საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორვატებთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩის შემდეგ, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ხორვატ თანატოლებთან ფრედ, 1:1 ითამაშა, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ კომენტარი გააკეთა:

"ამ შემადგენლობით პირველად ვითამაშეთ. ახალ გუნდს ვაშენებთ და ეს ის პროცესია, რომელიც გრძელდება.

დღევანდელმა თამაშმა ბევრი რამ დამანახა. ისეთი თამაში იყო, მოგებაც შეიძლებოდა და წაგებაც.

ფრე ჩვენთვის მისაღები შედეგია, რადგან ბოლო ტურში ხორვატია სტუმრად თამაშობს ესპანეთთან, ჩვენ კი ესტონეთს ვუმასპინძლებთ.

ხორვატებს ჩვენზე ორი წლით უფროსი ფეხბურთელები ჰყავდათ, ორი წელი კი ახალგაზრდულ ფეხბურთში ცოტა არ არის. თანაც, ხორვატები გაცილებით უფრო შეთამაშებულები არიან, მეტწილად ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელები ჰყავთ გუნდში.

ჩვენს გუნდში კი ზოგმა დღეს პირველად ითამაშა: გრიგალაშვილმა, კოხიამ...

ფეხბურთელი ნაკრებში რომ მოდის, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს. როცა ფეხბურთელს 90 წუთის თამაში არ შეუძლია, რა ტაქტიკასა და სტრატეგიაზე უნდა ველაპარაკო?!

ფეხბურთელების მიმართ არანაირი სანქცია არ იქნება. ესტონეთთან მატჩამდე სამი კვირა დარჩა და იმ ფეხბურთელებს დავეყრდნობით, სისტემატურად რომ თამაშობენ თავიანთ კლუბებში".

ასევე იხილეთ:

U21. საქართველო-ხორვატია 1:1 - სასურველი ფრე ახალი გუნდით

ივო შუშაკი: საქართველო ჩემს გულშია და თუ ღმერთი ინებებს, აქ კიდევ ჩამოვალ სამუშაოდ

misha
ჰუგობოს გვაცალე მუშაობა,თქვენ ბატონ ვარძელაშვილს სამწუხაროდ არ იცნობთ,ასე ყველაფრის ერთიანად დავიწყება არ იქნება,ჯერ ოთხი წელია გასული მისი უნიკალური რეკორდიდან და უკვე დაივიწყეთ?!მან ხომ აგვისტოს გაგანია სიცხეში გორიდან თბილისის აეროპორტამდე ჩამორბენას რეკორდულად უმცირესი დრო მოანდომა.
hugoboss
Es MISHA vin 5-sani agitatoria-didi madloba NACMACUNEBS rom Batums moedani da sapexburto momavali titkmis mouspes...Lado ki kvelapershi ekvexeba titkos kai gamocdili sportsmeni iko...
misha
მინდა ყველამ იცოდეს,განსაკუთრებით იმათ,ვინც ქართული ფეხბურთის განვითარებას პატარა ბავშვებთან თამაშის მოხშირებაში ურევს:ვარდების რევოლუციის შემდეგ ქართული ფეხბურთი მარტო აღარაა,მას ყავს მზრუნველი პატრონი ლადო ვარძელაშვილის სახით,რომელიც აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა საფეხბურთო ბრენდებთან,როგორიც უეფა ან ფიფაა,რომ თამაშიც დრო შემცირდეს და გახდეს 40 ან 60 წუთი.
Xinchagashvili
ჩივაძე ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა იხარჯებოდა სანდო იყო არ გვყავს სულაქველიძინაირი ნახევარმცველიც არავის არაფერს დაუთმობდა "კოსტოლომების დამმტვრევი" არც ეგრეთი ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელი გვყავს.აუცილებლად საჭიროა გუნდში საშასნაირი იმედიანი დამცველი,თენგიზისნაირი მეტოქის "მხეცების" მუსრის გამვლები,ვოვასნაირი ტექნიკურ-დრიბლინგიანი და ვერც ერთი თანამედროვე კარლ ცეისი ვერ დაგვიდგება საშა შეჰქმენი ამგვარი გუნდი.გასაგდებია მინდვრიდან 90-წუთს ვერ გამძლები ფეხბურთელი.თუ "ძრავი" არ უვარგა და "კვდე3ბა" დიდ ფეხბურთში,ფუტდარბაზში გადაბარგდეს
gizog
ბატონო ალექსანდრე, თქვენ უკეთ იცით, თუ რაზე უნდა ელაპარაკოთ ასეთ ფეხბურთელს. ძალიან მიხარია თვენი დაბრუნება ფეხბურთში, ისედაც დიდი დანაკლისი განიცადა თქვენი თაობიდან ქართულმა ფეხბურთმა. ჯანმრთველობას და ბევრ გამარჯვებებს გისურვებ ქართველთა საამაყო კაპიტანო.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...