ქართველი ცენტრის თქმით, შესაძლოა ფეხის კუნთის რეაბილიტაციას რამდენიმე დღე დასჭირდეს და რუმინეთთან მოედანზე ვერ გავიდეს
15 აგვისტოს ზაზა ფაჩულიას არ უვარჯიშია. უფრო სწორად, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარჯიში დააპირა, მაგრამ გერმანიაში ნატკენმა ფეხმა შეაწუხა და ექიმების განკარგულებაში გადავიდა, რომლებმაც ფაჩულიას დაჭიმული კუნთი დაუზილეს და საგანგებოდ გადაუხვიეს.

ითამაშებს თუ არა ნაკრების კაპიტანი 18 აგვისტოს, ევრობასკეტ 2013-ის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში?

ეს კითხვა ერთობ აქტუალურია და ჩვენც გადავწყვიტეთ, თავად ფაჩულიას გავსაუბრებოდით.

- ზაზა, რატომ არ ვარჯიშობ?

- ფეხმა შემაწუხა. ვარჯიში ჩვეულებრივ დავიწყე, მაგრამ მალევე კუნთი ამტკივდა და ფიზიკური დატვირთვები ვეღარ გავაგრძელე.

- ეს ის ტრავმაა, რის გამოც გერმანიასთან 2 დღის წინ გამართული მატჩი გამოტოვე?

- ჰო, ის ფეხია. გერმანიაში ტრავმა მატჩის წინა დღეს, ვარჯიშის დროს მივიღე. საერთოდ, კუნთის ეს მონაკვეთი, რომელიც ახლა მაწუხებს, ამერიკაში ვარჯიშისას, საქართველოში წამოსვლამდე 4 დღით ადრე დავიზიანე.

შემდეგ გამიარა, თბილისის ტურნირშიც ვითამაშე, თუმცა გერმანიაში ტრავმამ კვლავ შემახსენა თავი.

- ტრავმის გამიზეზებას რას აბრალებ?

- გერმანიაში კარგ დარბაზში ვვარჯიშობდით, მაგრამ მოედანი ისეთი ამორტიზებული არ იყო, როგორც თუნდაც თბილისის სპორტის სასახლეშია. ბეტონი იყო დასხმული და ზედ შესაბამისი მატერიალი იყო გადაფარებული.

ეს კი ვიბრაციას ამცირებს და ფეხებს დიდი ძალა აწვება - განსაკუთრებით, დიდწონიან მოთამაშეებს უქმნის ასეთი მოედნები პრობლემას. სხვათა შორის, ასეთი მოედანი იყო ევროპის ჩემპიონატზე - კლაიპედაში და იმიტომაც გავიწყვიტე კუნთი.

- ახლა რას აპირებ? შენი აზრით, 18 აგვისტოს რუმინეთის წინააღმდეგ თამაშს შეძლებ?

- ხვალ ფეხზე სურათის გადაღებას ვაპირებ. ვიცით, რომ კუნთის გარდა სხვა არაფერია დაზიანებული, მაგრამ მაინც უნდა გადავიღო, გავიგოთ, რა მდგომარეობაშია ქსოვილი.

შესაძლოა, ხვალვე ვივარჯიშო და შესაბამისად, რუმინეთთანაც ვითამაშო, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რეაბილიტაციას რამდენიმე დღე დასჭირდეს და რუმინეთთან მოედანზე ვერ გავიდე. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.

gbf.ge

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან