ჩინელი ზუ შიმინი, რომელმაც ლონდონის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა, მზად არის პროფესიულ კრივში გადასასვლელად
ჩინელი ზუ შიმინი, რომელმაც ლონდონის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა 49 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, მზად არის პროფესიულ კრივში გადასასვლელად.

თუ ეს მოხდა, შიმინი იქნება პირველი ჩინელი, რომელიც პროფესიულ კარიერას დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ 31 წლის სპორტსმენი ლონდონის საკრივო ტურნირის ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონია. მან მესამე მედალი მოიპოვა ზაფხულის თამაშებზე: 2004 წელს ათენში ბრინჯაოს პრიზიორი იყო, 2008 წელს პეკინში - ოქრო დაიმსახურა.

"ძალიან მინდოდა ამ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვება, - ამბობს ზუ შიმინი. - ძალიან ფრთხილად და ყურადღებით ვეკიდებოდი ყოველ ბრძოლას. შეცდომის უფლება არ მქონდა.

ახლა მინდა, მეტი დრო გავატარო ოჯახთან და ჩემს ერთი წლის შვილთან, მაგრამ, ამავდროულად, სერიოზულად განვიხილავ პროფესიულ კრივში გადასვლის შესაძლებლობას".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო