საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირამდე დარჩენილი ბოლო მატჩი მოიგო
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირამდე დარჩენილი ბოლო მატჩი მოიგო და ახალი შესარჩევი ციკლის წინ კარგი განწყობა შეიქმნა.

საბედნიეროდ, ამჯერად ჩვენს ეროვნულ გუნდს მაჩანჩალასთან აღარ წაუფორხილებია, თუმცა ლუქსემბურგში იოლად სულაც არ მოუგია და საკმაო ბრძოლა გადახდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, 15 აგვისტოს საქართველოს ნაკრებს კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი დააკლდა, რომლის ნაცვლადაც სამკლავური ჯაბა კანკავამ მოირგო.

ჩვენი გუნდის ძირითად შემადგენლობაში კი განსაკუთრებული სიურპრიზები არ ყოფილა. უცვლელი დარჩა სქემაც, თუმცაღა მეტოქის ფაქტორიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებმა "პირველი ნომრობა" სცადა.

რაკი პირდაპირი ტელერეპორტაჟი არ ყოფილა, შეხვედრას ინტერნეტით ვადევნეთ თვალი, თუმცა გამოსახულება ხშირად იჭედებოდა და ამიტომაც მატჩის შესახებ სრული წარმოდგენა ვერ შევიქმენით.

ზოგადად კი, იმის თქმა შეგვიძლია, რომ თემურ ქეცბაიამ ამჯერად აშკარად შეტევაზე გააკეთა აქცენტი და სწრაფი გოლით ქართველებმა გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. ლევან მჭედლიძემ ორ მეურვეს აჯობა და საჯარიმოს გარედან ეფექტური გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ თითქოს საქართველოს ნაკრებს სერიოზული დაბრკოლება აღარ ელოდა, მაგრამ არბიტრმა მე-14 წუთზე გურამ კაშია ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა, რამაც სტუმართა ამოცანა გაართულა.

ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საკმაო დროის განმავლობაში კაცნაკლულობა არ დასტყობია. მეტიც, ქეცბაიას გუნდმა უპირატესობის განმტკიცებაზე ზრუნვა განაგრძო და ეს შეძლო კიდეც - 31-ე წუთზე მჭედლიძემ ბურთი მკერდით დაუგდო ალექსანდრე ამისულაშვილს, რომელმაც მეტოქის კარში ბურთი ერთით გადაგზავნა და ანგარიში ორამდე გაზარდა.

უქმად არც მასპინძლები ყოფილან და თამაშში ჩართვა გიორგი ლორიასაც უხდებოდა, რომელიც მეტოქის რამდენიმე მცდელობას წინ დამაჯერებლად აღუდგა.

მეორე ტაიმში ქეცბაიამ ცვლილებებს მიმართა, თუმცა ამით მისი გუნდის თამაშის ხარისხი დიდად არ გაუარესებულა. გამონაკლისია მატჩის დასკვნითი ნაწილი, როცა რიცხობრივი უპირატესობით ასეთი დაბალი დონის მეტოქემაც კი იხეირა და თერთმეტმეტრიანით ჯერ ანგარიში შეამცირა, შეხვედრის მიწურულს კი ქართველთა კართან შტურმისმაგვარი მოაწყო და სტუმრებს საქმის გამარჯვებამდე მისაყვანად დიდი ბრძოლა დასჭირდათ.

არასასიამოვნო იყო მეორე ტაიმის შუაწელში მომხდარი ამბავი, როცა საკმაოდ რიგიანად მოთამაშე ჯანო ანანიძემ კუნთი დაიჭიმა და შესაცვლელი შეიქნა.

იმედია, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ოფიციალურ მატჩებს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს გამარჯვება უდავოდ მნიშვნელოვანი იყო - სხვა რომ არაფერი, მართალია, სუსტ მეტოქესთან, მაგრამ მაინც კაცნაკლულებმა გავიმარჯვეთ.

იმის თქმა კი მაინც ძნელია, არის თუ არა საქართველოს ნაკრები მზად თუნდაც იმისთვის, რომ შინ ბელარუსს სძლიოს და ესპანეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს.

ცოტაც მოვითმინოთ და სექტემბრის ოფიციალური მატჩები ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს.

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

15.08. ობერკორნი. 1 000 მაყურებელი

ლუქსემბურგი-საქართველო 1:2 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 0:1 მჭედლიძე (2), 0:2 ამისულაშვილი (31), 1:2 იოაჰიმი (84. პენ.)

გაძევება: კაშია (14)

საქართველო: ლორია - გ. კაშია, ხუბუტია, ამისულაშვილი (78. ფოფხაძე), გრიგალავა - კანკავა, კობახიძე (46. ლობჟანიძე) - თარგამაძე (46. დაუშვილი), ანანიძე (68. გურული), ოქრიაშვილი (90. გელაშვილი) - მჭედლიძე (46. სირბილაძე).

სათადარიგოები: რევიშვილი, კვასხვაძე, დევდარიანი, ვაწაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-თურქეთი 1:3 - მეტის იმედი არ უნდა გვქონდეს [+VIDEO]

dinamo
ანანიძეზე დაცერეთ რა რა მოუვიდა რო გაიყვანეს სტადიონიდან ტრანვა აქ ? :((
ქომაგი
უკაცრავად, უკაცრავად... დავინახე :)
ქომაგი
და აბა სადაა +VIDEO?
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა