ცინცინატში, ქალთა საერთაშორისო ტურნირში, ჩვენებურმა ჩეხი კლარა ზაკოპალოვა დაამარცხა
ცინცინატში (აშშ), ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 2 168 400 დოლარი), როგორც იცით, საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება 22 წლის ანა ტატიშვილი.

პირველ წრეში მან მასპინძელი გიბსი დაამარცხა, შემდეგ კი ყაზახ შვედოვასთან დათმო მატჩი. ამის მიუხედავად, იღბლიანი წაგებული სტატუსით მოხვდა ძირითად ბადეში სერბი ანა ივანოვიჩის ნაცვლად, რომელმაც ტრავმის გამო უარი თქვა ცინცინატის ტურნირში მონაწილეობაზე.

ანამ 14 აგვისტოს სასტარტო ორთაბრძოლა გამართა. ჩეხ კლარა ზაკოპალოვას პირველ სეტში დაძაბულ პაექრობაში 7:6 აჯობა. მეორე ხელიც არანაკლებ მძიმე გამოდგა. როცა ანგარიში გახდა 4:4, ქართველმა ჩოგბურთელმა თავისი მოწოდება მოიგო, მერე ორი გეიმიც თავის სასარგებლოდ დაასრულა მეტოქის ერთის წილ.

საბოლოოდ 7:5 გაიმარჯვა და მეორე წრეში გავიდა, სადაც რუს ეკატერინა მაკაროვას დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა 14 აგვისტოს თანამემამულე ნადია პეტროვა ჩამოიშორა გზიდან: პირველი სეტი 7:6 (10:8) მოიგო. მეორეში, როცა ანგარიში იყო 3:1 მაკაროვას სასარგებლოდ, პეტროვამ ტრავმის გამო თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა.

საგულისხმოა, რომ ანა ტატიშვილი წყვილებში სწორედ მაკაროვასთან ერთად ეთამაშება პირველ წრეში ბეჩან მატეკ-სანდისა (აშშ) და სანია მირზას (ინდოეთი) დუეტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა