვაში გალიეს, თუმცა ბოლო 10 წამში უზბეკმა ჩვენებური ხალიჩიდან გადაიყვანა და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა (1:0).

ამის შემდეგ ინიციატივა მთლიანად გოგშელიძემ იგდო ხელთ. ქართველმა ფალავანმა ჯერ მეორე პერიოდში დაატრიალა მეტოქე და საერთო ანგარიშიც გაათანაბრა (4:0), შემდეგ კი გადამწყვეტ, მესამე პერიოდში მოპოვებული ქულა ბოლომდე შეინარჩუნა და გამარჯვებული გამოვიდა (იხილეთ ვიდეო).

ამრიგად, საქართველოს გუნდმა გოგშელიძის მოპოვებული ბრინჯაოს მედლით ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა. სულ კი ჩვენი გუნდის მონაგარი 7 მედალია.

შეგახსენებთ, რომ ქართველთაგან ლონდონში ოლიმპიური ოქრო ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, ვერცხლის მედლები რევაზ ლაშხმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და დავით მოძმანაშვილმა დაისაკუთრეს, ბრინჯაო კი გიორგი გოგშელიძემდე მანუჩარ ცხადაიამ და დავით მარსაგიშვილმა მოიპოვეს.

ასევე იხილეთ:

გიორგი გოგშელიძე ამერიკელთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [+VIDEO]

გიორგი გოგშელიძემ მოლდოველს სძლია და ოლიმპიადის ნახევარფინალშია [+VIDEO]

Frigola
გოგშე!! შენ ხარ №1.. საქართველოს ყველაზე ღირსეული სპორტცმენი.. ყველაზე მეტად იმით გამოირჩევი რომ ძალიან ჭკვიანი და მშრომელი ადამინი ხარ.. წარმატებებებს გისურვებ..
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად