გვჯერა, ყენია უმაღლეს დონეზე ითამაშებს, "ზენიტი" და ბისტროვი კი თავიანთ უღირს საქციელს ბევრჯერ ინანებენ
"ლელოს" მკითხველისთვის ცნობილია ლევან ყენიას ამბავი - 21 წლის პლეიმეიკერმა 14 აგვისტოს ლვოვის "კარპატისთან" ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

რუსული მედია დღემდე განიხილავს პეტერბურგის "ზენიტში" ყენიას ლამის გადაწყვეტილი ტრანსფერის ჩაშლას და რამდენად მართალია ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც თქვა, რომ "ზენიტის" ხუთმა მოთამაშემ პირი შეკრა და მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის მისი გაშვება მოსთხოვა.

აი, რას წერს "სოვეტსკი სპორტი":

"შალკეს" ყოფილი ფეხბურთელი სინჯებზე ჩინებულად გამოიყურებოდა. "რუსთან" საკონტროლო შეხვედრაში ყენიამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. რაღაცით იმ არშავინს გვაგონებდა, რომელსაც თამაში სურდა.

არაერთხელ შევეცადეთ იმის გარკვევას, რა გახდა ქართველის გაუჩინარების მიზეზი, მაგრამ კლუბში მხრებს იჩეჩავენ, კონტრაქტი არ გაუფორმებია, მხოლოდ გასინჯვაზე იყო, მაგრამ მისი წასვლის მიზეზი არ ვიცითო.

არის ინფორმაცია, რომ ქართველმა ტალანტმა გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშესთან იჩხუბა. ყენია კი ამტკიცებს, რომ ხუთმა მოთამაშემ ხელმძღვანელობას მისი გაშვების თხოვნით მიმართა.

თუ ეს ამბავი მართალია, ეს "ზენიტში" არსებულ ატმოსფეროზე ბევრს მეტყველებს. პირველად არ ვრცელდება ცნობა, რომ "ზენიტში" წამყვან რუს მოთამაშეებს გაცილებით მეტი გავლენა და უფლებები გააჩნიათ, ვიდრე სხვა კლუბების ლიდერებს.

მეორე მხრივ, გაუგებარია, როგორ შეიტყო ყენიამ "ხუთეულის წერილის" შესახებ, თუ ის მართლაც დაიწერა?"

"სოვეტსკი სპორტმა" კომენტარი "ზენიტისა" და რუსეთის ნაკრების ნახევარმცველ ვლადიმერ ბისტროვსაც ჩამოართვა და მისი ორაზროვანი და თემიდან გაქცეული პასუხიდან უნდა დავასკვნათ, რომ ყენია მართალს ამბობს.

"ძლიერი ფეხბურთელის გადასვლას არცერთ კლუბში არ შეეწინააღმდეგებიან. ვფიქრობ, მწვრთნელს რომ მოესურვებინა, ფეხბურთელი გუნდში დარჩებოდა.

ახალწვეულმა "ზენიტი" უნდა გააძლიეროს, პრესაში რაღაცები კი არ უნდა თქვას".

ანუ ბისტროვმა არც "ხუთეულის წერილის" არსებობა უარყო და არც ქართველის მიმართ უარყოფითი განწყობა, მაგრამ ეს მისი და კლუბის პრობლემაა.

ყენია ახალგაზრდა და პერსპექტიული ბიჭია. მართალია, ტრავმამ გვარიანად უკან დახია, მაგრამ სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა, რომ პრობლემები წარსულში დატოვა და სრულიად ჯანმრთელია. ეს გვაიმედებს, რომ ყველაფერი წინ აქვს.

ცხადია, მისი უკეთეს კლუბში ხილვა გვსურდა, მაგრამ ეს ლევანს ჩვენზე მეტად სურდა და მკაცრად ნუ განვსჯით - მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და ლვოვის "კარპატიში" ამიტომ გადავიდა.

გვჯერა, ყენია უმაღლეს დონეზე აუცილებლად ითამაშებს, "ზენიტი" და ბისტროვი კი თავიანთ უღირს საქციელს ბევრჯერ ინანებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყენია: არ დაგავიწყდეთ, რომ ორწელიწადნახევარი არ მითამაშია

გიორგი კიკნაძე: "ზენიტმა" ლევან ყენიაზე უარის თქმით ბევრი დაკარგა

ლევან ყენია: "ზენიტში" ჩემი ტრანსფერი ლუჩანო სპალეტის არ უნდოდა

ლევან ყენია სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" - ნაბიჯი უკან

aa
ქარტველებს რომ შეეკითხო: 2ლიტრაზე ნაკლებს ვსვამო არავინ გეტყვის. ამაზე მეტი ლოტობა რაგა გინდა. ვაც შეეხება რუსის ნატქვამს: მარტალს ამბობს - კონფლიქტუი მოტამაშე, ან ტანამშრომელი არავის არ უნდა. მესნის რომ ქარტველების უმრავლესობა ქვეყნის გარეთ არ გასულა, ან ტუ გასულა მარტო "შავ მუშათ" ტუ უმუსავია, მაგრამ ეს "გამოუცდელობა" და არ ცოდნა რეალურობისა დიდ ორგანიზაციებში - სულაც არ უნდა იყოს მიზეზი რომ არარეალურად შევაფასოტ მოვლენები.
messi
ამათი შოვინისტი დედები დავღალე მე არაუშავს ლევან ეგ დამატებითი სტიმულია ამ ბრადიაგა ალკაგოლიკების ჯინაზე და საქართველოს გასახარად უნდა დაამტკიცო რომ უმაღლესი კლასის ხარ, ქეცბაც და მთელი საქართველოც შენ გვერდითაა და ჯერა შენი
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია