მომავალ უქმეებზე ესპანეთის ჩემპიონატი იწყება - საფეხბურთო ევროპა ისევ "ბარსელონას" და "რეალის" მარათონის მოლოდინშია
მომავალ უქმეებზე ესპანეთის ჩემპიონატი იწყება - საფეხბურთო ევროპა ისევ "ბარსელონას" და "რეალის" მარათონის მოლოდინშია.

მოსამზადებელი პერიოდი ორივე ესპანური გრანდისთვის ნაყოფიერი იყო, თუმცა მადრიდელთა თავკაც ჟოზე მოურინიოს პრობლემა აქვს, კატალონიელებს კი არაფრის ეშინიათ - არც იმის, რომ პეპ გვარდიოლა "ბარსას" თავკაცი აღარაა.

15 დღე, 4 ტესტ-მატჩი, 4 გამარჯვება - "რეალის" ხელმძღვანელებს და გულშემატკივრებს თამამად შეუძლიათ იმის თქმა, რომ ამერიკული ტურნე მადრიდული გრანდისთვის წარმატებული გამოვიდა. გასულ უქმეებზე "სამეფო გუნდმა" უკანასკნელი ამხანაგური შეხვედრაც (2:0 გლაზგოს "სელტიკთან") მოიგო, ორშაბათ დილას კი "რეალი" მადრიდში დაბრუნდა.

ჟოზე მოურინიომ შეგირდებს ორდღიანი შვებულება მისცა - მადრიდელებმა ვარჯიშები გუშინ განაახლეს და ახლა პირველი ტურის მატჩისთვის (კვირას "ვალენსიასთან") ემზადებიან. თუმცა გუშინ და დღეს ჟოზეს განკარგულებაში, ფაქტობრივად, მეორე შემადგენლობა იყო - სანაკრებო პაუზამ "რეალს" 15 ფეხბურთელი წაართვა.

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები ფილადელფიადან პირდაპირ პუერტო რიკოში გაფრინდნენ, სადაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა გუშინ ამხანაგური მატჩი გამართა, ხოლო კრიშტიანო რონალდომ, პეპემ და ფაბიო კოენტრაომ კი პორტუგალიის ნაკრებთან ერთად პანამასთან იასპარეზეს.

ნური შაჰინი თურქეთის ნაკრებს ავსტრიასთან ტესტ-მატჩისთვის შეუერთდა, ხოლო მესუთ იოზილი, სამი ხედირა, გონსალო იგუაინი და ანხელ დი მარია კი გერმანია-არგენტინის ამხანაგური დაპირისპირებისთვის იყვნენ გამოძახებულები.

ჩვენმა ესპანელმა კოლეგებმა კი გამოთვალეს, რომ "რეალის" ფეხბურთელებს მადრიდში დასაბრუნებლად ჯამში 10 547-კილომეტრიანი მგზავრობა მოუწევთ, რაც "სამეფო გუნდისთვის" "ვალენსიასთან" უმნიშვნელოვანესი, სასტარტო მატჩის წინ შეიძლება სერიოზული პრობლემა იყოს.

მოდრიჩი მოდის! რას იზამს კაკა?

მადრიდში იციან, რომ ესპანეთის ჩემპიონობის შენარჩუნება რთული იქნება - პირველ რიგში იმიტომ, რომ "ბარსელონა" უკვე დამშეულია.

"ურთულესი სეზონი გველის, მაგრამ ფაქტია, რომ ახალ სეზონს მომზადებულები ვხვდებით. ტესტ-მატჩებში ყველაფერი ისე იყო, როგორც წარმოგვედგინა. მოსამზადებელი პერიოდით კმაყოფილები ვართ. "რეალი" მანქანაა, რომელიც კარგად ფუნქციონირებს," - უთხრა მოურინიოს ასისტენტმა აიტორ კარანკამ ჩვენს ესპანელ კოლეგებს "სელტიკთან" მატჩის შემდეგ.

დღეს-ხვალ წერტილი უნდა დაესვას ლუკა მოდრიჩის ტრანსფერს, რომლის შემთხვევაში პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია.

ჩვენი ესპანელი და ინგლისელი კოლეგების ცნობით, "რეალი" და "ტოტენჰემი" 32 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ და ხორვატი ნახევარმცველის მადრიდში გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია. თუმცა ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ კიდევ არ დადასტურებულა.

ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ "რეალს" შაჰინი დატოვებს - თუმცა "რეალი" მას მხოლოდ გაანათხოვრებს (სავარაუდოდ, ფენერბაჰჩეში). ხოლო მოდრიჩის მოსვლას, ესპანური AS-ის ცნობით, ავტომატურად მოჰყვება კაკას წასვლა, რომელსაც "მილანში" ეპატიჟებიან.

ბარსელონაც მზადაა

"რეალის" მოსისხლე მტრის, "ბარსას" ბანაკში კი ყველაფერი იდეალურადაა - ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ კატალონიური გრანდის ხელმძღვანელები და გარედანაც ასე ჩანს.

პსჟ-სთან და "მანჩესტერ იუნაიტედთან" ფრეების (გამარჯვება პენალტების სერიაში) შემდეგ "ბარსამ" ბუქარესტის "დინამოსთან" ტესტ-მატჩი 2:0 მოიგო და კატალონიელთა თავკაცი ტიტო ვილანოვა მოსამზადებელი პერიოდით კმაყოფილია - სეზონის სტარტს სრულ მზადყოფნაში ვხვდებითო.

"დინამოსთან" ერთი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა, მერე კი, ხავიერ მასკერანოსთან ერთად, არგენტინის ნაკრებს მიაშურა. ჩავი და კარლეს პუიოლი ესპანეთის ნაკრებს პუერტო რიკოში გაჰყვნენ და "რეალ სოსიედადთან" მატჩამდე, რომელიც შაბათს შედგება, მათაც რეაბილიტაცია დასჭირდებათ.

"ბარსას" შეღავათი "რეალთან" შედარებით ის არის, რომ კატალონიელებს მადრიდელებზე გაცილებით იოლი მეტოქე ჰყავთ - "რეალი" ხომ "ვალენსიას" ეთამაშება.

ვილია მზადაა!

"ბარსელონაში" ყველაზე მეტად დავიდ ვილიას გამოჯანმრთელება უხარიათ. როგორც იცით, კატალონიელთა გოლეადორმა ლაზარეთში 8 თვე დაჰყო, ახლა სრულ მზადყოფნაშია და "სოსიედადთან" მოედანზე გასვლა შეუძლია.

"ვერ წარმოიდგენთ, როგორ მომენატრა ფეხბურთის თამაში. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ უფრო უკეთესი ფეხბურთელი ვიყო, ვიდრე მანამდე ვიყავი - ტრავმის მიღებამდე," - უთხრა ვილიამ ჩვენს ესპანელ კოლეგებს.

მის არყოფნაში გასულ სეზონში ლეო მესის ორმაგი პასუხისმგებლობა დაეკისრა და მიუხედავად იმისა, რომ პრიმერადივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, "ბარსელონა" მაინც ვერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კატალონიელები დავიდის დაბრუნებით ბედნიერები არიან.

მოურინიო: ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ!

ერთი სიტყვით, შაბათს "ბარსელონა" "რეალზე" პირველ არაპირდაპირ იერიშს უკვე ფეხბურთსმონატრებულ ვილიასთან ერთად მიიტანს.

ერთი რამ ფაქტია: არა მარტო ესპანეთში, არამედ მთელ ევროპაში ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ესპანეთის ჩემპიონობისთვის წელსაც მხოლოდ "რეალი" და "ბარსელონა" იბრძოლებენ.

"ჩემპიონობის შენარჩუნება აუცილებელია და ზოგადად, რა თქმა უნდა, ყველა ტიტულის მოსაგებად ვიბრძოლებთ," - აცხადებს მოურინიო და ცხადია, რომ ასე ფიქრობს ტიტო ვილანოვაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"