საქართველოს XXIV ჩემპიონატი. I ტური
ეროვნული ჩემპიონატის გახსნის მატჩს ქუთაისში უჩვეულოდ მცირე რაოდენობის მაყურებელი დაესწრო. ალბათ, ამის ერთ-ერთი მიზეზი ჰაერის მაღალი ტემპერატურა იყო.

გარდა ამისა, შესაძლოა, გულშემატკივართა შემცირებაზე "ტორპედოს" ევროფიასკომაც იმოქმედა.

სეზონის წინ ორივე გუნდი მნიშვნელოვნად გადახალისდა; განსაკუთრებით ეს "ზუგდიდზე" ითქმის, სადაც შაბათს ხუთმა ისეთმა ფეხბურთელმა ითამაშა, რომლებსაც სხვადასხვა დროს ქუთაისის "ტორპედოში" უასპარეზიათ. ზუგდიდელთა ცენტრალური მცველი დავით გამეზარდაშვილი კი ქუთაისურ გუნდს სულ ახლახან კაპიტნობდა.

ყოველივე ეს შეხვედრას გარკვეულ ინტრიგას მატებდა. როგორც გახსნით მატჩებში ხშირად ხდება, შეხვედრა ძალზედ მძიმე და მოსაწყენი სანახავი გამოდგა. ორივე გუნდს ეტყობოდა, რომ ჯერ კიდევ შეთამაშების ეტაპზე არიან.

ბურთი, ძირითადად, მოედნის ცენტრში ტრიალებდა და სახიფათო მომენტებიც იშვიათად იქმნებოდა.

შეხვედრა გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "ზუგდიდის" აქტიურობით დაიწყო. სტუმრებმა ქუთათურები დებიუტშივე ანერვიულეს, როცა ალექსანდრე კოშკაძის ჯარიმიდან მოჭრილ ბურთს ვაკო ტყემალაძემ ახლო მანძილიდან სახიფათო თავური დარტყმა მიაყოლა. ამ ეპიზოდში ქუთაისელები ახალმა კაპიტანმა ომარ მიგინეიშვილმა იხსნა, რომელმაც ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ზუგდიდელები გარკვეული პერიოდი კიდევ ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ქუთაისელ მცველებს დიდი ჯაფა ადგათ.

პირველ ტაიმში სტუმართა მომენტებიდან 35-ე წუთზე კოშკაძის კუთხურის შემდეგ გამეზარდაშვილის სახიფათო დარტყმა არის აღსანიშნავი, როცა ბურთი ხარიხას ოდნავ გადასცდა.

უქმად მასპინძლებიც არ ყოფილან. ბევრს მოძრაობდა და თამაშის გამწვავებას ცდილობდა ქუთაისელთა ახალწვეული გიორგი ბერიაშვილი, რომელსაც ზუგდიდელი მცველები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ. აქტიური იყო ნიკა საბანაძეც. რიონისპირელთა ახალგაზრდა ფორვარდს პირველ ტაიმში ორჯერ მიეცა გოლის გატანის შანსი - ჯერ გრიგოლ დოლიძის ფლანგური ჩაწოდებისას დასწრებაზე ითამაშა და ბურთი კარისკენ თავით გადაგზავნა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა; მეორე ეპიზოდი კი ელგუჯა გრიგალაშვილის კუთხურს მოჰყვა, თუმცა საბანაძის დარტყმა მიზანს ამჯერადაც ასცდა.

მატჩის მეორე ნახევრის საწყისი 15 წუთი ძალზედ მოსაწყენი გამოდგა. გუნდები, ფაქტობრივად, ერთმანეთის საჯარიმოსაც არ მიახლოებიან.

"საღათას ძილისგან" უფრო ადრე ტორპედოელები გამოერკვნენ. საბანაძემ შორეული დარტყმით კვლავ სცადა ლაშა ძაგანიას დამწუხრება, მაგრამ ხარიხას გადააცილა. ამის შემდეგ ბერიაშვილმა იაქტიურა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ ზუგდიდელმა მცველებმა მდგომარეობა განმუხტეს.

მალე ისევ საბანაძის ჯერი დადგა და მეოთხე ცდაზე ახალგაზრდა ფორვარდმა შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. მან გურულისგან ბურთი მიიღო, მეურვე ჩამოიშორა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ქუთათურები დააწინაურა.

სულ მალე დავით ბოლქვაძეს ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შესაძლებლობა, რომელმაც შოთა ლომიას კარგი პასი ვერ გამოიყენა და ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა.

დარჩენილ დროში დასამახსოვრებელი ქუთაისელთა რიგებში შეცვლაზე შემოსული ვალერი ბოლქვაძის გაცუდებული რეალური საგოლე ეპიზოდი და ტყემალაძის გაძევება გახლდათ.

ქუთაისელებმა პირველი გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა ტორპედოელთა თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად გია გეგუჩაძეს დიდი ჯაფა მოუწევს.

რაც შეეხება "ზუგდიდს", ელგუჯა ქომეთიანის განკარგულებაში საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები არიან და ამ გუნდისგან ყველა უკეთეს თამაშს ელოდება.

მატჩის შემდეგ

ელგუჯა ქომეთიანი (ზუგდიდი):

"ახალი შემადგენლობა გვყავს და შეთამაშების პროცესში ვართ. ჩვენი ძლიერი მხარეები ვერ გამოვავლინეთ. იყო შეცდომებიც და მარცხი ამან გამოიწვია, თუმცა ვფიქრობ, რომ უფრო სამართლიანი ფრე იქნებოდა".

გია გეგუჩაძე (ტორპედო):

"პირველი თამაში ყოველთვის მძიმეა და ასეთ სცენარს ველოდი კიდეც. თამაშის ხარისხი უკეთესობის სურვილს ტოვებს, მაგრამ ფეხბურთელებს ბრძოლის ჟინსა და მონდომებას ვერ დავუკარგავთ. იბრძოლეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს".

საქართველოს XXIV ჩემპიონატი. I ტური

11.08. ქუთაისი. ცენტრალური. 1500 მაყურებელი.

ტორპედო-ზუგდიდი 1:0

1:0 საბანაძე (64.გურულის პასით)

ტორპედო ზუგდიდი

4-4-2 4-1-4-1

მიგინეიშვილი-ძაგანია

რიგვავა-ფოფხაძე

კვახაძე-ს. თოდუა

ზ. ჭელიძე-გამეზარდაშვილი

გ. გურული-აკობია

დოლიძე-ტყემალაძე

გიგაური-კუტალია

ე. გრიგალაშვილი-დ. ბოლქვაძე

გ. დათუნაიშვილი-კოშკაძე

ბერიაშვილი-წურწუმია

საბანაძე-გაბედავა

მწვრთნელები:

გ. გეგუჩაძე ე. ქომეთიანი

ტორპედო

57. ე. გრიგალაშვილი - კუხიანიძე

22. დოლიძე - ფირცხალავა

81. ბერიაშვილი - ვ. ბოლქვაძე

სათადარიგოები: ქვილითაია, ტაბატაძე, ტუღუში, ფანცულაია

ზუგდიდი

79. კუტალია - შ. ლომია

80. დ.ბოლქვაძე - სიხარულია

80. წურწუმია - ქობალია

სათადარიგოები: მერლანი, ბოიომო, რ. ონიანი, აფაქიძე

გაფრთხილება: ჭელიძე (4), ტყემალაძე (36), კუტალია (51), დათუნაიშვილი (76), ფირცხალავა (85), ქობალია (89)

გაძევება: ტყემალაძე (90)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად