ჩვენი გაზეთის გუშინდელ ნომერში გაცნობებთ, რომ ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოქსი" ახალი სეზონისთვის მზადებას "ფილიპს არენაზე" შეუდგა...

ჩვენი გაზეთის გუშინდელ ნომერში გაცნობებთ, რომ ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოქსი" ახალი სეზონისთვის მზადებას "ფილიპს არენაზე" შეუდგა. პირველი ვარჯიშის შემდეგ გაჩნდა უამრავი კითხვა შემადგენლობასთან დაკავშირებით. ქართველებს უკანა ხაზის კალათბურთელებზე მეტად ტანმაღლების ამბავი გვაინტერესებს. ამიტომ გაზეთ "ატლანტა კონსტიტუშენში" წინახაზელებზე გამოქვეყნებული სტატია გადმოვაქართულეთ:

"ჯორჯიელთა ვარჯიშებზე განსაკუთრებული მონდომებით ემზადებიან ცენტრები ჯეისონ კოლინზი და ზაზა ფაჩულია. წინასწარი ვარაუდით, მათ ახალ სეზონში დიდი დატვირთვა ექნებათ.

მთავარ მწვრთნელ ლარი დრიუს გადაწყვეტილი აქვს "მაღალი შემადგენლობის" დაყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასტარტო ხუთეულში ცენტრად ზაზა ფაჩულია ან ჯეისონ კოლინზი ითამაშებენ, ხოლო ელ ჰორფორდი მძიმე ფორვარდის ფუნქციებს შეასრულებს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "ატლანტას" ყოფილი მწვრთნელი მაიკ ვუდსონი ცენტრად ჰორფორდს ათამაშებდა, ფაჩულიას კი სათანადოდ არ ტვირთავდა.

"მაღალ შემადგენლობასთან" დაკავშირებით ჯეისონ კოლინზი აცხადებს:

- დიდებული გადაწყვეტილებაა. ელ ჰორფორდი კარგი მძიმე ფორვარდია, ხოლო ჯოშ სმიტი ძალიან არ დაიტვირთება და ძალებს პლეი ოფისთვის შეინახავს.

გასულ სეზონში ცენტრი ელ ჰორფორდი იყო, რომელსაც ზაზა ფაჩულია ცვლიდა. თუმცა ქართველ ცენტრს ვუდსონი მცირე სათამაშო დროს აძლევდა - საშუალოდ 14 წუთს. ზაზას ეიმედება, რომ ახალი მწვრთნელი სტრატეგიას წინახაზელთათვისაც შეცვლის:

- ჩემთვის ძნელი იყო სათადარიგოთა სკამზე ჯდომა და მოლოდინი. ცოტას ვთამაშობდი არა მხოლოდ შარშან, არამდე ბოლო სამი სეზონის განმავლობაში. ახლა კი თავს კარგად ვგრძნობ, იმედიანად ვარ. ვარჯიშებს სათანადოდ მომზადებული შევხვდი, შესანიშნავი ზაფხული მქონდა...

ფაჩულია აგვისტოში საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში თამაშობდა. იგი იმ გუნდის კაპიტანი იყო, რომელმაც ქართული სპორტის ისტორიაში გუნდურ სახეობებათაგან პირველმა მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური.

ზაზამ NBA-ში ჩატარებული პირველი სეზონის შემდეგ (2003-04) დიდი გამოცდილება შეიძინაა და ფიქრობს, რომ "ატლანტას" ახალი მწვრთნელი ლარი დრიუ ნდობას გამოუცხადებს:

- თვითდაჯერება დამიბრუნდა. არცთუ წარმატებული შარშანდელი სეზონის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ და საბრძოლველად მზად ვარ. ახალი ენერგია ყოველთვის საჭიროა. ხასიათი მას შემდეგ უფრო გამომიკეთდა, რაც მწვრთნელ ლარი დრიუს ველაპარაკე. მან პირველივე დღეს გვითხრა, რომ ის არ განმეორდება, რაც გასულ სეზონში იყო..."

რას შეცვლის ახალი მწვრთნელი "ატლანტას" თამაშში, 7 ოქტომბერს ვნახავთ. ამ დღეს "ჰოქსი" საგამოფენო მატჩში "მემფისს" დაუპირისპირდება.

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე