ძიუდოისტთა ნაკრების თავკაცმა სოსო ლიპარტელიანმა გუშინდელ ვარჯიშზე სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობა დაასახელა....
ძიუდოისტთა ნაკრების თავკაცმა სოსო ლიპარტელიანმა გუშინდელ ვარჯიშზე სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობა დაასახელა. ეროვნულ ნაკრებში ადრევე კონსულტანტად გამოცხადებულ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ თემურ ხუბულურს ამჯერად ივერი ჯიქურაული, ნესტორ ხერგიანი, გურამ მოდებაძე, თამაზ კარიაული და ირაკლი უზნაძე დაემატნენ.

ასევე ადრევე იყო ცნობილი ახალგაზრდული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა - გიორგი გუგავა, რომელსაც ვაჟა ბალხამიშვილი დაეხმარება.

სიახლეა ჭაბუკთა ნაკრებში - ამიერიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ახლო წარსულის სახელოვანი ფალავანი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლის და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი ვაზაგაშვილი იქნება, მეორე მწვრთნელად კი მისივე ოდინდელი კონკურენტი, ასევე მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონი გიორგი რევაზიშვილი იმუშავებს.

დასახელებულ გუნდში საყურადღებოა სამი მომენტი - ძიუდოში სახელოვან ვეტერანთა დაბრუნება; უცხოეთში სამშობლოში სპეციალისთა დაბრუნება და ძველ მწვრთნელებზე უარის თქმა.

დავიწყოთ სწორედ მესამე მომენტით. ლიპარტელიანმა ძირითადად თავისი თაობის მოჭიდავეები შემოიკრიბა - ჯიქურაული, ხერგიანი, ვაზაგაშვილი, რევაზიშვილი და გუგავა მასთან ერთად ჭიდაობდნენ ნაკრებში, ხოლო უზნაძე იმ პერიოდში თურქეთის ღირსებას იცავდა. მან უარი თქვა შოთა ხაბარელის დროინდელ გუნდზე და იმათგან ნაკრებში არავინ მიუწვევია. ეტყობა, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ამ ეტაპზე ყველა მხარე ერიდება ძლივს ჩამცხრალი შიდა კონფლიქტის გაღვივებას და ცეცხლზე ნავთის დასხმას, თორემ ხაბარელს თავი დავანებოთ და იქ სხვებიც იყვნენ პროფესიონალები.

ამ გადაწყვეტილებით ორი კაცი უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნდა - ვაზაგაშვილი და უზნაძე. ვაზაგაშვილი ათენის ოლიმპიადის წინ საბერძნეთში გადავიდა საჭიდაოდ, ბოლო წლებში კი ჯერ იქაურ ჭაბუკთა ნაკრებს წვრთნიდა, ხოლო მერე კვიპროსზეც მუშაობდა. უზნაძე ამ ოციოდე წლის ერთ-ერთი პირველი გაერიდა მოსალოდნელ გაჭირვებას, რაც მართლაც დაატყდა თავს საქართველოს. ის წლების განმავლობაში გამოდიოდა თურქეთის სახელით, თუმცა 1996 წელს ატლანტას ოლიმპიადაზე ზურგზე ინგლისურად ამოტვირფული იმ ქვეყნის სახელი "ლეიკოპლასტირით" გადაფარა. ის 2001 წლის ევროპის ჩემპიონია.

ამიერიდან ძიუდოში დაბრუნდა რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომლებიც ბოლო წლებში, მიზეზთა გამო, გარიყულნი იყვნენ ამ ოჯახიდან - ხერგიანი და კარიაული. ევროპის ორგზის, ოლიმპიადისა და მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი ხერგიანი ჯერ კიდევ შარშან მოქმედი სპორტსმენი იყო, თუმცა მერე ძიუდოდან ისე უჩუმრად გაუშვეს, გაცილებაც არავის გახსენებია. არადა, პირველხარისხოვან ტურნირებზე მოპოვებული მედლებით ის ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოს უახლოეს სპორტულ ისტორიაში - 12 ჯილდო! ამიერიდან ის ისევ უბრუნდება ძიუდოს. ასევე - კარიაულიც, რომელიც ჯერ კიდევ ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს ქალთა ნაკრებს წვრთნიდა და დღეს რუსთა ნაკრების ლიდერ თეა დონღუზაშვილით დაწყებული, თუ კი მაშინ ამ სფეროში რამე წარმატება მოგვეპოვებოდა, სულ მის სახელს უკავშირდება. ბოლო წლებში არც მისთვის მოიძებნებოდა ადგილი ქართულ ძიუდოში.

ეროვნულ ნაკრებში სიახლეა მუშაობის სტილის შეცვლაც - ის უფრო თანამედროვე, ევროპულ მოდელზე გადადის. კერძოდ, წონები რამდენიმე კატეგორიად დაიყო, რომლებსაც კონკრეტულ;ი პიროვნებები მიხედავენ. მაგალითად, 60, 66 და 73 კილოგრამის მოჭიდავეებზე მოდებაძეა მიმაგრებული, 81-90-კილოიანებზე უზნაძეა პასუხისმგებელი, ზედა წონებს კი ჯიქურაული გაწვრთნის. შესაბამისად, ისინი აგებენ მათ შედეგებზე პასუხს.

სიახლეა ნაკრების სავარჯიშო გეგმაშიც - ლიპარტელიანი მათ გადაბმულად, შესვენებების გარეშე აჭიდავებს. ეს მეთოდი მან წარმატებით გამოიყენა ახალგაზრდულ ნაკრებში - ევროპის ჩემპიონატზე მისმა შეგირდებმა ორი ოქრო და ერთი ვერცხლი მოიპოვეს. ამასთან, საგრძნობი პროგრესი ეტყობოდათ ფიზიკურ მომზადებაში. ეს სისტემა ზუსტად გამძლეობის, ფიზიკური კონდიციების ასამაღლებლადაა კარგი და ეროვნულშიც ამ მიზნით იყენებს. ბიჭებს ჯერ უჭირთ ასეთი დატვირთვების გაძლება, მაგრამ სხვა გზა არაა - ვინც ვერ გაუძლებს, ვერც ნაკრებში მოხვდებაო, ასეთია ლიპარტელიანის მკაცრი ვერდიქტი.

სამწუხარო მარცხი დამატებით დროში - ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს