ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ოლიმპიადის ფინალში ყმაწვილმა მექსიკელებმა ბრაზილიელთა ვარსკვლავთკრებული დასცეს

ოლიმპიადის ფინალში ყმაწვილმა მექსიკელებმა ბრაზილიელთა ვარსკვლავთკრებული დასცეს

ბრაზილიამ ოლიმპიადის მოგება ვერც ამჯერად შეძლო და ფინალში უკვე მესამედ დამარცხდა

ბრაზილიამ ოლიმპიადის მოგება ვერც ამჯერად შეძლო და ფინალში უკვე მესამედ დამარცხდა, მექსიკა კი პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

აღსანიშნავია, რომ აქამდე მექსიკელ ფეხბურთელებს არათუ ოქრო, საერთოდ ოლიმპიური მედალი არ ჰქონდათ მოპოვებული, ისევე, როგორც წლევანდელ ბრინჯაოსმედალოსან სამხრეთკორეელებს.

ლონდონის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირმა ბევრი ფავორიტი კი იმსხვერპლა, მაგრამ ფინალში გამარჯვებას მაინც ბრაზილიას უწინასწარმეტყველებდნენ. სელესაოს თავკაცმა მანო მენეზეშმა ხომ ბრიტანეთში ქვეყნის საუკეთესო 23-წლამდელები იახლა და მათ გამოცდილი ვარსკვლავებიც დაამატა.

თუმცა მექსიკელებმა ყველა პროგნოზი თავდაყირა დააყენეს. ლუის ფერნანდო ტენას გუნდმა პირველივე წუთზე გახსნა ანგარიში, 75-ეზე კი ფინალის გმირმა რიბე პერალტამ დუბლი შეასრულა და ბრაზილიელთა იმედებს ცივი წყალი გადაასხა.

უმჯობესი იქნებოდა, მენეზეშს ჰალკი სასტარტო შემადგენლობაში დაეყენებინა. ბრაზილიის ნაკრების თავკაცი ამ შეცდომას მალევე მიხვდა და "პორტუს" ფორვარდი მოედანზე პირველივე ტაიმში შეუშვა. ჰალკი თამაშში ენერგიულად ჩაერთო და მატჩის მიწურულს ერთი გოლი გაქვითა, თუმცა მექსიკელებს დამსახურებულ ჩემპიონობაში ხელი მაინც ვერ შეუშალა.

ძალიან უფერულად ითამაშა ბრაზილიის მთავარმა იმედმა ნეიმარმა, რომელსაც თანამედროვე გუნდურ თამაშში კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, ინდივიდუალური ოსტატობით კი ფონს ვერ გავიდა.

სხვათა შორის, ეს ლონდონის ოლიმპიადაზე მექსიკური დელეგაციის მიერ მოპოვებული ერთადერთი ოქროა, რასაც ამ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებისგან ბევრი ნამდვილად არ ელოდა.

"ფინალში განცდილი მარცხი ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ ამით ცხოვრება არ დამთავრებულა.

ოლიმპიადაზე გამარჯვება ძალიან გვინდოდა, მარამ ყველამ იცის, რომ აქცენტს 2014 წლის მუნდიალზე ვაკეთებთ. ოლიმპიური თამაშები კი უდიდეს სამსახურს გაგვიწევს და საკუთარი ნაკლოვანებების გამოსწორებაში დაგვეხმარება", - განაცხადა მანო მენეზეშმა.

ფინალი

მექსიკა-ბრაზილია 2:1

მექსიკა: კორონა, სალსიდო, ჩავესი, ი. ხიმენესი (81. ვიდრიო), მიერი, რეიესი, ფაბიანი, აკინო (57. პონსე), ენრიკესი, პერალტა (86. რ. ხიმენესი), ერერა.

ბრაზილია: გაბრიელი, ტიაგო სილვა, მარსელო, რაფაელი (85. ლუკასი), ალექს სანდრო (32. ჰალკი), ჟუანი, ოსკარი, სანდრო (71. პატო), რომულო, ნეიმარი, ლეანდრო დამიაო.

გოლები: 1:0 პერალტა (1), 2:0 პერალტა (75), 2:1 ჰალკი (90)

გაფრთხილება: მარსელო, ლეანდრო დამიაო - ი. ხიმენესი, რეიესი, ვიდრიო

არბიტრი: მ. კლატენბურგი (დიდი ბრიტანეთი)

მე-3 ადგილისთვის

ს. კორეა-იაპონია 2:0

ს. კორეა: ლი, იუნი, ი. კიმი, ოჰი, ჰვანგი, კი, კუ (89. კიმი), ბ. კიმი, ჯი (69. ნამი), ჯ. პარკი, ჩ. პარკი (86. ჰ. კიმი).

იაპონია: გონდა, ტოკუნაგა, იოშიდა, საკაი, სუზუკი, ოგიჰარა (59. იამამურა), კიოტაკე, ოცუ, ჰიგაში (62. სუგიმოტო), იამაგუჩი, ნაგაი (71. უსამი).

გოლები: 1:0 ჩ. პარკი (38), 2:0 კუ (57)

გაფრთხილება: ოჰი, კი, კუ, ბ. კიმი - ოგიჰარა, ოცუ, სუგიმოტო

არბიტრი: რ. ირმატოვი (უზბეკეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• goran

დატო-დატო , ცოტა უხერხული ხომა არაა შენგან პელეს გამოშტერებული უწოდო?? ბოლო ბოლო 3 მსოფლიო მოიგო და ფეხბურთში დღემდე მეფეს ეძახიან. მექსიკა მართლაც დამსახურებული ჩემპიონია. ბაქიბუქობით ყველა ბაქიბუქობს , ჩვენი მოჭიდავეების არ იყოს:), მარა სპორტი სპორტია , იმიტომაც არის საინტერესო.

• dato-dato

ღირსეულად მოიგეს მექსიკელებმა დაანახვეს ზოგ-ზოგიერთებს ვარსკვლავად რომ მოაქვთ თავები ჯერ არაფერი ფეხბურთელები რომ არიან. ერთი გამოშტერებული პელე რაღას იტყვის რომ ბაქიბუქობდა ოლიმპიადის წინ

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა