საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლა შეაფასა

ოლიმპიური თამაშების დამთავრებისთანავე, თავისუფალ ჭიდაობაში ბოლო ორთაბრძოლის შემდეგ, იქვე, "ექსელ ლონდონის" ოლიმპიურ კომპლექსში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი სიამოვნებით დაგვთანხმდა მოკლე ინტერვიუზე.

- ბატონო გია, ვფიქრობთ, საერთო შედეგით უკმაყოფილო არ უნდა იყოთ.

- ყოველთვის ვამბობდით, რომ ლონდონში 7-8 მედლის მოპოვების რეალური შანსი გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა მედლების ხარისხში.

ერთ ოქროს მედალზე მეტს ნამდვილად ვიმსახურებდით, მაგრამ ხომ ნახეთ და ყველა გაოცებული დარჩა მსაჯების თვითნებობით. ნუ დაგვავიწყდება, რომ მონაწილეთა 80 პროცენტი ჩვენი ოლიმპიელებიდან თამაშების დებიუტანტი იყო.

- კარგი, გამოცდილებს რაღა დაემართათ?

- ინერვიულეს, ზოგიერთს ნევროზული სტრესიც დაემართა. მარსაგიშვილმა, ლიპარტელიანმა, სხვებმაც ოლიმპიადაზე ვერ გამოავლინეს პოტენციალი, ვერ შეძლეს შესაძლებლობის მაქსიმუმის რეალიზება. განა ვინმე წარმოიდგენდა ლიპარტელიანის ანდა გეგეშიძის უმედლოდ დარჩენას? ამ ოლიმპიადამ დიდი გაკვეთილი მოგვცა.

- სამი ფინალი წავაგეთ ჭიდაობაში...

- დიახ, მაგრამ სამივეში მეტოქის სასარგებლოდ დაშვებული შეცდომა ფილა-მ აღიარა, რაც ჩვენთვის სულაც არ არის სანუგეშო. ჩვენმა ბიჭებმა და ქვეყანამ დაკარგეს ოქროს მედლები.

ფილა-ს სერიოზულად მოუწევს თავის მართლება, თუ ასეთი რამ საერთოდ, დადგება დღის წესრიგში.

- ოლიმპიადამ დიდი გაკვეთილი მოგვცაო, თქვით. რა თვალსაზრისით?

- ყოველმხრივ. ოლიმპიადაზე წვრილმანი არ არსებობს, არც ბედს მინდობაა გამართლებული. ვინც ასე ფიქრობს, ძვირად დაუჯდება. ესეც ვიწვნიეთ. ოლიმპიადის შედეგების ღრმა ანალიზი მომავლისათვის დასკვნების გამოტანად წინ გვაქვს.

თენგიზ გაჩეჩილაძე

დასაფიქრებელი გაკვეთილი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gogita
გია ნაცვლიშვილო შუკვანი რატო ჩივის არ იცი?შენსავით ჩურჩულ კურკურით არ უნდა რომ გაამწაროს ვინმეს ოჯახი გაიგე ???მშიშარა კაცი ხომ მკვლელია და გარბის, მასეა არავის არ უნდა შენსავით საქმეები შეუკეროს ვინმეს ტყვიაზე წამოვალ ოღონდ მე არ ვისვრი თქვენ ისვრით იმიტომ რომ ჩურჩულ კურკურებთ და მაგის მეტი არაფერი იცით მიწაში მძრომებო სადაც გაგიხარდებათ იქ ვისაუბროთ მაგის დროც მოვა ღმერთმა დაიფაროს საქართველო და ყველა ნაღდი ქართველი
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა