12 აგვისტოს კიოლნის "რაინ ენერგი შტადიონს" "არსენალი" ესტუმრა და 4:0 იმარჯვა
12 აგვისტოს კიოლნის "რაინ ენერგი შტადიონს" "არსენალი" ესტუმრა და 4:0 იმარჯვა.

მატჩის ბოლოს, ლუკას პოდოლსკის ნაცვლად (ვისაც ადგილობრივი პუბლიკა ძალიან თბილად შეხვდა) მოედანზე რობინ ვან პერსი გამოვიდა.

ამას ტრიბუნებზე მჯდომი 1500-მდე ლონდონელი ფანის უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი აპროტესტებდნენ იმას, რომ ჰოლანდიელს "მანჩესტერ იუნაიტედში" აქვს განზრახული კარიერის გაგრძელება.

ჰოლანდიელის ბურთთან ყოველ შეხებას სტუმარი გულშემატკივარი გამაყრუებელი შეძახილებით ეგებებოდა. რობინი კიოლნიდან ამსტერდამში გაემგზავრა, სადაც 15 აგვისტოს ბელგიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება.

აქვე გაგაცნობთ "არსენალის" შემადგენლობასა და გოლის ავტორებს: მანონე (46. შჩესნი), იენარისი (46. ჯენკინსონი), მერტეზაკერი (46. კოშელნი), ვერმალენი (46. ნიაბრი/69. შამახი), გიბსი (46. სანტოსი), კოკლენი (46. დიაბი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (46. სონგი), კასორლა (46. არშავინი), უოლკოტი (46. ჟერვინიო), ჟირუ (46. ჯურუ), პოდოლსკი (69. ვან პერსი).

გოლები: 0:1 ვერმალენი (7), 0:2 პოდოლსკი (15-პენ), 0:3 პოდოლსკი (43), 0:4 ჟერვინიო (62).

სონგი ბედნიერია

ესპანური პრესა წერს, რომ "არსენალის" 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი ალექს სონგი დღე-დღეზე "ბარსელონას" მიაშურებს.

კამერუნელის სამსახურით "კამპ ნოუზე" ტიტო ვილანოვამდეც იყვნენ დაინტერესებულები. ასე რომ, ეს სულაც არ არის ახალი ამბავი.

მიუხედავად მოარული ხმებისა, სონგი სიმშვიდეს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ მართალია, "ბარსას" მხრიდან მისით დაინტერესება სიამოვნებს, მაგრამ ლონდონში თავს მაინც ძალიან ბედნიერად გრძნობს.

"პრესას თუ დავუჯერებთ, ჩემი მომავალი კლუბი "ბარსელონაა", მაგრამ მე რახანია შევეგუე, რომ მსგავსი ხმები სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან დახურვამდე ვრცელდება.

რეალურად კი ის ხდება, რომ "არსენალთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებას ვაწარმოებ," - ამბობს ალექს სონგი.

არსენალიდან უიგანში

"მეთოფეთა" 19 წლის იაპონელი ნახევარმცველი როი მიაიჩი არსენ ვენგერმა 2010 წელს ერთ-ერთი იაპონური საფეხბურთო სკოლიდან წაიყვანა და იმის გამო, რომ მისთვის სამუშაო ვიზის გაცემას საშველი არ დაადგა, 6 თვის შემდეგ "ფეიენოორდში" იჯარით გაუშვა, სადაც ფეხბურთელმა ფანტასტიკური თამაში უჩვენა - ერედივიზიეს 12 შეხვედრაში მან 3 გოლი გაიტანა და რამდენიმე საგოლე გადაცემა მიითვალა.

მიაიჩიმ 2011/12 წლების სეზონი უკვე "ბოლტონში" გაატარა. გუნდში ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. წესით, როის მესამე სეზონი უკვე "არსენალში" უნდა დაეწყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფრანგი დამრიგებელი მას ძირითადისთვის საბრძოლველად ჯერ კიდევ არ მიიჩნევს მზად.

13 აგვისტოს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ვენგერმა ის ერთწლიან პრაქტიკაზე "უიგანში" გაუშვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა