საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საგზურს პირდაპირ მოიპოვებს
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საგზურს პირდაპირ მოიპოვებს.

"საფრანგეთის ნაკრების მაისურით ასპარეზობა ჩემს კარიერაში ყველაზე საამაყო რამ გახლდათ. ასეთივე პატივი იქნება ჩემთვის ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა.

ჩემთვის და ჩემი ფეხბურთელებისთვის უპირველესი ამოცანა იქნება მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა.

გასაგებია, რომ ესპანეთი ფავორიტი იქნება, მაგრამ ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შესარჩევი ციკლი პირველ ადგილზე დავასრულოთ.

ფეხბურთელებისგან მოვითხოვ, რომ ბოლომდე დადონ თავი სანაკრებო თამაშებისას, რათა ფრანგმა ხალხმა კვლავ იამაყოს თავისი ეროვნული ნაკრებით. ურუგვაისთან მატჩისთვის შემადგენლობის შერჩევა ჩემთვის რთული იყო, რადგან სეზონი ჯერ კიდევ არ დაწყებულა და არ ვიცი, ამ ეტაპზე ვის რა შეუძლია.

ამიტომ, გარკვეულწილად, ჩემთვის დატოვებულ მემკვიდრეობას დავჯერდი. ჩემი მიზანია, ლორან ბლანის მიერ დაწყებული საქმე გავაგრძელო, თუმცა, ბუნებრივია, რომ რაღაცებს ჩემებურად გავაკეთებ," - ამბობს დეშამი.

აქვე გეტყვით, რომ დიდიეს შეკრებაზე გამოძახებული ფეხბურთელებიდან არსენალელი ლორან კოშელნი დააკლდება.

26 წლის ცენტრალურმა მცველმა ამ უქმეებზე "კიოლნთან" ამხანაგურ შეხვედრაში (4:0) მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა. ლორანი, წესის თანახმად, სამშობლოში ჩაფრინდა, კლერფონტენის ბაზაზე ნაკრების ექიმებს გაესინჯა და უკან ლონდონში დაბრუნდა.

მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები არიან:

მეკარეები: უგო ლორისი (ლიონი), სტივ მანდანდა (მარსელი).

მცველები: გაელ კლიში (არსენალი), მატიე დებუში (ლილი), პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი), კრისტოფ ჟალე, მამადუ სახო (პარი სენ-ჟერმენი), რაფაელ ვარანი (რეალი), მაპუ იანგა-მბივა (მონპელიე).

ნახევარმცველები: ეტიენ კაპუე (ტულუზი), მაქსიმ გონალონი (ლიონი), მარვინ მარტენი, რიო მავუბა, დიმიტრი პაიე (ყველა ლილი), ბლეზ მატუიდი (პარი სენ-ჟერმენი), ფრანკ რიბერი (ბაიერნი), მატიე ვალბუენა (მარსელი).

თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა (რეალი), ჯიმი ბრიანი, ბაფეტიმბი გომისი (ორივე ლიონი), ოლივიე ჟირუ (არსენალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე