საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც 15-17 ოქტომბერს როტერდამში, "დიდ პრიზზე" იჭიდავებს...

ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც 15-17 ოქტომბერს როტერდამში, "დიდ პრიზზე" იჭიდავებს: დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, უჩა ხუციშვილი (66), ზაზა კედელაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ლევან წიკლაური, იოსებ წელაური (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), დავით ლორიაშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი (+100).

ლიპარტელიანისთვის ეს პირველი შეჯიბრებაა ახალ ამპლუაში და ბრჭყალები უკვე გამოაჩინა - ვარჯიშების გაცდენის გამო როტერდამში არ მიჰყავს ლომერ ჟორჟოლიანი (100) და ლაშა გუჯეჯიანი (+100), ხოლო მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს თავად უთხოვია გათავისუფლება, ფოერმაში არ ვარო. მოგეხსენებათ, სექტემბერში მან დიდი სტრესი გადაიტანა - ტოკიოში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ერთ-ერთ შეხვედრაზე გასვლა დააგვიანა და წაგება ჩაეთვალა.

ამ შემადგენლობას თუ გადავხედავთ, ლიპარტელიანი სერიოზულ საკადრო ცვლილებებს თითქოს არ გეგმავს - გუნდში ახალი არავინაა. უბრალოდ, ხუციშვილს, წელაურს და ლორიაშვილს თავის გამოჩენის შანსი ადრე ნაკლებად ეძლეოდათ. თუმცა ლიპარტელიანი საქართველოს ჩემპიონატს ელოდება - სამომავლო გუნდზე ლაპარაკი სწორედ მისი შედეგების შემდეგ გახდება შესაძლებელი, მანამდე კი მწვრთნელი იმათ ეყრდნობა, ვინც აქამდე ჩანდა ასპარეზზე.

მსოფლიოზე გოგოებიც იჭიდავებენ

21-24 ოქტომბერს მაროკოულ აგადირში გასამართ ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატში ორი ქართველი გოგო ნამდვილად მიიღებს მონაწილეობას. გუნდის თავკაც გია თენაძეს იქ ნონა მერაბიშვილისა (52) და შორენა შარაძის (63) წაყვანა გადაწყვეტილი აქვს. მას ძალიან სურს, თამარ ლომიძეც (+78) აჭიდაოს, მაგრამ მისი წაყვანა ფინანსებზეა დამოკიდებული.

თუმცა ლომიძე აგადირამდე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ტურნირში გამოვა, ოღონდ - სამშობლოში. ის მონაწილეობას მიიღებს 8-10 ოქტომბერს თბილისში გასამართ ახალგაზრდა სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატში. იმ ტურნირში შარაძეც გამოვა, ოღონდ - 65-ში. ახალგაზრდებში მესამე მონაწილეც გვეყოლება - ნინო ოძელაშვილი (72).

სამბისტთა მსოფლიოზე გოგოებს ახალგაზრდებშიც და ჭაბუკებშიც ისევ თენაძე დამოძღვრავს. მისი გადაწყვეტილებით, ჭაბუკებში დები - ცირა (48) და დარინა აბულაძეები (52), სოფო ბერიძე (60), თეა სუხიტაშვილი (70) და ელენე ქებაძე (მძიმე) იასპარეზებენ, თუმცა ერთი კიტხვის ნისანი აქაცაა - სესაძლოა, ცირა აბულაძემ არ იჭიდაოს და ტურნირში ზემოხსენებული მერაბიშვილი ჩართონ, თუმცა არც ისაა გამორიცხული, ორივე გამოვიდეს ანუ ერთით მეტი მონაწილე გვეყოლება.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა