მონრეალში ორშაბათისთვის გადადებულ ფინალში პეტრა კვიტოვამ რთულ ბრძოლაში დაამარცხა ნა ლი და ამ სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა
მონრეალში ორშაბათისთვის გადადებულ ფინალში პეტრა კვიტოვამ რთულ ბრძოლაში დაამარცხა ნა ლი და ამ სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა. ამით მან დაიბრუნა ადგილი რეიტინგის პირველ ხუთეულში.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია - სეზონის ნახევარზე მეტი გავიდა, კვიტოვასთვის კი ეს იყო წელს პირველი ფინალი.

არადა, შარშან ჩეხმა შვიდი ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ითამაშა და აქედან ექვსი მოიგო, პირველი ტიტული კი უკვე იანვარში ჰქონდა მოგებული.

ამასთან, არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად იმის მტკიცება, რომ პეტრამ ჩააგდო ამ სეზონის პირველი ნახევარი. მას ჰქონდა კარგი გამოსვლები, კერძოდ, ნახევარფინალში გააღწია ავსტრალიის ღია პირველობასა და როლან გაროსზე... მაგრამ იმ ჩოგბურთელისგან, რომელმაც უიმბლდონი მოიგო და 2011 წელი მეორე ჩოგანის რანგში დაასრულა, გაცილებით მეტს ელოდნენ.

არ შეიძლება იმის თქმა, რომ მონრეალში ტრიუმფით კვიტოვამ სრული რეაბილიტაცია მოახდინა წინა წაგებებისთვის.

კანადაში ძლიერი შემადგენლობა არ შეკრებილა - არ იყო სერენა უილიამსი, მარია შარაპოვამ ტრავმა მოიმიზეზა, ვიქტორია აზარენკამ კი პირველ წრეში მხოლოდ ექვსი გეიმი ითამაშა და უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე. თუმცა ფინალამდე კვიტოვამ ტოპ-ათეულის ორი წევრი - მარიონ ბარტოლი და კაროლინ ვოზნიაცკი ჩამოიცილა გზიდან.

რაც შეეხება ნა ლის, წელს ის ორჯერ იყო ფინალში, მაგრამ ტიტული არ მოუგია - დათმო გადამწყვეტი მატჩები სიდნეისა და რომში. მონრეალში ჩინელმა დამაჯერებლად მიაღწია ნახევარფინალამდე (გზად აგნიეშკა რადვანსკას მოუგო), იქ კი ლუსი საფაროვასთან 1:5-დან გადაარჩინა გადამწყვეტი სეტი.

ურთიერთშეხვედრებში ნა ლი 2:1-ს უგებდა კვიტოვას, თანაც ბოლო ორი მატჩი სწორედ ჩინელმა მოიგო.

ამჯერადაც ლიმ მეტოქეზე უკეთესი სტარტი აიღო. კარგად ჩატარებული ორი გეიმის შემდეგ პეტრამ ძალიან ბევრი შეცდომის დაშვება დაიწყო და პირველ სეტში წაგების ზღვარზე აღმოჩნდა - 1:3 და ბრეიკ-პოინტი ნა ლის.

კვიტოვამ შეძლო იმ გეიმის გადარჩენა, რის შემდეგაც უკვე ჩინელმა უმატა შეცდომებს. საერთო ჯამში, საწყისი პარტიის დიდი ნაწილი ჩოგბურთის ხარისხი არც ისე მაღალი იყო. კვიტოვამ მეტოქის შეცდომებზე ზედიზედ ორი ბრეიკი გააკეთა და 5:3 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ სეტზე ვერ ჩააწოდა.

მალე თავად ჩეხი აღმოჩნდა წაგების პირას - მე-11 გეიმში 0:40-დან მოუწია გადარჩენაზე ზრუნვა. მას ეს გამოუვიდა. შემდეგ ბრძოლა გააჩაღა მიღებაზე და მეხუთე სეტბოლზე მიაღწია მიზანს - 7:5.

მეორე პარტია კვიტოვასთვის კატასტროფულად დაიწყო - მან ზედიზედ 16 ქულა წააგო! ის მხოლოდ 0:4-ზე მოვიდა გონს და ბრძოლა გააჩაღა, მაგრამ ამ სეტის შემობრუნება შეუძლებელი იყო. თუმცა ბოლო გეიმებმა კვიტოვას თამაშში დაბრუნების საშუალება მისცა და გადამწყვეტი პარტიის დასაწყისი აბსოლუტურად თანაბარი გამოვიდა.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ერთი ბრეიკი ამ სეტში გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო. ასეც მოხდა. მეექვსე გეიმში კვიტოვამ მიღებაზე ბრძოლა შეძლო და მესამე ბრეიკ-პოინტიდან აიღო მეტოქის მოწოდება, რის შემდეგაც დამაჯერებლად მოიგო თავისი ორი დარჩენილი გეიმი და მონრეალის ჩემპიონი გახდა.

WTA

Rogers cup

მონრეალი (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 168 400 დოლარი

ფინალი

პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 5)-ნა ლი (ჩინ, 10) 7:5, 2:6, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად