ავსტრალიის ნაკრების თავკაცმა 30 მორაგბე შეარჩია, რომლებიც ექვსი კვირის განმავლობაში ქვეყნის ღირსებას დაიცავენ
ამ უქმეებზე სტარტს აიღებს ოთი ერის გათამაშება, რომელიც წლეულს პირველად ტარდება.

არგენტინის ნაკრებმა ბოლო წლებში მიღწეული წარმატებებით მსოფლიოს რაგბის მამები აიძულა, აქამდე არსებული სამი ერის გათამაშების ფორმატი შეეცვალა და მეოთხე გუნდად "პუმები" დაამატეს.

ტურნირის პირველ შეხვედრას არგენტინელები სტუმრად ავსტრალიის ნაკრებთან გამართავენ. "ვოლაბებმა" სანაკრებო სეზონისთვის მზადება დიდი ხანია დაიწყეს. მათ რამდენიმე მოკლევადიანი კემპი გამართეს და საბოლოოდ ავსტრალიის ნაკრების თავკაცმა რობი დინსმა 30 მორაგბე შეარჩია, რომლებიც ექვსი კვირის განმავლობაში ქვეყნის ღირსებას დაიცავენ.

აღსანიშნავია, რომ დინსმა გუნდში უხმო ვეტერანებს დრიუ მიტჩელსა და რადიკე სამოს. ამ მორაგბეებს ივნისის ტესტებზე, როცა "ვოლაბებმა" შოტლანდიის ნაკრებთან წააგეს და უელსს გაჭირვებით მოუგეს (3:0), არ უთამაშიათ.

მიტჩელმა ახლახან სერიოზული ტრავმა მოიშუშა და ავსტრალიის ნაკრებისთვის სერიოზული ნამატი იქნება. 28 წლის დრიუს ეროვნულ გუნდში 58 კეპი აქვს მოხვეჭილი. სამოს კი მხარი დიდხანს აწუხებდა და 2011 წელს სამი ერის გათამაშებაში წარმატებულად დაბრუნდა.

რობი დინსმა ეროვნულ ნაკრებში მიიწვია სამი ახალაღმოჩენილი მორაგბე: ლიამ გილი, რომელიც ავსტრალიის 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი იყო წლეულს გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე; ასევე, დუგლას კეინი და ჯეკ შაცი.

ორი ახალგაზრდა მეორეხაზელი რობ საიმონსთან ერთად "ვოლაბების" გუნდს საკმაოდ მრისხანედ წარმოაჩენს. 34 წლის ნათან შარპმა კი რაგბიში ერთი წლით კარიერა დინსის თხოვნით გაიხანგრძლივა.

მწყობრშია გუნდის წამყვანი მორაგბე, ცხრა ნომერი ვილი გენია. სამაგიეროდ, პირველ მატჩში საეჭვოა მგეზავი ქუადე კუპერის თამაში.

ავსტრალიის ნაკრები: ბენ ალექსანდერი, ადამ ეშლი-კუპერი, ბერიკ ბარნსი, ქართლი ბეილი, ქუადე კუპერი, დეივ დინსი, კენ დუგლასი, ენტონი ფაინგაა, საია ფაინგაა, ვილი გენია, ლიამ გილი, მაიკ ჰარისი, სკოტ ჰიგინბოთამი, მაიკლ ჰოპერი, რობ ჰორნი, დიგბი იოანი, სეკოპე კეპუ, დრიუ მიტჩელი, სტივენ მური, ნილ ფიპსი, დევიდ პოკოქი, ტატაფუ პოლოტა-ნაუ, ბენ რობინსონი, რადიკე სამო, ჯეკ შაცი, ნათან შარპი, რობ საიმონსი, ჯეიმზ სლიპერი, სიტალეკი ტიმანი, ნიკ ვაითი.

სანზარმა თასი წარადგინა

ოთხი ერის ორგანიზატორმა სანზარმა ახალი ტურნირის გათამაშების თასის პრეზენტაცია მოაწყო. შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი წლეულს პირველად გაიმართება და მასში სამხრეთ ნახევარსფეროს ბობოლები: ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და არგენტინა იასპარეზებენ.

თასი უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული, რომლის დიზაინიც სიდნეის კონსალტინგ-კომპანია "ბლუ სკაიმ" შეიმუშავა. თასის ზედა ნაწილში, რომელიც ოვალური ბურთის ნახევარია, ოქროს ნაკეთობითაა გამდიდრებული. თასის სიმაღლე 56 სანტიმეტრია და ხუთ კილოგრამს იწონის.

"ახალი თასი სრულიად ასახავს ზე რაგბის არსს. იმედი მაქვს, რომ ახალი შეჯიბრება, რომელიც წლეულს აიდგამს ფეხს, შესანიშნავ ისტორიას შექმნის და უდიდეს სიტყვას იტყვის მსოფლიოში რაგბის განვითარების საქმეში" - თქვა ოთხი ერის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალურმა დირექტორმა გრეგ პიტერსმა.

სონი ბილი ერთხელ დაეხმარება

ახალი ზელანდიის ნაკრების შუამარბი სონი ბილ ვილიამსი, რომელიც ახლახან ჰემილთონის "ჩიფსის" შემადგენლობაში ზე რაგბის გათამაშების ჩემპიონი გახდა, იაპონურმა გუნდმა ერთი კვირით გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ ზე რაგბის გათამაშების დასრულებამდე ერთი თვით ადრე ვილიამსმა მოკლევადიანი ხელშეკრულება გააფორმა იაპონურ გუნდთან, რომლის მიხედვითაც ახალზელანდიელი ამომავალი მზის ქვეყანაში, ზე რაგბიში სეზონის დასრულებისთანავე უნდა გამგზავრებულიყო. ეს კი მისი "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში თამაშს სრულიად გამორიცხავდა.

ამჯერად, როგორც უკვე ვთქვით, სონი ბილი კლუბმა გაათავისუფლა და ის ოთხი ერის პირველი ტურის მატჩში ითამაშებს სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ. ვილიამსი ამ შეხვედრაში ტრავმირებულ კონრად სმიტს შეცვლის.

"მადლობა მინდა გადავუხადო იმათ, ვინც სონი ბილი ვილიამსის ნაკრებში თამაშის თაობაზე შეთანხმების მიღწევა შეძლო. ესენია: სონი ბილის აგენტი კოდერ ნასერა, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი და იაპონური კლუბის ხელმძღვანელობა. ამ მორაგბეს "ბოკესთან" მატჩში ფასდაუდებელი სამსახურის გაწევა შეუძლია" - თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჰანსენმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა