ოლიმპიადა დასრულდა და სწორედ ამის შემდეგ აგორდა ყველაზე ხმაურიანი დოპინგ-სკანდალი
ოლიმპიადა დასრულდა და სწორედ ამის შემდეგ აგორდა ყველაზე ხმაურიანი დოპინგ-სკანდალი.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სადოპინგო კომისიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბელარუსი მძლეოსანი ნადეჟდა ოსტაპჩუკი აკრძალულ პრეპარატს - მეთანოლონს იღებდა.

ბელარუსმა სპორტსმენმა ლონდონის ოლიმპიადაზე ბირთვის კვრაში ოქროს მედალი მოიგო. ახლა ის დისკვალიფიცირებულია, - წერია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ იცვლება ლონდონის ოლიმპიადის მედლების საერთო ჩათვლა. ოლიმპიური ჩემპიონი ავტომატურად გახდა ახალზელანდიელი ვალერი ადამსი, ბრინჯაოს ნაცვლად ვერცხლის მედალს მიიღებს რუსი ევგენია კოლოდკო, ხოლო ბრინჯაოს მიაკუთვნებენ ჩინელ ლისიაო გონგს, რომელმაც ბირთვის კვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოსტაპჩუკის დისკვალიფიკაციის შემდეგ ბელარუსის ოლიმპიური გუნდი მხოლოდ ოქროს ორი მედლით ბრუნდება შინ.

ეს მეორე დოპინგსკანდალია, რომელიც ბელარუსი სპორტსმენების სახელს უკავშირდება. ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი დღით ადრე სტარტებიდან მოკვეთეს უროს მტყორცნელი ივან ტიხონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა