"შესაძლოა, "შალკესა" და "ზენიტის" შემდეგ ბევრს "კარპატიში" ჩემი გადასვლა ვერც წარმოედგინა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ორწელიწადნახევარი არ მითამაშია"
ლევან ყენიას წვალება დასრულდა - 14 აგვისტოს, თბილისის დროით 13 საათზე, მან უკრაინის პრემიერლიგის ლვოვის "კარპატისთან" კონტრაქტი გააფორმა.

ლევანი მანამდე პეტერბურგის "ზენიტში" ვარჯიშობდა და ეს ტრანსფერი ყველას გადაწყვეტილი ეგონა, მაგრამ საბოლოოდ გარიგება ჩაიშალა.

"როდესაც მენეჯერი სერგო ქუთათელაძე დამიკავშირდა და "კარპატიში" თამაში შემომთავაზა, ბევრი არც მიფიქრია, ისე დავთანხმდი.

"ზენიტში" ჩემი აყვანა პრეზიდენტს სურდა, მთავარ მწვრთნელს ლუჩანო სპალეტის კი - არა. ასეთ ვითარებაში თამაშის შანსი არ მქონდა.

შესაძლოა, "შალკესა" და "ზენიტის" შემდეგ ბევრს "კარპატიში" ჩემი გადასვლა ვერც წარმოედგინა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ორწელიწადნახევარი არ მითამაშია.

ახლა ჩემთვის მთავარია, ვითამაშო და უკრაინელებს სწორედ ამიტომ დავთანხმდი", - გვითხრა ყენიამ, რომელსაც კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი კომენტარი ჩამოვართვით.

დაბოლოს, ლევანს კლუბმა 20-ნომრიანი მუდმივი მაისურა გადასცა.

(ვრცლად იხილეთ გაზეთ "ლელოს" 15 აგვისტოს ნომერში)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საგანგებოდ sportall.ge-სთვის

Toko
კარგი გადაწყვეტილებაა ლევან! დანარჩენიც შენზეა დამოკიდებული, თუ როროგი პროგრესი გექნება.
gizog
ლევან, მარტო მოედანზე კი არა ცხოვრებაშიც ჭკვიანი კაცი ყოფილხა, რათქმა უნდა კაცმა უნდა პრაგმატული გადაწყვეტილებები მიიღო. ღმერთმა ხელი მოგიმართოს ერთ წელში გვენახე უმაღლეს დონეზე.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად