საქართველო თანდათან უშინაურდება დიდი ტურნირების მასპინძლობას - ევროპის ჩემპიონატები ძიუდოსა და სამბოში, მსოფლიოს პირველობა ახალგაზრდა მოჭიდავეთა შორის - ბოლო წლებში ზედიზედ ჩავატარეთ ეს მნიშვნელოვანი შეჯიბრებები...

საქართველო თანდათან უშინაურდება დიდი ტურნირების მასპინძლობას - ევროპის ჩემპიონატები ძიუდოსა და სამბოში, მსოფლიოს პირველობა ახალგაზრდა მოჭიდავეთა შორის - ბოლო წლებში ზედიზედ ჩავატარეთ ეს მნიშვნელოვანი შეჯიბრებები. მართალია, მერე რამდენიმე ასეთივე სოლიდური რანგის ტურნირის გამართვაზე უარი გვითხრეს, მაგრამ 8-10 ოქტომბერს მორიგი სოლიდური შეჯიბრება გველოდება - თბილისის სპორტის სასახლე ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. მისი ძირითადი სპონსორი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა, რომელმაც 100 000 ლარი გამოჰყო. ცხადია, ეს საკმარისი არაა, მაგრამ საბანი სადამდეც გაგწვდებაო, ქართული შეგონებაა და სარეკლამო კამპანიის ეკონომიის ხარჯზე სამბისტებმაც იმყოფინეს. არადა, რიგიანი სარეკლამო კამპანია - ბილბორდები, სატელევიზიო რგოლები, აფიშები და სხვა ამგვარი საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნა იყო. მართალია, ფორმალური, მაგრამ მაინც მოთხოვნა, რომლის მიღმაც სულ სხვა რამ იმალებოდა - სამბოში მოუფროსე რუსებს ამ ტურნირის თავისთან გადატანა სურდათ, საამისო მიზეზის ძებნაში კი ღობე-ყორეს მოედნენ. ჩრდილოელთა გაგულისება იმან გამოიწვია, რომ ქართულმა მხარემ მონაწილეობა არ მიიღო მოსკოვში გამართულ "რუსეთის პრეზიდენტის თასზე", თუმცა საბოლოოდ გონიერებამ გაიმარჯვა და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატი თბილისში დარჩა, მაგრამ სარეკლამო კამპანიის გარეშე. საქართველოს სამბოს ფედერაციამ უკვე დაიწყო მოლაპარაკება დედაქალაქის ტრანსპორტის სამსახურთან აფიშების მუნიციპალურ ტრანსპორტში გამოკვრის თაობაზე, თუმცა ერთი ბილბორდი სპორტის სასახლეზე უკვე გამოაკრეს, უახლოეს დღეებში კი დედაქალაქში კიდევ გამოჩნდება ერთი-ორი.

გუშინ ჩემპიონატისთვის სპორტის სასახლეში მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმაც დაათვალიერა და მზადების მიმდინარეობით კმაყოფილიც დარჩა. სასახლის ადმინისტრაციას მსგავსი ტურნირების ჩატარების საკმაო გამოცდილება დაუგროვდა და იმედია, ყველაფერი მართლაც დროულად მოესწრება. სასახლეში ამაღლებული რინგი უნდა გაკეთდეს, სადაც სამი ლეიბი გაიშლება, რადგან ამ პირველობაში ვაჟებთან ერთად გოგოებიც გამოვლენ.

"ამ ჩემპიონატისთვის ჩვენი გუნდები გლდანში ემზადებიან. საბედნიეროდ, არც ერთ ნაკრებში ტრავმებით გამოწვეული პრობლემები არაა და ყველა სპორტსმენი ჯანმრთელადაა. ამოცანა მეტად სერიოზული დავისახეთ - ორივე ასაკში გუნდურ ჩათვლაში გამარჯვება, საამისოდ კი ორივეგან სამ-სამი ოქროს მედალი და კიდევ ოთხი-ხუთი სხვა სინჯის ჯილდოა საჭირო. ვეცდებით, გუნდური პირველობა ორივეგან თუ არა, ერთში მაინც მოვიგოთ. მთლიანობაში, 14-15 მედლის მოპოვებას ვგეგმავთ, რაც სავსებით რეალურია. ჩვენ შეგვიძლია ქართველი ქომაგის გახარება.

ჩემპიონატის მოსამზადებელ საორგანიზაციო საკითხებს რაც შეეხება, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, შეფერხებები არაა და ტურნირს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით" - გვითხრა ეროვნული ნაკრების თავკაცმა ოლეგ იაძემ, რომელიც საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეცაა. მისივე თქმით, მონაწილეობაზე დასტური უკვე გამოაგზავნა 20-მა გუნდმა, თუმცა იმედოვნებენ, მონაწილეთა რაოდენობა 30-35-მდე გაიზრდება.

ახალგაზრდულ ჩემპიონატში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ღირსებას ქუთაისელი ლერი ჯიხვაშვილი (48), კასპელი გიორგი საჩალელი (52), ქარელელი ლაშა გიუნაშვილი (56), ზუგდიდელი გიორგი კაცია (60), გორელი გოჩა ვარძელაშვილი (65), დედოფლისწყაროელი მიხეილ ჩოხელი (70), კასპელი შმაგი შარიფაშვილი (75), ბოლნისელი ბექა რატიანი (81), დმანისელი ალექსანდრე მილდიანი (87) და მისი თანაქალაქელი სლავა რეზესიძე (+87) დაიცავენ, ახალგაზრდულ გუნდში კი ფოთელი გივი ნადარეიშვილი (48), კიდევ ერთი იქაური ვაჟა ლატარია (52), ქუთაისელი გენადი ჩირგაძე (57), გორელი გიორგი ტაბატაძე (62), ასევე გორელი ზვიად კაპანაძე (68), რუსთაველი ზებედა რეხვიაშვილი (74), ახმეტელი ვახტანგ სარაჯიშვილი (82), მარნეულელი ზაზა დავაძე (90), გარდაბნელი არჩილ შინჯიკაშვილი (100) და თბილისელი ლევან მუქერია (+100) იჭიდავებენ.

აქვე შევნიშნავთ, რომ გუნდებში თბილისელი მხოლოდ ერთია - მუქერია, სხვები კი რაიონებს წარმოადგენენ. მათი ასე ფართოდ წარმოჩენა კი ფრიად კარგი ნიშანია. ბოლო წლებში თბილისი ხომ ერთგვარ ცენტრად იქცა, რომელიც სპორტის ყველა სახეობაში ისრუტავს პერსპექტიულ მოზარდებს რეგიონებიდან, სამბოში კი ასე არაა - აქ გეოგრაფია გაცილებით ვრცელია და ლამის მთელ საქართველოს მოიცავს. მათ შორის, ჭიდაობისთვის არატრადიციულ რაიონებსაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ