ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მეგატრეიდი განხორციელდა
ოლიმპიადის დღეებში, სანამ "დრიმ თიმი" მორიგი ოქროსთვის იბრძოდა, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მეგატრეიდი განხორციელდა. როგორც იქნა, ახალი კლუბი იპოვნა ლიგის საუკეთესო ცენტრმა - დუაიტ ჰოვარდმა.

შედგა სამმხრივი გაცვლა, რომელშიც "ლოს ანჯელეს ლეიკერსი", "დენვერ ნაგეტსი" და "ფილადელფია სიქსერზი" მონაწილეობდნენ. ამ ტრეიდის მიზანი დუაიტ ჰოვარდის "ლეიკერსში" გადასვლა იყო.

"სუპერმენის" გარდა, კალიფორნიულ კლუბში ამოყვეს თავი კრის დუჰონმა და ირლ კლარკმა.

"ორლანდომ" მიიღო აარონ აფლალო, ელ ჰარინგტონი, ნიკოლა ვუჩევიჩი, ჯოშ მაკრობერტსი, მო ჰარკლესი და კრისტიან აიენგმა. ამას ემატება დრაფტზე ხუთი არჩევანი, აქედან სამი პირველი რაუნდში (2014, 2015 და 2017 წლებში).

თავის მხრივ, "ლეიკერსმა" "ფილადელფიაში" გაუშვა ძირითადი ცენტრი ენდრიუ ბინუმი, რომლის კონტრაქტი, ჰოვარდის ხელშეკრულების მსგავსად, მომავალი წლის ზაფხულში იწურება.

ამერიკის ნაკრებში ოლიმპიური ჩემპიონი ანდრე იგუოდალა "ფილადელფიადან" დენვერში" გადავიდა. და კიდევ, "სიქსერზმა" "ორლანდოდან" მიიღო მცველი ჯეისონ რიჩარდსონი.

პარალელურად, გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ "ლეიკერსის" ვარსკვლავურმა ახალბედამ შესაძლოა, ახალი სეზონის სტარტი გამოტოვოს. ამ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ჰოვარდი ზურგის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადის და თავადაც არ გამორიცხავს მოვლენათა ამგვარ განვითარებას, თუმცა იმასაც ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

"ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია. ყოველდღიურად თავს უფრო კარგად ვგრძნობ. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ექიმები მეტყვიან, რომ მზად ვარ სათამაშოდ.

ვნახოთ, რას გადაწყვეტენ ექიმები. 100 პროცენტით დარწმუნებული უნდა ვიყო ჩემს მზადყოფნაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომიწევს მოედანზე დაბრუნების გადადება", - განაცხადა ჰოვარდმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა