ჩეზარე პრანდელი ინგლისთან მატჩში კლასიკურ 4-4-2-ს აირჩევს
15 აგვისტოს შვეიცარიის დედაქალაქში იტალიის ეროვნული ნაკრები ინგლისის უმთავრეს გუნდს გაეჯიბრება... თუმცა ცნებები - ეროვნული ნაკრები და უმთავრესი გუნდი - ნაწილობრივ, პირობითია, ან გნებავთ დარღვეული, რადგან ორივე გუნდი ექსპერიმენტული შემადგენლობით იასპარეზებს.

როი ჰოჯსონმა ევროპის ჩემპიონატზე ნათამაშები არცერთი ფეხბურთელი არ გამოიძახა, ჩეზარე პრანდელიმ კი მხოლოდ რამდენიმე, მაგალითად: დანიელე დე როსი, ალესანდრო დიამანტი, ფედერიკო ბალცარეტი, ინაციო აბატე, ანტონიო ნოჩერინო და მარიო ბალოტელი - თუმცა ეს უკანასკნელი დაშავდა და ბრიტანელებთან პაექრობას გამოტოვებს.

აპენინურ სპორტულ პრესაში ყველაზე აქტუალური საკითხია, თუ რა შემადგენლობას დაუპირისპირებს პრანდელი ინგლისს და როგორი განლაგებით გაამწესებს შეგირდებს.

ევროპის ჩემპიონატზე სენიორ ჩეზარემ ორი სქემა გამოიყენა: 3-5-2 და 4-4-2 - სამ მცველს უფრო ჯგუფურ ტურნირზე დაეყრდნო, აი, პლეი ოფებიდან კი კლასიკურ 4-4-2-ზე გადაეწყო; თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, პრანდელი ინგლისთანაც აღნიშნულ ტაქტიკას გამოიყენებს, დანარჩენზე კი ქვემოთ, რგოლების მიხედვით...

მეკარე

როგორც მოსალოდნელი იყო, განაცხადში ვერ მოხვდა ჯანლუიჯი ბუფონი... უფრო სწორად, არ მოხვდა, რადგან ჯიჯის გამოძახებას ამ ეტაპზე არანაირი აზრი არ ჰქონდა და ეს ჩეზარე პრანდელიმ ბრიფინგზეც განაცხადა.

სიის მიღმაა მორგან დე სანკტისი და უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი სანაკრებო კარიერა ევროპის ჩემპიონატთან ერთად დასრულდა.

ჯერ ერთი, მორგანი უკვე ასაკშია და მეორე, ევროფორუმამდე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში რუსეთთან საშინელი შთაბეჭდილება დატოვა. დე სანკტისს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კიდევ ორი წელი ექნება მომატებული და, პრაქტიკულად, გამორიცხულია, რომ პრანდელიმ მასზე ფსონი გააკეთოს.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ინგლისთან მატჩისთვის გამოძახებული სამი კიპერი ჯიჯი ბუფონის დუბლიორობის მთავარი პრეტენდენტები არიან და შესაძლოა, მისი ჩამნაცვლელებიც, როდესაც ამის დრო დადგება.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ანდრეა კონსილი და სალვატორე სირიგუ ინგლისთან ტაიმებს გაიყოფენ, ახალგაზრდა მატია პერინს კი ჯერ სანაკრებო ატმოსფეროს შეაჩვევენ და ამითაც კმაყოფილი უნდა იყოს - ყოველ შემთხვევაში, ავტორიტეტული გამოცემა ასეთ პროგნოზს აკეთებს და არ გვაქვს საფუძველი, რომ არ დავუჯეროთ.

დაცვა

პრანდელის განაცხადში "იუვენტუსის" ფეხბურთელები არ არიან, ანუ ინგლისის წინააღმდეგ არც ჯორჯო კიელინი იასპარეზებს, არც ლეონარდო ბონუჩი და არც ანდრეა ბარცალი.

სამაგიეროდ, ინაციო აბატე და ფედერიკო ბალცარეტი არიან პრანდელის განკარგულებაში, რომლებიც ოპტიმალური შემადგენლობით მოასპარეზე "აძურაშიც" ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებიან.

შესაბამისად, აბატემ და ბალცარეტიმ ინგლისთან პირველივე წუთებიდან უნდა იასპარეზონ და ალბათ, შესვენებაზე ან მეორე ნახევარში შეიცვლებიან. რაც შეეხება დაცვის ცენტრს, "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, აქ დავიდე ასტორისა და ანჯელო ოგბონას ტანდემი უნდა ვიხილოთ - პირველი ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ ამოვარდა განაცხადიდან, მეორე უკრაინა/პოლონეთში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა.

პრანდელის კარგი შანსი აქვს, რომ ასტორიც და ოგბონაც საქმეში ნახოს... მეორე ნახევარში აუცილებლად ვიხილავთ გასტალდელოს "სამპდორიადან" და პელუზოს "ატალანტადან".... გამოძახებულია ახალგაზრდა "მილანელი" მატია დე შილიო, რომელიც პერინის არ იყოს, შეიძლება მხოლოდ სანაკრებო ატმოსფეროსთან გაცნობით შემოიფარგლოს.

ნახევარდაცვა

თუ ისევ და ისევ "გაძეტა დელო სპორტს" დავეყრდნობით, ძირითად შემადგენლობაში შემდეგ ოთხეულს ვიხილავთ: ანტონიო ნოჩერინოს, ალესანდრო დიამანტის, ალბერტო აკვილანის, დანიელე დე როსის...

ეს უკანასკნელი კაპიტანი იქნება და საყრდენად გაირჯება, ნოჩერინო მარჯვნიდან იმოქმედებს, დიამანტი მარცხნიდან, აკვილანი კი კაპიტანს შეუწყვილდება; განაცხადში კიდევ სამი ნახევარმცველია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სამივეს ვიხილავთ მოედანზე.

განსაკუთრებით საინტერესოა, თუ როგორ წარმოაჩენს თავს მარკო ვერატი, ახალგაზრდა ტალანტი, რომელიც ფრანგულმა პსჟ-მა გადაიბირა.

პრანდელი ანდრეა პოლისაც დააკვირდება "სამპდორიადან" და ესეკილ სკელოტოსაც "ატალანტადან" - ამ უკანასკნელს არგენტინული ფესვები აქვს, თუმცა იტალიის მოქალაქეა და "სკუადრა აძურაში" ასპარეზობის სურვილი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოთქვა.

თავდასხმა

მარიო ბალოტელის მხედველობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და ინგლისთან თამაშს გამოტოვებს. მის ნაცვლად კი ჩეზარე პრანდელიმ დიეგო ფაბრინი გამოიძახა "უდინეზედან".

იტალიელ ჟურნალისტთა ვარაუდით, ძირითად შემადგენლობაში მატია დესტროსა და სტეფან ელ შაარავის ტანდემს ვიხილავთ - პირველი მათგანი ევროპის დემპიონატის გაფართოებულ სიაში იყო, მეორეს კი პრანდელი დიდი ხანია აქებს და იტალიური ფეხბურთის მომავალს უწოდებს.

თავის გამოჩენის საშუალება აუცილებლად მიეცემა 20 წლის მანოლო გაბიადინის, რომელიც იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში შესანიშნავად ასპარეზობს - თავად განსაჯეთ, მანოლომ "აძურინიში" 14 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

მატჩისწინა ბრიფინგზე პრანდელიმ გაბიადინი ქებით ცაში აიყვანა და განაცხადა, რომ სწორედ ასეთი ახალგაზრდები სჭირდება კალჩოს.

P.S.

ბოლოს, დავძინოთ, რომ იტალიის ეროვნული ნაკრები ინგლისს ახალი ამუნიციით დაუპირისპირდება, რომელიც 1982 წლის "აძურას" ფორმის ანალოგიური იქნება; საქმე იმაშია, რომ ზუსტად 30 წლის წინ იტალია მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ეს საიუბილეო თარიღი კი მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
ადმინ ეს სიახლე ჩემს ფეისბუკის გვერდძE რო დავდო ხო შეიძლება რათქმაუნდა ქვემოთ წყაროს მიუწერ ; ) P S გვერდს 3 750 ლაიქზე მეტი აქვს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე