მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ჟურნალისტს ოლიმპიური შთაბეჭდილებები გაუზიარა და ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა
ავსტრიული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ნიკი ლაუდა ჟურნალისტს ოლიმპიურ შთაბეჭდილებებს უზიარებს; აგრეთვე, ბრძოლის გაგრძელებას ელის ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

- ოლიმპიური თამაშების დროს გახმოვანდა ლონდონის ქუჩის გრანპრის ჩატარების იდეა. როგორ აფასებთ ამ შესაძლებლობას?

- ამაზე არ მიფიქრია. ახლა მე გასული თამაშებისგან მიღებული შთაბეჭდილებების ქვეშ ვიმყოფები. ოლიმპიადას თავიდან ბოლომდე ვუყურე - დაწყებული გახსნის ცერემონიიდან და დამთავრებული დახურვის შოუთი. მე მგონი, ამაზე უკეთ ორგანიზება შეუძლებელია.

- ახლა გულშემატკივრებს შეუძლიათ ისევ გადაერთონ ფორმულა 1-ზე. ხუთკვირიანი პაუზა ძალიან გრძელი ხომ არ გეჩვენებათ?

- ეს ტრადიციად ჩამოყალიბდა და მე არ შემიძლია მასზე გავლენის მოხდენა.

- როგორ იყენებენ გუნდები ბელგიის გრანპრიმდე დარჩენილ დროს?

- საჯინიბოებს არ აქვთ დიდი შესაძლებლობები, რადგან არსებობს კონტროლი იმაზე, რომ მათი ბაზები მართლაც დახურული იყოს.

- სეზონის დაწყების წინ თქვენ ამბობდით, რომ ფორმულა 1-ის ისტორიას კიდევ ერთი დამაინტრიგებელი ჩემპიონატი ელის. ხომ არ შეიცვალეთ აზრი მას შემდეგ, რაც ფერნანდო ალონსომ დამაჯერებელი ლიდერობა მოიპოვა?

- არა. ტოპ-გუნდების ძალები თითქმის თანაბარია და უნგრეთის რბოლამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

იმედია, "რედ ბული" და "მაკლარენი" გამოაჩენენ თავიანთ ნამდვილ პოტენციალს და ბრძოლა დაძაბული იქნება.

- ჩანს, რომ ფეტელი ისე კომფორტულად ვერ გრძნობს თავს, როგორც ეს გასულ წელს იყო...

- შარშანდელ ჩემპიონატში მის მანქანას გიგანტური უპირატესობა ჰქონდა. ახლა კი მას ყოველ რბოლაში ბრძოლა უწევს იმისთვის, რომ ლიდერს არ ჩამორჩეს.

ნერვული დაძაბულობა ძალიან დიდია და რთულ სიტუაციებში ყველაზე ეფექტურად ალონსო მოქმედებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა